• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Apple-მა ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერები წარადგინა

ოქტომბერი 31, 2023
in სიახლეები
Apple-მა ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერები წარადგინა
გაზიარება

გუშინ Apple-მა გამოიყენა თავისი Scary Fast ღონისძიება, რათა დაეანონსებინა კომპიუტერების განახლებული ხაზი, რომელიც კომპანიის შემდეგი თაობის M3 ჩიპებით არის აღჭურვილი. გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.

ღონისძიებას უძღვებოდა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი — ტიმ კუკი, რომელიც პირდაპირ ეთერში კუპერტინოში, კალიფორნიაში მდებარე შტაბ-ბინიდან ჩაერთო. ახალი M3 ჩიპების დაანონსების შემდეგ, კუკს შეუერთდა მთავარი საოპერაციო ოფიცერი — ჯეფ უილიამსი, რომელმაც, M3-ზე მომუშავე Mac Mini-სთან ერთად, ახალი MacBook Air წარადგინა და მას უწოდა „ყველაზე სწრაფი არა-Pro ლეპტოპი, რომელიც Apple-ს ოდესმე გამოუშვია“. ტიმ კუკმა დააანონსა ახალი 28 დიუმიანი iMac-ისა და MacBook Pro-ის გამოშვება, რომლებიც უფრო მაღალი ხარისხის M3 Pro ან M3 Max ჩიპებით არის ხელმისაწვდომი.

ახალი მოდელების ფასები მერყეობს $649-დან ახალი Mac mini-სთვის, $1599-მდე 14″ და 16″ MacBook Pro-ებისთვის, რომლებიც ბაზარზე ერთი თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. Apple-ის შემდეგი თაობის GPU-ების მეხსიერება 24-128 GB-ის (გიგაბაიტი) დიაპაზონში მერყეობს. Apple-მა საკუთარი შიდა M1 ნახევარგამტარული ჩიპი პირველად 2020 წელს გამოუშვა, რითაც დაასრულა ხანგრძლივი პარტნიორობა ჩიპების მწარმოებელ Intel-თან.

Apple New MacBook

ახალი Mac ხაზის გამოშვება ხდება Apple-ის ახალი iPhone 15-ის გაყიდვაში ჩაშვებიდან ერთი თვის შემდეგ. ამ კვირაში Bloomberg-მა წარმოადგინა მონაცემთა ანალიტიკისა და რეკომენდაციების გლობალური ლიდერის — GfK-ის მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ კომპანიის გაყიდვები ჩინეთში, Apple-ის საკვანძო საერთაშორისო ბაზარზე, იმედგამაცრუებელია შიდა კონკურენტის — Huawei-ს აღორძინების გამო.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში Wall Street Journal-ის (WSJ) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, ცენტრალურ სამთავრობო უწყებებში მომუშავე ოფიციალურმა პირებმა არ უნდა გამოიყენონ iPhone-ები (ან სხვა უცხოური ბრენდის მოწყობილობები) სამუშაოდ და ისინი ოფისშიც კი არ უნდა მიიტანონ. შემდეგ კი Bloomberg-მა განაცხადა, რომ ეს აკრძალვები გავრცელდა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ფირმებზეც, მათ შორის ენერგეტიკულ გიგანტზე — PetroChina-ზე, რომელიც მილიონობით თანამშრომელს აერთიანებს და ჩინეთის ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

WSJ-ის ვარაუდით, შესაძლოა, მთავრობა მიზნად ისახავს, უცხოურ კომპანიებს ჩინეთიდან „სენსიტიური ინფორმაციის“ მოპოვების შესაძლებლობები შეუზღუდოს. მიზანი ასევე შეიძლება იყოს ადგილობრივი მწარმოებლების მოწყობილობების გამოყენების ხელშეწყობა.

Apple კვარტალურ ანგარიშს მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წარადგენს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ ტექნოლოგიური გიგანტის კვარტალური შემოსავალი $89.37 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) — $1.39-ს.

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $170.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $203.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს რისკის გადაცემა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს რისკის გადაცემა?

რას ნიშნავს რისკის გადაცემა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved