• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დღეს AMD უახლეს AI ჩიპს წარადგენს

დეკემბერი 6, 2023
in სიახლეები
დღეს AMD უახლეს AI ჩიპს წარადგენს
გაზიარება

დღეს Advanced Micro Devices-ის (AMD) მენეჯმენტი აპირებს, წარადგინოს თავისი უახლესი ჩიპი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების გასაძლიერებლად არის შექმნილი. ეს ნაბიჯი ჩიპების მწარმოებელს დაეხმარება, AI ბუმის პირობებში კონკურენცია გაუწიოს Nvidia-ს.

კომპანიამ დღეს, AMD “Advancing AI” ღონისძიებაზე უნდა წარადგინოს Instinct MI300, მონაცემთა ცენტრის გრაფიკული დამუშავების ერთეულის (GPU) აქსელერატორი. AMD-ის წარმომადგენლების თქმით, ახალი AI ჩიპის დაანონსებასთან ერთად, ისინი ისაუბრებენ AI მიმართულებით კომპანიის მზარდი იმპულსის შესახებ.

AMD-ს მენეჯმენტმა ადრე განაცხადა, რომ, მათი მოლოდინით, 2024 წელს MI300-ის გაყიდვები კომპანიას $2 მილიარდს მოუტანს.

Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ღონისძიებაზე AMD-ს წარმომადგენლებს შეუძლიათ, კომპანიის ახალი MI300 ჩიპის შესაძლებლობები Nvidia-ს H100-ს შეადარონ.

საინვესტიციო ბანკის — Jefferies-ის ანალიტიკოსების ანალიზის მიხედვით, Nvidia, AMD-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, ბაზარზე შესანიშნავი პოზიციონირებით გამოირჩევა და AI ბუმის გამო მისი საბაზრო წილი 80%-მდე გაიზარდა.

AMD Stock

Nvidia-მ გასულ თვეში წარადგინა თავისი უახლესი გრაფიკული დამუშავების ერთეული — H200, რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების გასაძლიერებლად არის შექმნილი. თუმცა ნოემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევარგამტარების მწარმოებელი აჭიანურებს ჩინეთისთვის ახალი ხელოვნური ინტელექტის (AI) იმ ჩიპის გამოშვებას, რომელიც აშშ-ის ექსპორტის უახლეს შეზღუდვებს შეესაბამება. შეფერხება სერვერის შემქმნელის ინტეგრაციის საკითხებთან არის დაკავშირებული.

Wedbush-ში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, AMD-ის ღონისძიებაში ჩართული იყოს Microsoft, რადგან ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ კომპანია თავის ქლაუდ გამოთვლით სეგმენტს — Azure-ს AMD-ის ახალ ჩიპს Azure-ს დაამატებს.

Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ AMD-ს შეუძლია ისარგებლოს მომავალი ზრდით, რომელიც მისი ამჟამინდელი AI ინვესტიციებით იქნება განპირობებული.

Jefferies-ის ანალიტიკოსებმა კი აღნიშნეს, რომ MI300 ჩიპის გამოშვებით, AMD ხდება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა Nvidia-სთან ერთად.

Nvidia Stock

მიმდინარე წლის განმავლობაში AMD-ის აქციების ფასი დაახლოებით 85%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო Nvidia-სი — 225%-ზე მეტით.

AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $118.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $466.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $661.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 42%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 31-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

გუშინ CVS Health-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ CVS Health-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა

გუშინ CVS Health-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved