• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Meta Platforms-ის აქციების შეძენის 2 დიდი მიზეზი: AI და მეტავერსი

მაისი 5, 2022
in სიახლეები
Meta Platforms-ის აქციების შეძენის 2 დიდი მიზეზი: AI და მეტავერსი
გაზიარება

Meta Platforms-სთვის ბოლო 6 თვე მშფოთვარე იყო. ტექნოლოგიურ სექტორში მიმდინარე მასიური გაყიდვების ფონზე, Facebook-ის მშობელი კომპანიის აქციების ფასი, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებლებიდან, 47%-ით შემცირდა.

ამის საპასუხოდ, აღმასრულებელმა დირექტორმა – მარკ ცუკერბერგმა, 2022 წლის პირველი კვარტლის საკონფერენციო შეხვედრაზე, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი ინიციატივების სერიას და და ინვესტორებს შეახსენა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია მომხმარებლების მიერ ციფრულ სამყაროში ჩართვის გზებს ერგება.

ახალი, მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, სოციალური მედიის გიგანტისთვის მომავალი შეიძლება იყოს უფრო ნათელი, ვიდრე ოდესმე. აი რატომ.

Metaverse

მეტი (ხელოვნურად) ინტელექტუალური გამოცდილება

Meta Platforms-ს ფორმის შეცვლის ისტორია აქვს. Facebook-მა არსებობა დაიწყო როგორც სოციალურმა ქსელმა, რომელიც ადამიანებს თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აკავშირებდა. შემდეგ, როდესაც ფოტოები ძალიან პოპულარული გაზიარების საშუალება გახდა, კომპანიამ Instagram შეიძინა. ამა მოჰყვა ვიდეო, როდესაც Snap-მა, თავისი Snapchat Stories კონცეფციით წარმატება მოიპოვა. Meta Platfroms-მა მსგავსი ფუნქციები Facebook-სა და Instagram-ში ჩააშენა.

თუმცა კომპანიისთვის არცერთი კონკურენტი არ ყოფილა ისეთი მუქარა, როგორიც არის ჩინეთში დაფუძნებული ByteDance, რომელიც TikTok-ს ფლობს. ეს არის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია, რომელმაც 2020 წლის განმავლობაში ერთ კვარტალში 315 მილიონი ჩამოტვირთვა დააფიქსირა. TikTok-მა ახალგაზრდა აუდიტორია მოხიბლა და მისი მომხმარებლების ბაზის 50% 10-29 წლის ადამიანებს შეადგენს, რომლებიც პლატფორმაზე დღეში საშუალოდ 52 წუთს ატარებენ.

Meta-მ საკუთარი მოკლე ფორმის ვიდეო არხი Facebook-სა და Instagram-ში დაამატა, სახელწოდებით – Reels. მოკლე ფორმის ვიდეო არის საშუალება, რომელსაც TikTok და Reels კონტენტის გადასაცემად იყენებენ, მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც მთელ გამოცდილებას კურირებს.

იმის მიხედვით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებლები გარკვეულ ვიდეოებთან, მათ შორის რამდენ დროს უთმობენ მათ ყურებას, იწონებენ და კომენტარებს აკეთებენ, ხელოვნური ინტელექტი მუშაობს კულისებში, რათა მომხმარებლებს მეტ-ნაკლებად მსგავსი სტილის კონტენტი აჩვენოს. Meta-ს მონაცემებით, Reels შეადგენს იმ დროის 20%-ს, რომელსაც მომხმარებლები Intsagram-ზე ატარებენ, ამიტომ ის სწრაფად იზრდება და ცუკერბერგი ამბობს, რომ კომპანია, გამოცდილების გასაუმჯობესებლად, თავის AI მოდელებში დიდ ინვესტიციას დებს.

მთელი ყურადღება მეტავერსისკენ არის მიმართული

Reels-ის გაუმჯობესება მოკლე და საშუალოვადიანი პროექტია, მაგრამ მეტავერსს შეუძლია შემდეგი ათწლეული და უფრო დიდი პერიოდი დაიპყროს. ეს არის ვირტუალური სამყაროს კრებული, სადაც ადამიანები არსებობენ, როგორც საკუთარი თავის ავატარები და Meta იბრძვის, რათა ამ უზარმაზარი წამოწყების განვითარებას წინ გაუძღვეს. შეფასებების მიხედვით, 2030 წლის შემდეგ, შეიძლება, მეტავერსი $1.6-$30 ტრილიონის ფინანსური შესაძლებლობა იყოს.

ინვესტორებს Meta-ს მიერ ამ პროექტზე გაწეული უზარმაზარი ხარჯები აშფოთებს. კომპანიის Reality Labs-ის სეგმენტზე, რომელიც მეტავერსთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ამუშავებს, 2021 წელს $10 მილიარდი დაიხარჯა და ამან 2022 წლის პირველ კვარტალში თითქმის $3 მილიარდის მოცულობის ზარალი გამოიწვია. პოტენციური ჯილდოების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებლები არც ისე დიდი ჩანს, მაგრამ ისინი, მოკლევადიან პერიოდში, Meta-ს ფინანსური შედეგების შემცირებას გააგრძელებს.

მაგალითად, Meta-ს შემოსავალი წლიდან წლამდე პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა – $27.9 მილიარდამდე, მაგრამ მოგება 21%-ით – $7.4 მილიარდამდე შემცირდა.

კონფერენციაზე ცუკერბერგმა ისაუბრა მაღალი დონის ვირტუალური რეალობის (VR) ხელსაწყოზე, კოდური სახელწოდებით – Project Cambria, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამ ტექნოლოგიის მიზანია ტრადიციული სამუშაო ადგილი მეტავერსით შეცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად განვითარებაზე დიდი თანხები იხარჯება, მეტავერსის პოტენციალის გათვალისწინებით, Meta Platforms-ის აქციების შეძენა, შეიძლება, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს.

წინა

3 ტოპ ნავთობმწარმოებლის აქცია მაისში შესაძენად

შემდეგი

ილონ მასკის უახლესი საინვესტიციო რჩევა

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
ილონ მასკის უახლესი საინვესტიციო რჩევა

ილონ მასკის უახლესი საინვესტიციო რჩევა

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved