Alphabet-მა გასული კვირა პოზიტიურ ნოტაზე დაიწყო. სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Apple-თან, რათა iPhone-ში ხელოვნური ინტელექტის მქონე გარკვეულ ფუნქციებს მხარდაჭერა Google-ის Gemini-მ გაუწიოს. Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია რომ, შესაძლოა, Alphabet-მა თავისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების iPhone-ში ინტეგრირებასაც მიაღწიოს.
პარასკევს, საინვესტიციო ბანკმა — Wedbush-მა Alphabet-ის აქციების სამიზნე ფასი $160-დან $175-მდე გაზარდა. გარდა ამისა, ბანკის ანალიტიკოსებმა კომპანიის აქციები თავიანთი „საუკეთესო იდეების სიაში“ შეიყვანეს. ამ სიაში გაერთიანებულია აქციები, რომლებიც, Wedbush-ის ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ინვესტორებს ყველაზე მაღალი სარგებლით უზრუნველყოფს.
რა თქვეს Wedbush-ის ანალიტიკოსებმა Google-ის შესახებ?
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაიწყო გასული კვირა Alphabet-ისთვის, გასაკვირი არ არის, რომ Wedbush-ის გადაწყვეტილების მიზეზი ხელოვნური ინტელექტია. „Alphabet-ს გააჩნია მონაცემთა შეუდარებელი მოცულობა ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემუშავებისა და ტრენინგისთვის, ტექსტის, სურათებისა და ვიდეოების მიხედვით. კომპანია ფლობს მომხმარებელთა მასიურ ბაზას, რომელიც მოიცავს Google Search-ს, YouTube-ს, Android-ს და Google-ის სხვა აპლიკაციებს“ — ამბობენ Wedbush-ის ანალიტიკოსები. საინვესტიციო ბანკში მიაჩნიათ, რომ ამ უპირატესობების გათვალისწინების შემთხვევაში, ინვესტორების წუხილი AI „რბოლაში“ Google-ის დაგვიანების შესახებ, გადაჭარბებულია.
მარტივად რომ ვთქვათ, Wedbush-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Alphabet იპოვის გზას, ChatGPT-ს და სხვა კონკურენტებს დაეწიოს. ამ არგუმენტს Apple-თან დაკავშირებული პოტენციური პარტნიორობის სიახლეც ამყარებს.
Alphabet AI-ის მიღმა
გარდა ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაკეთებული პოზიტიური კომენტარებისა, Wedbush-ის ანალიტიკოსებმა ინვესტორებს შეახსენეს, რომ Alphabet განაგრძობს დომინირებას თავის ძირითად ბიზნესში — ციფრულ რეკლამირებაში. მონაცემები ადასტურებს, რომ აშშ-ში Alphabet-ის Google ამ ბაზარზე პირველ ადგილს ინარჩუნებს 24.6%-იანი წილით. მობილური ინტერნეტის საძიებო აქტივობაში კი, რომელიც Google-ის სარეკლამო ბაზარს უჭერს მხარს, კომპანიის საბაზრო წილი 95%-ს აღწევს.
შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ Alphabet-ისთვის AI პერსპექტივა არ გამართლდება, ტექნოლოგიურ გიგანტს ჯერ კიდევ გააჩნია ჯანსაღი ძირითადი ბიზნესი, რომელშიც ინვესტორები ღირებულებას ხედავენ.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $151.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $165.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $144.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.