• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

უორენ ბაფეტის ეს რჩევა მილიონერად გაქცევთ?

თებერვალი 28, 2024
in რჩევები
უორენ ბაფეტის ეს რჩევა მილიონერად გაქცევთ?
გაზიარება

ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა თავისი საინვესტიციო წარმატება აქციების სწორად შერჩევის უნარის საშუალებით შექმნა. როგორც Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარემ, მან, ხარისხიან კომპანიებში ინვესტირების წყალობით, 57 წლის განმავლობაში თითქმის 20%-იანი საშუალო წლიური ანაზღაურების გამომუშავება შეძლო. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც იგი ინვესტორებს აძლევს, აქციების შერჩევას არ ეხება.

იგი გვთავაზობს მარტივ სტრატეგიას, რომელიც არ საჭიროებს ბაზრის და მისი კონკრეტული მოთამაშეების შესწავლას ან აქციების შესაფერის მომენტში ყიდვა-გაყიდვას. ეს მეთოდი გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ აქტივში რეგულარულად ინვესტირებას გულისხმობს. დაგვეხმარება თუ არა ეს რჩევა, გავხდეთ მილიონერი? მოდით, გავარკვიოთ.

მიჰყვება ბაფეტი საკუთარ რჩევას?

უორენ ბაფეტი ინვესტორებს ურჩევს, ინვესტიციები ჩადონ საინდექსო ფონდებში, რომლებიც იმეორებს S&P 500 ინდექსის წარმადობას. მას თავადაც აქვს ფული დაბანდებული ორ ასეთ ფონდში — SPDR S&P 500 ETF Trust და Vanguard S&P 500 ETF. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ლეგენდარული ინვესტორი ამ სტრატეგიის მნიშვნელობაზე თავის ანდერძშიც საუბრობს. 2013 წელს Berkshire Hathaway-ის აქციონერებისადმი მიწერ წერილში იგი ამბობს:

„რასაც აქ გირჩევთ, არსებითად იდენტურია გარკვეული ინსტრუქციებისა, რომლებიც ჩემს ანდერძში დავწერე. ანდერძი ითვალისწინებს, რომ ნაღდი ფული გადაეცემა ნდობით აღჭურვილ პირს ჩემი მეუღლის სასარგებლოდ. (ინდივიდუალური ანდერძებისთვის ნაღდი ფული უნდა გამოვიყენო, რადგან ჩემს საკუთრებში არსებული Berkshire-ის აქციები სრულად გადანაწილდება გარკვეულ ფილანთროპიულ ორგანიზაციებზე ჩემი ანდერძის ამოქმედების შემდეგ ათი წლის განმავლობაში). ჩემი რჩევა, ნდობით აღჭურვილი პირისთვის, მარტივია: განათავსეთ ფულის 10% მოკლევადიან სახელმწიფო ობლიგაციებში, ხოლო 90% — ძალიან დაბალ ხარჯიან S&P 500 ინდექსის ფონდში (რეკომენდაციას ვუწევ Vanguard-ს.) მე მჯერა, რომ ამ სტრატეგიის გრძელვადიანი შედეგები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ის, რასაც ინვესტორების უმეტესობა მიაღწევს, იქნება ეს საპენსიო ფონდები, ინსტიტუტები, თუ კერძო პირები“.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ S&P 500-ში ერთიანდება აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილი კომპანია, ამიტომ, მის საინდექსო ფონდში ინვესტირებით შეგიძლიათ, ამ ფირმების ზრდისგან სარგებელი თქვენც მიიღოთ. ეს სტრატეგია გთავაზობთ წვდომას ამ ლიდერებზე, ისევე როგორც მყისიერ დივერსიფიკაციას ინდუსტრიების მიხედვით — S&P 500 მოიცავს აშშ-ის 11 სექტორს.

გარდა ამისა, ისტორია გვიჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ინდექსი მუდმივად იზრდება. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ვხედავთ ის, რთული პერიოდების შემდეგაც კი, ზრდას აფიქსირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში S&P 500-ის საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

S&P 500 Level

როგორ შეიძლება ამ სტრატეგიამ იმუშაოს თქვენთვის?

ახლა ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს ასეთ ფონდში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითისთვის გამოვიყენოთ SPDR S&P 500 ფონდი და ვივარაუდოთ, რომ საანგარიშო პერიოდში მისი საშუალო წლიური ანაზღაურება 10%- იქნება. თუ ფონდში 35 წლის განმავლობაში ყოველთვიურად $350-ს დავაბანდებთ, ამ პერიოდის ბოლოს ჩვენი ინვესტიციის ღირებულება მთლიანობაში $1.1 მილიონს გადააჭარბებს. აქედან ჩვენ მიერ ფონდში დაბანდებული თანხა იქნება მხოლოდ $147,000, ხოლო ინვესტიციიდან გამომუშავებული ფული — $991,000-ზე მეტი. ეს მართლაც შესანიშნავი შედეგია.

SPY Stock

თუ ინვესტორს თვეში $350-ის დაბანდების საშუალება არ აქვს, შეუძლია უფრო მცირე ინვესტიცია ჩადოს. სასურველი შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანი ფაქტორია გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირება და რეგულარულად ინვესტირება.

ზემოთ ნახსენებ ETF-ებში ინვესტირება საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით შეგიძლიათ ბმულზე.


კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.

წინა

AutoZone-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

შემდეგი

რა ხდებოდა 28 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 28 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 28 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved