• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ობლიგაციების ბაზარი ინფლაციის უკონტროლობის რისკს ებრძვის

მარტი 16, 2022
in სიახლეები
ობლიგაციების ბაზარი ინფლაციის უკონტროლობის რისკს ებრძვის
გაზიარება

ობლიგაციების ბაზარი აწყდება რისკს, რომ ინფლაციის შეკავება, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს.

სულ ახლახანს, ხუთწლიანმა ფორვარდულმა უზარალობამ (განსხვავება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ინვესტიციის ნომინალურ შემოსავალსა და ანალოგიური ვადიანობისა და საკრედიტო ხარისხის, ინფლაციაზე მიბმული ინვესტიციის რეალურ შემოსავალს (ფიქსირებული სპრედი) შორის) 2014 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც 10-წლიანმა მაჩვენებელმა, ბლუმბერგის მიერ 1998 წლიდან მოკვლეულ მონაცემებს შორის რეკორდი დაამყარა.

BlackRock-ის საინვესტიციო ინსტიტუტის სტრატეგები, მათ შორის ალექს ბრაზიერი და ვეი ლი, ორშაბათის შენიშვნაში წერენ, რომ არსებობს საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციური მოლოდინების გაუთვალისწინებლობის რისკი, რაც ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების მკვეთრ ზრდას იწვევს. მათ დასძინეს, რომ ასეთ ინფლაციურ გარემოში უპირატესობას განვითარებული ქვეყნების აქციებს ანიჭებენ.

40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციისა და ენერგიის ფასების ზრდის პირობებში, ცენტრალურმა ბანკებმა შეიძლება ვერ შეძლონ „მრუდს უკან დარჩენა“ (ცენტრალური ბანკი არის “მრუდს უკან”, როდესაც ის არ ზრდის საპროცენტო განაკვეთებს საკმარისად სწრაფი ტემპით იმისთვის, რომ ინფლაციის მიზნობრივი დონე შეინარჩუნოს).

მოვაჭრეები ამ წელს, ფედერალური სარეზერვო სისტემისგან (FED) საპროცენტო განაკვეთების 7 ეტაპიან ზრდას ელიან, დაწყებული ოთხშაბათს, თითქმის დაზუსტებული, 25 საბაზისო პუნქტით მომატებით, რაც მრავალწლიანი კამპანიის დასაწყისი იქნება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის არაპროგნოზირებადი კურსი და კოვიდ-19-ის მძვინვარება ჩინეთში, რომელიც ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, ბაზარს არასტაბილურ მდგომარეობას უნარჩუნებს.

ნიუ-იორკში TD Securities-ის გლობალურმა ხელმძღვანელმა – პრია მისრამ განაცხადა, რომ ნამდვილად არსებობს ინფლაციის კალაპოტიდან ამოვარდნის რისკი, რადგან ომი ფართო ინფლაციურ წნეხს აძლიერებს. მან დასძინა, “დაუშვებს კი FED რეცესიას, რათა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწიოს? ეს საკმაოდ რთული კითხვაა, რომელსაც ბაზარი აწყდება.”

წინა

ომის რისკების გამო, ევროპული აქციების ფასები იკლებს

შემდეგი

3 დივიდენდური აქცია, რომელიც შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ

მსგავსი სტატიები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
საქართველოს ბანკის მობილბანკში ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ
სიახლეები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2023
მეტი
შემდეგი
3 დივიდენდური აქცია, რომელიც შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ

3 დივიდენდური აქცია, რომელიც შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • სასარგებლო ჩვევები ფინანსური წარმატების მისაღწევად
  • რას ნიშნავს ლეგალური მონოპოლია?
  • რა არის დირექტორთა საბჭო?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved