• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკი „DriveWealth“- თან და Galt & Taggart-თან ერთად რეგიონის მასშტაბით ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

იანვარი 12, 2024
in სიახლეები
პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკი „DriveWealth“- თან და Galt & Taggart-თან ერთად რეგიონის მასშტაბით ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს
გაზიარება

საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სწრაფად, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების აქციების შეძენა ერთი კლიკით, საკუთარ მობილბანკში 1 დოლარითაც კი შეუძლია. ინვესტირება წამყვან საერთაშორისო კომპანიების აქციებში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.

სიახლე საქართველოს ბანკის, მისი  ჯგუფის შვილობილი კომპანია, “Galt & Taggart”-ისა და საერთაშრისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-ის პარტნიორობით ინერგება.“DriveWealth”- ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც საქმიანობას 153 ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიის მომხმარებლებს შორის კი ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Revolut, Hatch, MoneyLion და Sharesies.

„საქართველოს ბანკის ინვესტიციები“ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ,  როგორიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი (fractional) ინვესტირება. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.

„მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ საქართველოს ბანკის, “Galt & Taggart”-ისა და “DriveWealth”-ის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი – „საქართველოს ბანკის ინვესტიციები“. „DriveWealth”-ი პიონერია აღნიშნული მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან (ნეობანკები, ფინტექები, ტრადიციული ბანკები და სხვ.) რათა მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე, ციფრული გამოცდილებები შესთავაზონ. საქართველოს ბანკის მობილბანკიდან უკვე შესაძლებელია აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა, რაც სრულიად ცვლის ინვესტირების აქამდე არსებულ გამოცდილებას. ინვესტიციების მოდულის მეშვეობით, დღეს  უკვე ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

წინა

4 საუკეთესო ETF, რომელიც AI კომპანიების აქციებით ვაჭრობს

შემდეგი

რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის?

რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved