• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Airbnb-ის აქციები: Bull Vs. Bear

ივნისი 15, 2022
in სიახლეები
Airbnb-ის აქციები: Bull Vs. Bear
გაზიარება

2022 წელი მზარდი პოტენციალის აქციებისთვის რთულად დაიწყო, რადგან ბაზრის არასტაბილურობის პირობებში ინვესტორების ინტერესმა უფრო სტაბილური, ნელა მზარდი აქციებისკენ გადაინაცვლა.

Airbnb არის კომპანია, რომლის აქციების ფასი ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებლებიდან 47%-ით შემცირდა. ეს შესანიშნავი ყიდვის შესაძლებლობაა, თუ ღირებულების მახე? დღეს სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ და გავარკვევთ, რამდენად ღირს რისკი პოტენციურ ჯილდოდ.

Bull შემთხვევა: უწყვეტი ინოვაციების შედეგი

Airbnb ცნობილია 6 მილიონზე მეტი აქტიური განცხადებით, ტრადიციული ბინებით დაწყებული, უნიკალური ხის სახლებით დამთავრებული. კომპანიამ თავისი ბრენდის შეთავაზების შეუდარებელი უნიკალურობა შეიმუშავა, რამაც მას საოცარი შედეგი მოუტანა: მხოლოდ პირველი კვარტალში პლატფორმაზე 102 მილიონზე მეტი ღამე და გამოცდილება დაიჯავშნა.

ამ წარმატების წყალობით, Airbnb-მა უფრო დიდ კონკურენტებს აჯობა. Expedia Group-მა პირველ კვარტალში მთლიანი ჯავშნების ღირებულება (GBV) წლიურად 58%-ით გაზარდა, ხოლო Airbnb-მა – 67%-ით. პირველ კვარტალში ამ უკანასკნელის წმინდა ზარალი, ასევე, არსებითად დაბალი იყო და $19 მილიონი შეადგინა, ხოლო, რაც შეეხება Expedia-ს, მისმა წმინდა ზარალმა $122 მილიონს მიაღწია.

Arbnb-ის მთავარი საზრუნავი მისი არათანმიმდევრული ხარისხია. ბევრი მომხმარებელი ვერ იღებს იმ გამოცდილებას, რომელსაც ჯავშნის და Airbnb ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ბევრს მუშაობს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დააანონსა AirCover – სრული დაზღვევა მოგზაურებისთვის. ეს დამსვენებლებს მასპინძლის მიერ შეთანხმების გაუქმებისგან და აღწერითი ინფორმაციის უზუსტობებისგან იცავს და უბრუნებს მას თანხას, თუ აღწერა ადეკვატური არ არის. Airbnb-ის ამ ნაბიჯმა უნდა აღმოფხვრას ხარისხის ცვალებადობა და დამსვენებლებს მისცეს იმის საშუალება, რომ მიიღონ ის, რაშიც ფული გადაიხადეს.

გასული 12 თვის თითქმის $2.9 მილიარდის ტოლი თავისუფალი ფულადი ნაკადით, კომპანიას აქვს საკმარისი ნაღდი ფული, რათა თავისი პლატფორმა და რეპუტაცია გააუმჯობესოს. გარდა ამისა, Airbnb-ს სტუმარმასპინძლობის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდი აქვს და, შედეგად, ბაზრის წილს სწრაფად იძენს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სრულყოფილი არ არის, Airbnb, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული იყოს.

Bear შემთხვევა: Airbnb-ს გამოყენება შოკოლადის ყუთს ჰგავს

როგორ უკვე აღვნიშნეთ, Airbnb-ის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ პლატფორმაზე დაჯავშნილი მომსახურების ხარისხი არათანმიმდევრულია. კომპანია თავად არ ფლობს პლატფორმაზე განთავსებულ უძრავ ქონებას და ამიტომ, სტუმრების მიერ მიღებული გამოცდილება მასპინძლების მიხედვით განსხვავდება.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასპინძელთა ფართო ბაზა გააჩნია, უარყოფითი სცენარები გარდაუვალია. ეს განასხვავებს Airbnb-ს, მაგალითად, სასტუმროებისგან, რომლის შემთხვევაშიც მოგზაურები მომსახურების თანმიმდევრულ დონეს არიან მიჩვეულნი.

რა თქმა უნდა, Airbnb-ის მიმზიდველობის ნაწილი კომპანიის მიერ შემოთავაზებული უნიკალური გამოცდილებაა. სწორედ ამან გამოიწვია Airbnb-ს შემოსავლის $2.5 მილიარდიდან (2017წ) $6 მილიარდამდე (2021წ) ზრდა. მაგრამ „უნიკალური“ , შესაძლოა, როგორც მოსალოდნელზე უკეთეს, ასევე უარეს გამოცდილებას ნიშნავდეს. გაურკვეველია, თუ რამდენად ტოლერანტული იქნება მომხმარებელი გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პრობლემის მიმართ.

ვერდიქტი

Airbnb-ს წარსულშიც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ კომპანია მუდამ ბევრს მუშაობს იმ სირთულეების მოსაგვარებლად, რომლებიც მომხმარებელს შეექმნა. Airbnb-ს საკუთარ ბიზნესში რეინვესტირება მოუწევს, რათა პლატფორმის ხარვეზები გამოასწოროს. ამან შეიძლება კომპანიის წარმატება გააძლიეროს, რის გამოც ინვესტორები აქციების მიმართ ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილნი.

25-ის ტოლი P/FCF (ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები) თანაფარდობის მიხედვით, აქციები გონივრულად არის შეფასებული. თუ კომპანია ერთიანი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას გააგრძელებს, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ Airbnb, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ხელსაყრელი არჩევანია.

წინა

2 ტოპ ამერიკული აქცია, რომელსაც ივნისში უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

როდის აღდგება საფონდო ბირჟა? 3 რამ, რაც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როდის აღდგება საფონდო ბირჟა? 3 რამ, რაც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

როდის აღდგება საფონდო ბირჟა? 3 რამ, რაც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved