• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უკეთესი ინვესტიცია Bear Market-ის პირობებში – Nvidia vs Intel

სექტემბერი 12, 2022
in სიახლეები
უკეთესი ინვესტიცია Bear Market-ის პირობებში – Nvidia vs Intel
გაზიარება

Nasdaq Composite ინდექსის დონე წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 25%-ით დაეცა და ნახევარგამტარების ბევრი კომპანიის აქციამ 2022 წლის განმავლობაში მასიური გაყიდვები განიცადა. გახანგრძლივებული რეცესიის და სხვა მაკროეკონომიკური ზეწოლის შესაძლებლობით გამოწვეულ შეშფოთებასთან ერთად, რომელიც ფართო ბაზარზე იმოქმედებს, წარმოების პრობლემებმა და გეოპოლიტიკურმა რისკ-ფაქტორებმა ასევე ინვესტორების მიერ ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აქციების გაყიდვა გამოიწვია.

Nvidia და Intel ჩიპების მწარმოებელი წამყვანი კომპანიებია, რომელთა აქციების ფასებიც წელს, შესაბამისად, 40%-ით და 53%-ით შემცირდა. დღეს კი განვიხილავთ, თუ რომელ კომპანიაში ინვესტირება უფრო ხელსაყრელია არსებული bear market-ის პირობებში.

Nvidia

ინოვაციების დადასტურებული უნარი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე მხოლოდ ერთი შესანიშნავი პროდუქტის განვითარებაა. Nvidia-მ თავისი ინოვაციური შესაძლებლობები გრაფიკული დამუშავების ერთეულების (GPU) განმეორებითი გაუმჯობესებით დაამტკიცა. ეს უაღრესად სასურველი კომპიუტერული ჩიპები დღევანდელ სათამაშო მოწყობილობებს, სერვერებს და ავტომობილების ინტერიერში არსებულ ეკრანებს აძლიერებს.

Nvidia

მომხმარებელთა მძლავრმა მოთხოვნამ Nvidia-ს შემოსავალი $4.1 მილიარდიდან (2014 წელი), ბოლო დასრულებულ წელს $26.9 მილიარდამდე გაზარდა. რა თქმა უნდა, გაყიდვები პანდემიის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რადგან ხალხი ინვესტიციას ახორციელებდა სახლის ოფისებში და უფრო ხშირად იყო გეიმინგით დაკავებული, ხოლო ადგილობრივ კომპანიებს სერვერებისთვის მეტი სიმძლავრე სჭირდებოდა. Nvidia-მ მომხმარებელთა ქცევის ცვლილება გამოიყენა, თავისი GPU-ები პრემიუმ ფასებში გაყიდა და ზედიზედ სამი წლის განმავლობაში 62%-ზე მაღალი მთლიანი მოგების მარჟა გამოიმუშავა.

Nvidia-ს რთულად მისაბაძმა პროდუქტებმა კომპანიას საშუალება მისცა თითო აქციაზე მოგება (EPS) ბოლო 10 წლის განმავლობაში 32.3%-იანი კომბინირებული წლიური ტემპით გაეზარდა. Nvidia-ს ახლო ვადაში წინააღმდეგობები ემუქრება, რადგან, პანდემიის შემდეგ, ეკონომიკა ხელახლა გაიხსნა და მომხმარებელთა ქცევა სწრაფად შეიცვალა. გარდა ამისა, Nvidia-ს ჩიპების გაყიდვები მჭიდრო კავშირშია კრიპტოვალუტების ფასებთან. ამ ორმა ფაქტორმა შეიძლება მომდევნო რამდენიმე კვარტალში კომპანიის გაყიდვები და მოგება შეანელოს, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ სად შეიძლება Nvidia 5 წელიწადში აღმოჩნდეს, ინვესტორებმა შეიძლება კომპანიის აქციების შემცირებული ფასებით შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობა გამოიყენონ და გრძელვადიანი სარგებელი მიიღონ.

Intel

Intel-ს ჰქონდა პრობლემები სუსტი მოთხოვნისა და მარჟების, ასევე, AMD-სთან კონკურენციის გამო მის ძირითად ცენტრალური დამუშავების განყოფილებაში და სერვერის პროდუქტების კატეგორიებში. კომპანიის მეორე კვარტლის შედეგები საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო – არა-GAAP (მოგება, რომელიც არ არის გამოთვლილი GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით) შემოსავალი 17%-ით შემცირდა $15.3 მილიარდამდე, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა 79%-ით დაიკლო. იმავდროულად, კომპანიის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი სულ რაღაც 13.5-ს შეადგენს.

გარდა ამისა, Intel დივიდენდებს იხდის და ამჟამინდელი ანაზღაურება 4.7%-ს შეადგენს. უნდა შეწყვიტოს თუ არა კომპანიამ დივიდენდების გადახდა და ყურადღება რესურსების ზრდის ინიციატივებზე გაამახვილოს – ეს არის საკითხი, რომლის შესახებაც ინვესტორებს, როგორც ჩანს, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ კომპანიის უნარი, მხარი დაუჭიროს ანაზღაურებას გაუმჯობესდა დაფინანსების ვარიანტების წყალობით, რომლებიც ახლახან მიღებული CHIPS და Science Act-დან მომდინარეობს. აქციის მაღალმა შემოსავლიანობამ შეიძლება უახლოეს პერსპექტივაში ინვესტორები გარკვეული ბუფერით უზრუნველყოს იმ შემთხვევისთვის, თუ საფონდო ბირჟაზე ცვალებადობა გაგრძელდება.

Intel

Intel ემზადება გააუმჯობესოს თავისი კონკურენტული პოზიციები ძირითად კატეგორიებში და მისი ნაბიჯი, უზრუნველყოს ადრეული წვდომა ASML Holding-ის შემდეგი თაობის ნახევარგამტარების წარმოების მანქანებზე, შეიძლება მიუთითებდეს, რომ კომპანიას აქვს ჩიპების რამდენიმე პერსპექტიული დიზაინი, რომელიც მას შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მდგომარეობის შემობრუნებაში დაეხმარება.

Intel-ის პროდუქტები, Nvidia-სთან შედარებით, უფრო სუსტად გამოიყურება და მისი ბიზნესის ბოლოდროინდელი შენელება უფრო დრამატულია, მაგრამ Nvidia-ს ფორვარდული P/E დაახლოებით 41-ს შეადგენს, ხოლო ფორვარდული P/S (ფასი/გაყიდვები) – 12.6-ს მასიური გაყიდვების შემდეგაც კი. Intel-ის უფრო კონსერვატიულმა შეფასებამ და აღდგენის პოტენციალმა შეიძლება ეს კომპანია უკეთეს საინვესტიციო შესაძლებლობად აქციოს.

რომელი უკეთესი არჩევანია?

Nvidia-ს ძლიერი მხარეები მაღალი ხარისხის GPU-ებსა და ჩიპებში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მონაცემთა ცენტრებისთვის, ხელოვნური ინტელექტისთვის და სხვა აპლიკაციებისთვის, დაეხმარა კომპანიას სწრაფად განვითარებულიყო და ბოლო წლებში მან უმაღლესი მარჟა გამოიმუშავა. Nvidia-ს პოზიცია, Intel-თან შედარებით, ნახევარგამტარების ინდუსტრიაში უფრო ძლიერია და ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, Nvidia, ალბათ, უკეთესი აქციაა.

მაგრამ, თუ ის ფაქტი გაწუხებთ, რომ Nasdaq-ის bear market შეიძლება გარკვეული დროით გაგრძელდეს და Nvidia არსებული დონიდან კიდევ უფრო დაეცეს, Intel შეიძლება უკეთესი შესაძლებლობა იყოს. ინვესტორებისთვის, რომლებიც კონსერვატიულ ინვესტიციებზე არიან ორიენტირებულნი, Intel უკეთესი შესაძლებლობაა. ეს არის შემთხვევა, როდესაც არჩევანი რისკისადმი თქვენს ტოლერანტობაზე, კომპანიის შეფასებასა და ზრდის პერსპექტივებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს.

წინა

სად იქნება Nvidia 5 წელიწადში?

შემდეგი

2 მზარდი პოტენციალის აქცია, რომელსაც $100-ზე ნაკლებად შეიძენთ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
2 მზარდი პოტენციალის აქცია, რომელსაც $100-ზე ნაკლებად შეიძენთ

2 მზარდი პოტენციალის აქცია, რომელსაც $100-ზე ნაკლებად შეიძენთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved