აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატის — დონალდ ტრამპის სოციალური მედიის კომპანიის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა პენსილვანიის შტატში გამართულ მიტინგზე მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ.
დღეს, pre-market1 სავაჭრო სესიაზე Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი 53%-ით გაიზარდა. ეს კომპანიისთვის, მარტის ბოლოს შემდგარი დებიუტის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.
აქციების ფასის მატება მკვეთრად ზრდის ტრამპის დომინანტური წილის ღირებულებას Truth Social-ში. მიმდინარე ფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატის 114.75 მილიონი აქცია კომპანიაში მთლიანობაში დაახლოებით $5.6 მილიარდი ღირს.
Trump Media-ს აქციების ფასმა საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მცირე შემოსავალს გამოიმუშავებს და Truth Social სოციალურ მედიაში პატარა მოთამაშედ რჩება. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ Trump Media არის „Meme აქცია“, რომლის ზრდაც იმპულსით არის განპირობებული, ნაცვლად ბიზნეს საფუძვლებისა.
„Meme“-ს უწოდებენ აქციას, რომელიც საცალო ინვესტორებში პოპულარობას სოციალური მედიის საშუალებით იძენს.
თვეების განმავლობაში Trump Media ინვესტორებისთვის ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებაზე ფსონის გაკეთების საშუალებას წარმოადგენდა, რაც Truth Social-ს საპრეზიდენტო კომუნიკაციების მთავარ პლატფორმად აქცევს.
Tuttle Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მეთიუ ტატლმა დღეს CNN-ს განუცხადა, რომ ტრეიდერების ვარაუდით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ Trump Media-ს აქციები დაემატა Russell 1000 და Russell 3000 ინდექსებს. შესაბამისად, უამრავი საცალო ინვესტორი ახლა ფლობს Trump Media-ს წილებს ერთობლივი საინვესტიციო ფონდებისა და საბირჟო ვაჭრობის ფონდების (ETF) მეშვეობით.
Trump Media & Technology Group-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს საფონდო ბირჟის გახსნამდე.