ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ჩინეთში ჩამოსასხმელი წყლის მეფის, ჟონგ შანშანის აქციები 5 მილიარდი დოლარით დაეცა, ხოლო Zhong’s Nongfu Spring Co.-ის 9,9%-ით, რაც ყველაზე მეტია მას შემდეგ, რაც 18 თვის წინ კომპანია საჯარო ასპარეზზე გამოვიდა. მიუხედავად ამ დაცემისა, ის რჩება ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად 60,3 მილიარდი დოლარის ქონებით.
Tencent-მაც, საერთაშორისო კომპანიამ ჩინეთში, ვარდნა განიცადა – 2011 წლის მერე ეს მისი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას რეკორდული ჯარიმა ემუქრება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის. პონი მა, ოდესღაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ახლა მესამეა 35,2 მილიარდი დოლარის ქონებით.
ჩინეთის აქციების კლება დაჩქარდა ორშაბათს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა პეკინს სთხოვა დახმარება უკრაინასთან ომში, რამაც გამოიწვია შეშფოთება პოტენციური სანქციების გამო. Hang Seng China Enterprises Index-ის აქციები 2008 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალია.
ამ კვირის მონაცემებით, 76 ჩინელმა მილიარდერმა დაკარგა 228 მილიარდი დოლარი, რაც მათი ერთობლივი ქონების მეხუთედს შეადგენს.
ჯეკ მა, რომელიც ჩინეთში ყველაზე მდიდარი იყო მანამ, სანამ პონი მა მას გადააჭარბებდა, ახლა მე-4 ადგილზეა 34 მილიარდი დოლარის ქონებით. კერძო შპს ByteDance კი მეორე ადგილზეა ქვეყანაში.
პარასკევს, Didi Global Inc.-ის აქციები რეკორდულად დაეცა 44%-ით, რადგან სამგზავრო სფეროს გიგანტმა შეაჩერა მზადება ჰონგ კონგის საწყისი საჯარო შეთავაზებისთვის. მისმა დამფუძნებელმა ჩენგ ვეიმ დაკარგა მილიარდერის სტატუსი.
წყარო: finance yahoo