Wedbush-ის ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, Apple-ის (AAPL) საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 ტრილიონს მიაღწიოს iPhone-ის განახლების ციკლის მოახლოებასთან ერთად, რაც გამოწვეულია ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებით აღჭურვილი iPhone 16-ის გამოშვებით.
Apple-ის მიერ ახლახან დაანონსებულმა iOS 18-მა Apple Intelligence-თან და OpenAI-სთან პარტნიორობასთან ერთად, ასევე მოსალოდნელია, შექმნას მონეტიზაციის ახალი შესაძლებლობები და გაზარდოს კომპანიის აქციების ღირებულება.
iPhone 16-ის განახლების ციკლი მალე დაიწყება
„უოლ სტრიტი ახლა იწყებს ნელ-ნელა იმის აღიარებას, რომ კომპანია, Apple Intelligence-ის საშუალებით, სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის კარიბჭე იქნება“ — განაცხადეს Wedbush-ის ანალიტიკოსებმა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები 2.2 მილიარდ iOS მოწყობილობას და 1.5 მილიარდ iPhone-ს ფლობენ.
Wedbush-ში ვარაუდობენ, რომ სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის ათვისების ტალღა შეიძლება სწორედ iPhone 16-ის საშუალებით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყოს. ასევე აღსანიშნავია, რომ, ანალიტიკოსების შეფასებებით, iPhone-ის 270 მილიონ მომხმარებელს სმარტფონი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ განუახლებია.
აღდგენა ჩინეთში ხელს შეუწყობს განახლების ციკლს
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ iPhone-ის მიწოდების სტაბილიზაცია აზიაში ასევე ძალიან კარგია iPhone 16-ის გაყიდვებისთვის.
ადრე iPhone-ის მწარმოებელთან დაკავშირებით არსებობდა ეჭვები, რომელიც ჩინეთის რეგიონში გაზრდილი კონკურენციით იყო გამოწვეული. თუმცა, ბოლოდროინდელმა მიწოდების მაჩვენებლებმა ეს ეჭვები შეამსუბუქა. აპრილში, iPhone-იების მიწოდება ჩინეთში წლიურად 52%-ით გაუმჯობესდა, რაც Apple-ის საცალო პარტნიორების მიერ დანერგილ დიდ ფასდაკლებებს მოჰყვა.
Wedbush-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ივნისი Apple-ისთვის ჩინეთში ბოლო უარყოფითი ზრდის კვარტალი იქნება და მნიშვნელოვანი შემობრუნება დაიწყება სექტემბერში, როდესაც კომპანია iPhone 16-ს გამოუშვებს.
AI-მ და iOS 18-მა ასევე შეიძლება გაზარდოს აქციების ღირებულება
ივნისში, Apple-ის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტექნოლოგიურმა გიგანტმა წარმოადგინა iOS 18, რომელიც აღჭურვილია Apple Intelligence-ით და AI პარტნიორობით OpenAI-სთან.
Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Chat-GPT-ის მწარმოებელთან პარტნიორობის წყალობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დეველოპერების iOS 18-ზე ფოკუსირების პოტენციალს ქმნის. ეს კი, თავის მხრივ, მომდევნო წლების განმავლობაში განაპირობებს მონეტიზაციის შესაძლებლობებს Apple-ისთვის.
მათ დასძინეს, რომ Apple-ის ეკოსისტემაში AI ტექნოლოგიის დანერგვა კომპანიას მოუტანს მონეტიზაციის შესაძლებლობებს როგორც სერვისების, ისე მოწყობილობების მიმართულებით.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $228.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.