• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Alphabet-ის აქციების დაყოფა ძალაში დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ შევა

ივლისი 15, 2022
in სიახლეები
Alphabet-ის აქციების დაყოფა ძალაში დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ შევა
გაზიარება

დღეს Alphabet-ის აქციები 1/20-თან შეფარდებით დაიყოფა. თუ ამ კომპანიის აქციების გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას აპირებთ, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს აქციებს დაყოფამდე შეიძენთ, თუ მის შემდეგ, რადგან ეს პროცესი აქციების რეალურ ღირებულებას არ ცვლის.

რამდენად შენელდება ციფრული რეკლამირების სამყარო?

Alphabet-ის ციფრული სარეკლამო ბიზნესი, მათ შორის Search, Youtube და Ad Networks გასულ კვარტალში 22.3%-ით გაიზარდა. მაგრამ საკითხი ის კი არ არის, შენელდება თუ არა მოვლენები, არამედ რამდენად დიდი იქნება ეს შენელება.

ინვესტორები, როგორც ჩანს, ივნისში მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად შენელებისთვის ემზადებიან. შეშფოთებას დაემატა ის ფაქტი, რომ სოციალური მედიის კომპანიამ მაისში წინასწარ გამოაცხადა, რომ ერთი თით ადრე მოცემულ მითითებებთან შედარებით შემოსავლების პერსპექტივა გაუარესდა. ეს ყველაფერი მიუთითებს რეკლამის ბაზრის შენელებაზე, რაც Google-ის ძირითად ბიზნესს წარმოადგენს.

სარეკლამო სააგენტო – MAGNA ვარაუდობს, რომ საძიებო რეკლამები გლობალურად 18%-ით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საქონლისა და ელექტრონული კომერციის რეკლამა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შენელდეს, MAGNA-ს მაინც სჯერა, რომ მოგზაურობა და გართობა ამ წელს მაღალ სარეკლამო შემოსავალს მოიტანს, რადგან მსოფლიო კოვიდ-19-ით გამოწვეული მდგომარეობიდან გამოდის.

თუ სარეკლამო შემოსავლების ზრდა კიდევ უფრო შენელდება, Alphabet-ს ხარჯების შემცირება ფიქრი მოუწევს. სხვადასხვა კომპანიებმა უკვე დააანონსეს დასაქმების შენელება და კადრების შემცირება, მაგრამ Alphabet ამ ბანაკს ჯერჯერობით არ შეერთებია.

როდის გახდება ქლაუდ სეგმენტის ზრდა მომგებიანი?

გასულ კვარტალში Alphabet-ის ქლაუდ სეგმენტი 43.8%-ით გაიზარდა, ამიტომ ინვესტორებმა უნდა აკონტროლონ შესამჩნევად შენელდება თუ არა ეს მიმართულება. ქლაუდ სეგმენტის ზრდის ტემპი, შეიძლება, შენელდეს და დაჩქარდეს რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორის გამო, მაგრამ ნებისმიერ დიდ შენელებას მენეჯმენტისგან სათანადო ახსნა უნდა მოჰყვეს.

სხვა ძირითადი ქლაუდ პლატფორმებისგან განსხვავებით, Google Cloud Platform კვლავ კარგავს ფულს – გასულ კვარტალში საოპერაციო ზარალმა $931 მილიონი შეადგინა. თუმცა ეს დანაკარგები ყოველ კვარტალში მცირდება.

როგორც ჩანს, ინვესტორები დიდად არ აფასებენ Alphabet-ს ქლაუდ სეგმენტისთვის. თუმცა, თუ კომპანია შეძლებს მათთვის რენტაბელობისკენ გზის ჩვენებას და მომგებიანობის მიღწევის დროის ჩარჩოს, ეს, შესაძლოა, ინვესტორებისთვის პოზიტიური კატალიზატორი იყოს.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა: ეს ნამდვილად მოხდება?

კონგრესში ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი განიხილება. კანონპროექტის მთავარი მიზანი იქნება ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ საკუთარი პროდუქტებისადმი უპირატესობის მინიჭების თავიდან აცილება. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად ამოქმედდება ეს კანონი.

დიდი სურათი

Alphabet გრძელვადიან პერსპექტივაში მიმზიდველად გამოიყურება. საძიებო სისტემაში მის თითქმის მონოპოლიას ზრდის წლები ჯერ კიდევ წინ აქვს და უმეტესობას სჯერა, რომ ქლაუდ გამოთვლებზე გადასვლის ჯერ კიდევ ნაადრევ ეტაპზე ვიმყოფებით. Alphabet-ის მზაობა, ინვესტიცია განახორციელოს უახლეს ტექნოლოგიებში, შესაძლოა, კომპანიისთვის მნიშვნელოვნად მომგებიანი აღმოჩნდეს.

წინა

რატომ იქცა Gap ინვესტორების წრეში აქტუალურ სასაუბრო თემად?

შემდეგი

რისი გაგება შეგიძლიათ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის ვებგვერდის საშუალებით?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რისი გაგება შეგიძლიათ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის ვებგვერდის საშუალებით?

რისი გაგება შეგიძლიათ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის ვებგვერდის საშუალებით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved