• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 2 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

აპრილი 3, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 2 აპრილს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Rivian, Lucid, PVH და General Electric.

Tesla, Rivian და Lucid

გუშინ ელექტრომობილების (EV) მწარმოებლების — Tesla-სა და Rivian-ის აქციების ფასები, შესაბამისად, 4.9%-ით და 5.23%-ით შემცირდა. ვარდნა გამოწვეული იყო იმით, რომ ორივე კომპანიამ პირველი კვარტლის მიწოდების სუსტი მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ეს იყო უახლესი ნიშანი იმისა, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა კვლავ მცირდება და სექტორის აქციები გადაჭარბებულად არის შეფასებული. Tesla განიხილება, როგორც წამყვანი ძალა EV ბაზარზე და სხვა მსგავსი აქციები მასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ სიახლეებზე რეაგირებს.

გუშინდელი ნეგატიური სიახლის შემდეგ ელექტრომობილების კიდევ ერთი მწარმოებლის — Lucid Group-ის აქციების ფასი შემცირდა, 3.5%-ით.

Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში კომპანიამ 433,371 ელექტრომობილი აწარმოა, ხოლო ბაზარს 386,810 მიაწოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიწოდება, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 8.5%-ით შემცირდა, რაც პირველი წლიური კლებაა 2020 წლის შემდეგ. წარმოებასა და მიწოდებას შორის არსებული განსხვავება ასევე აჩვენებს, რომ Tesla-ს გასულ კვარტალში მარაგების შემცირება გაუჭირდა.

Tesla

მიწოდების კლება არ იყო განსაკუთრებით გასაკვირი, რადგან Tesla-მ რამდენჯერმე შეამცირა ფასები გასული წლის განმავლობაში, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა ხაზი გაუსვა ბოლო თვეებში მანქანების გაყიდვებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების ნეგატიურ გავლენას. იანვარში გამოქვეყნებულ მეოთხე კვარტლის ანგარიშში მენეჯმენტმა მიმდინარე წლისთვის წარმოების ბუნდოვანი მითითებები წარადგინა, რაც ზრდის მნიშვნელოვან შენელებაზე მიუთითებდა.

კვარტლის ბოლოს Tesla-მ დააანონსა ფასების ორი ცალკეული მატება თავის Model Y-ზე, რომელიც 2023 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.

ჯერ კომპანიის მენეჯმენტმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ში, პირველი აპრილისთვის, $1,000-ით გაზრდის ფასს Model Y ავტომობილზე. შემდეგ, შაბათს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თავის კროსოვერზე ფასს 2,000 ევროთი გაზრდის.

გარდა ამისა, Tesla-მ 1 მარტს აშშ-ში $1,000-ით გაზარდა ფასი Model Y-ის უკანა ამძრავიან და შორი დისტანციის დაფარვის ვერსიაზე.

აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა ეს ნაბიჯი სეზონურობას მიაწერა. მან თქვა, რომ მომხმარებელთა მოთხოვნა სეზონურია, თუმცა წარმოება უნდა იყოს სტაბილური მთელი წლის განმავლობაში. შეერთებულ შტატებში გაზაფხულზე ავტომობილების შეძენების რიცხვი იზრდება, რადგან ამერიკელები საგადასახადო კომპენსაციებს იღებენ.

Rivian

ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, გადაწყვეტილება შეიძლება უფრო მეტად მიმართული იყოს იმაზე, რომ პირველი კვარტლის გაყიდვები გაიზარდოს, რადგან უფრო მაღალ ფასებს შეუძლია, მოყოყმანე მყიდველებს შესყიდვის გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს.

გარდა ამისა, პირველ კვარტალში Tesla-ს წარმოების გამოწვევები შეექმნა, მათ შორის ნაწილების დეფიციტი წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო. ამასთან, გერმანიის ქარხანაში ხანძრის გაჩენამ ენერგიის დაკარგვა გამოიწვია.

Rivian-ის პირველი კვარტლის მიწოდების მაჩვენებლებიც სუსტი იყო. EV სტარტაპი ზოგადად Tesla-ს უახლოეს კონკურენტად განიხილება და გასულ მეოთხედში მისმა წარმოებამ 13,980 შეადგინა, ხოლო მიწოდებამ — 13,588. მენეჯმენტმა ასევე დაადასტურა წარმოების მითითებები მიმდინარე წლისთვის — 57,000 ავტომობილი.

დაბოლოს, Lucid-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია პირველი კვარტლის მიწოდების მაჩვენებლები, მაგრამ აქ დასახელებულ EV კომპანიებს შორის ის ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია. გასულ წელს Lucid-მა მხოლოდ 8,428 ელექტრომობილი გამოუშვა, ხოლო ბაზარს 6,001 მიაწოდა.

Lucid Group

ასევე აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში Lucid-მა გასულ წელს $3 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ზარალი დააფიქსირა. გასულ კვირას კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, რადგან მენეჯმენტმა საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდიდან $1-მილიარდიანი ინვესტიციის მიღება დააანონსა. თუმცა, Tesla-სა და Rivian-ის შედეგებზე დაყრდნობით, ინვესტორები მოელიან, რომ Lucid-ის პირველი კვარტლის მიწოდების ანგარიშიც სუსტი იქნება.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $167.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $198.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $320.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $36.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 68%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $3.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $3.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $4.50-ს, ხოლო მინიმალური — $1.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

PVH

ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, PVH-მა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. გუშინ კი ცნობილი ტანსაცმლის ბრენდების მშობელი კომპანიის აქციების ფასი 22%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის დაკლებული.

PVH ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის Calvin Klein და Tommy Hilfiger. გასულ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $2.49 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.42 მილიარდს. კომპანიამ ასევე ისარგებლა დამატებითი კვირით კალენდარში.

საბითუმო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 10%-ით შემცირდა, ხოლო პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდვებიდან გამომუშავებული ფული 9%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის PVH+ გეგმის ნაწილია. კომპანიის მარაგები 21%-ით შემცირდა, ხოლო მთლიანი მოგების მარჟა 55.9%-დან 60.3%-მდე გაუმჯობესდა.

რაც შეეხება მომგებიანობას, კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) წლიურად $2.38-დან $3.72-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, PHV-ის მენეჯმენტმა $2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დააანონსა.

PVH

კომპანიაში მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი 6%-7%-ით შემცირდება და $8.57-$8.66 მილიარდს შეადგენს. თუმცა ამ ვარდნის 3% დაკავშირებულია Heritage Brands-ის ბიზნესის გაყიდვებთან და ფისკალურ წელს 53-ე კვირის დაკარგვასთან. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ შემოსავალი $9.06 მილიარდს მიაღწევს.

გარდა ამისა, PVH-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ EPS $10.75-$11-ს მიაღწევს, რაც ოდნავ აღემატება 2023 წელს დაფიქსირებულ შედეგს — $10.68-ს. თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $12.08-ს.

PVH-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $109.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $165.00-ს, ხოლო მინიმალური — $134.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PVH-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

General Electric

General Electric-მა სამშაბათს დაასრულა დიდი ხნის ნანატრი დაყოფა სამ ცალკეულ საჯარო კომპანიად მას შემდეგ, რაც ბირჟაზე მისი ენერგეტიკული განყოფილების — GE Vernova-ს დებიუტი შედგა.

იმ ინვესტორებს, რომლებიც 19 მარტის მდგომარეობით General Electric-ის აქციონერთა რიგებში იყვნენ, GE-ს ყოველი ოთხი აქციისთვის GE Vernova-ს ერთი აქცია გადაეცათ. აქციების აბრევიატურა — „GE“ ახლა ეკუთვნის GE Aerospace-ს, რომელიც ფოკუსირებულია საავიაციო ტექნოლოგიაზე, როგორიცაა თვითმფრინავის ძრავები. ეს, შემოსავლების თვალსაზრისით, ყოფილი კონგლომერატის უდიდესი განყოფილებაა. კომპანიას GE Healthcare 2022 წელს გამოეყო, მას შემდეგ მისი აქციების ფასი 55%-ზე მეტით გაიზარდა.

გუშინ GE Vernova-ს აქციების 1.4%-ით შემცირდა, ხოლო GE Aerospace-მა სავაჭრო დღე 2.4%-იანი ვარდნით დაასრულა.

General Electric

ინვესტორები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ მაშინ, როდესაც GE Aerospace, როგორც ცალკეული საჯარო კომპანია, პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს 23 აპრილს, სავაჭრო დღის დაწყებამდე. GE Vernova კი კვარტალურ ანგარიშს 25 აპრილს წარადგენს.

General Electric-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $136.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $176.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი General Electric-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

10 საუკეთესო ფილმი ფინანსური სამყაროს შესახებ

შემდეგი

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის პარტნიორის — Rubrik-ის დებიუტი იგეგმება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის პარტნიორის — Rubrik-ის დებიუტი იგეგმება

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის პარტნიორის — Rubrik-ის დებიუტი იგეგმება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved