$10 შესაძლოა დაბალ ფასად ჟღერდეს აქციისთვის, მაგრამ ყველა საინვესტიციო პორტფელი რაღაცით უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე ბროკერები გვთავაზობენ უფასო ვაჭრობას, ხოლო შესყიდვის ვარიანტებად ფრაქციული აქციებია შემოთავაზებული, რაც სულ რამდენიმე დოლარი ღირს, მაგრამ ისმის კითხვა, საიდან უნდა დავიწყოთ ეს საქმიანობა?
სწორი ადგილი ისეთი მყარი აქციებისთვის საძირკვლის მოსამზადებლად, რომლებსაც შემდგომში ზრდის პოტენციალი აქვს, პატარა ინვესტიციებია. და სწორედ ახლა Apple, Coinbase Global და Spotify შესანიშნავი სამი ადგილია $10-იანი ინვესტიციის დასაწყებად.
1. Apple: მეგა–აქციები, რომლითაც დაწყება ღირს
ისეთ დიდ და ავტორიტეტულ კომპანიაში ინვესტიციის წამოწყება, როგორიც Apple-ია, შეიძლება ძალზედ საინტერესოდ არ ჟღერდეს, თუმცა ის ნებისმიერი საინვესტიციო პორტფელის ფუნდამენტის შესაქმნელად საუკეთესო არჩევანია და ამას გარდა, შეუძლია ფულის გენერირებაც. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ, რომ სმარტფონების ბაზრის მომწიფების მიუხედავად, ფულადი დინებები კვლავ იზრდება, რადგან Apple-მა პროგრამული უზრუნველყოფის სერვისები და სხვა პროდუქტები დაამატა. არც არანაირი ეჭვი არ არსებობს იმისა, რომ ზრდის ეს მაჩვენებლი ოდესმე დაეცემა. iPhone ახლა განიხილება როგორც ძირითადი ისტრუმენტი ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის, ხოლო ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა კრიპტოვალუტები, კი არ ანაცვლებს iPhone-ს, არამედ მის ბაზაზე იქმნება.
2. Coinbase Global: კრიპტო–გიგანტი
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრიპტოვალუტებმა დიდი ყურადღება მიიპყრეს, რადგან მათი ღირებულება საკმაოდ გაიზარდა და ასევე, ის იყენებს ტექნოლოგიას, რომელსაც პოტენციურად დამღუპველი ბუნება აქვს. თუმცა, Coinbase კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში მილიონობით ადამიანის ყურადღების ცენტრშია.
რეალურად, ეს კომპანია არ შოულობს ფულს კრიპტოვალუტების მატების ან კლების მიხედვით, არამედ შემოსავალი მის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციოებიდან მოსდის. ქვედა ფოტო გვიჩვენებს, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იყო კომპანიისთვის:
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Coinbase ინდუსტრიის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია და მას თავისი პოზიცია აქვს წარმოდგენილი 200-ზე მეტ კრიპტოვალუტის კომპანიაში.
3. Spotify: მუსიკის ინდუსტრიის გიგანტი
Spotify-ის ბიზნესი მუსიკით დაიწყო, მაგრამ დღეს ის ბევრად დიდი კომპანიაა. მან ასობით მილიონი დოლარი დახარჯა ქსელის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს: გამოწერებს, ექსკლუზიურ და სარეკლამო პოდკასტებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლეიბლი ჯერ კიდევ აკონტროლებს მუსიკალურ ინდუსტრიას, Spotify პოდკასტების სფეროში მოწინავეა.
Spotify-ის სარეკლამო ქსელი განასხვავებს მას სხვა პოდკასტების ან აუდიო ფორმატებისაგან, როგორიცაა, მაგალითად, აუდიოწიგნები. რამდენადაც Spotify აერთიანებს როგორც რეკლამის, ისე პოდკასტებისა და აუდიოწიგნების შემქმნელებს, იგი მუშაობს ამ ორი მიმართულების დაკავშირებაზეც და ცდილობს, მიიღოს აქედან სარგებელი. ეს სტრატეგია Alphabet’s Google-ისას ჰგავს, რომელიც რეკლამის განმთავსებლებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს.
მესამე კვარტალში სარეკლამო ბიზნესი $323 მილიონი იყო, რაც 75%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. იმისთვის, რომ Spotify-ის სტრატეგია წარმატებული იყოს, შემოსავლის მიღება გაიზარდოს და გაფართოვდეს მისი საზღვრები, ბიზნესმა უნდა მოიზიდოს მეტი კონტენტ კრეატორი, რომელსაც ამ ქსელში დარჩენის სტიმული ექნება, რადგან დაინახავს, რომ აქ უფრო მეტად ექნება გარეკლამების საშუალება, თავად კი ამის გაკეთება გაუჭირდება.
Spotify-ის ბიზნესი ჯერ ძალიან მომგებიანი არ არის, მაგრამ თუ რეკლამის შემოსავლები გაიზრდება, კომპანიის მდგომარეობაც მალე უფრო უკეთესობისკენ წავა. თუკი Spotify თავისი კონტენტის გაზრდას განაგრძობს, იქ იქცევა შესანიშნავ საინვესტიციო აქციად.
წყარო: www.fool.com