• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Alphabet-ის Google Cloud და Snap სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებენ

სექტემბერი 25, 2024
in სიახლეები
Alphabet-ის Google Cloud და Snap სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებენ
გაზიარება

ხელოვნური ინტელექტი (AI) კვლავაც რჩება მრავალი ინვესტორისთვის საინტერესო ტექნოლოგიად, რომლებიც იმედოვნებენ, რომ AI-ის ათვისება მათ პორტფელებში არსებულ კომპანიებს სარგებელს მოუტანს. სწორედ ამ შემთხვევასთან გვქონდა გუშინ საქმე, როდესაც Snap-ის (SNAP) აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, ეს აღმასვლა ბევრად აღემატებოდა S&P 500 ინდექსის გუშინდელ წარმადობას — 0.25%-ს.

წლის დასაწყისიდან კი სოციალური მედიის კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 34%-ით არის შემცირებული.

გრძელვადიანი პარტნიორობა და AI

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Alphabet-ის (GOOG) (GOOGL) Google Cloud-ის განყოფილების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Snap-თან გააფართოვეს არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რათა ამ უკანასკნელის „My AI“ ჩეთბოტისთვის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები უზრუნველყონ.

გაფართოებული გარიგების პირობების თანახმად, სოციალური მედიის ფუნდამენტური პროდუქტი — Snapchat, „My AI“-ის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, გამოიყენებს Google-ის უახლესი Gemini AI ჩეთბოტის ტექნოლოგიას.

Google Cloud-ში განაცხადეს, რომ Snap განსაკუთრებით ისარგებლებს „ტექნოლოგიის უნარით, გააანალიზოს და დაამუშაოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა ტექსტი, აუდიო, სურათი, ვიდეო და კოდი. შედეგად, კომპანია Snapchat საზოგადოებას უფრო მიმზიდველ და ინოვაციურ ფუნქციებს შესთავაზებს“.

Snap-ს და Alphabet-ს პარტნიორობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ Snapchat 2011 წელს სწორედ Google Cloud-ის საშუალებით ამოქმედდა.

ინოვაცია მომხმარებლის ჩართულობის გასაძლიერებლად

Google Cloud-ის წარმომადგენლებს გაფართოებული თანამშრომლობის ფინანსური პირობები არ გაუმჟღავნებია. ისინი ციტირებენ Snap-ის აღმასრულებელ დირექტორს, ევან შპიგელს, რომელმაც განაცხადა, რომ Gemini-ის წყალობით Snapchat-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, გაიგონ ბევრად მეტი სამყაროს შესახებ, გააკეთონ ეს ძალიან სწრაფად და საკუთარი გამოცდილება მეგობრებს მარტივად გაუზიარონ.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Snap-ის აქციებს?

Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 66.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Snap-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Visa-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

შემდეგი

რას ნიშნავს დივერსიფიცირებული კომპანია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს დივერსიფიცირებული კომპანია?

რას ნიშნავს დივერსიფიცირებული კომპანია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved