იმისათვის, რომ 50 წლის ასაკში მილიონერი გახდეთ (ამერიკულ დოლარებში) პირველ რიგში თქვენი ფულის ინვესტირებისთვის მნიშვნელოვანია 3 ფაქტორის გათვალისწინება:
თანხის რაოდენობა, რომელსაც ყოველთვიურად გამოიმუშავებთ, ანაზღაურების მაჩვენებელი და დრო, რომელიც მიზნის მისაღწევად გჭირდებათ. მათთვის, ვისაც სურს ფინანსური დამოუკიდებლობა, ამ ფაქტორებზე დაფიქრება შეიძლება დაეხმაროს.
Finbold აქვეყნებს დაკვირვების შედეგებს, რომლის დროსაც მან შეაჯამა ციფრები, თუ რამდენი ფულის ინვესტიცია მოუწევთ 30 წლის ახალგაზრდებს, რათა 50 წლის ასაკში გახდნენ მილიონერები. გამოთვლების ჩატარებისას კი მათ გაითვალისწინეს მოგების 4 პოტენციური ნიმუში: 3% (პორტფელისთვის, რომელიც ძირითადად ობლიგაციებისგან შედგება), 6% (საქონლისა და ობლიგაციების ნაზავი), 9% (პორტფელისთვის, რომელიც ძირითადად აქციებისა და ინდექსის ან ურთიერთდახმარების ფონებს მოიცავს) და 15% (აქციები, ETF-ები, ობლიგაციები, ინდექსი და ურთიერთდახმარების ფონდები).
როგორც აღმოჩნდა, თუ ინვესტორი მიიღებს 3% წლიურ შემოსავალს თავის აქტივებზე, 30 წლის ადამიანს ყოველთვიურად $3020-ის ინვესტიცია დასჭირდება, რათა 20 წელიწადში მისი თანხის ოდენობა მილიონს შეადგენდეს. გამოთვლები განხორციელდა Smart Asset საინვესტიციო კალკულატორის გამოყენებით, რომელიც აფასებს ინვესტიციების ზრდას დროთა განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ინვესტორებს თვიურად 2130 დოლარის შეტანა მოუწევთ მილიონის მოსაგროვებლად, თუ სანაცვლოდ წვლილს აქტივებშიც შეიტანენ, შეძლებენ, რომ წლიური 6%-იანი მოგება ჰქონდეთ.
9%-ის მისაღებად წელიწადში, $1,460-ის ჩადება მოუწევთ ყოველთვე, ხოლო თუ იმ აქტივებს აირჩევენ, რომლებიც 15%-იან შემოსავალს უზრუნველყოფს, თვეში 610 აშშ დოლარით, შეძლებენ მილიონს მიაღწიონ 20 წლის განმავლობაში.
გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით ნაკლები თანხა დაგჭირდებათ 20 წელიწადში 1 მილიონი დოლარის მისაღწევად, რადგან რთული პროცენტი ეფექტურად მუშაობს, როდესაც მას მეტი დრო აქვს.
რა თქმა უნდა, ასეთი თამამი ხარჯების გაღება შეიძლება რთული იყოს და ის დამოკიდებულია თქვენს გარემოებებზე. ასევე, დროსთან ერთად, შეიძლება მოიმატოს თქვენმა პასუხისმგებლობებმა, რომლებიც არ გქონდათ უფრო ადრეულ ასაკში. მაგალითად, გეყოლოთ შვილები ან მოგიწიოთ მოხუცი მშობლების მოვლა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, რჩევაა, რომ მაშინაც კი, თუკი არ გაქვთ საშუალება თვიურად $1460 იხადოთ, მაინც დაიწყეთ ინვესტირება რაც შეიძლება დროულად, რათა კომბინირებულ პროცენტს მეტი დრო ჰქონდეს მუშაობისთვის. ჩვენ გამოთვლა დავიწყეთ 30 წლის ასაკიდან, რადგან ეს საკმარისად მომწიფებული ასაკია სწორად აზროვნებისათვის, თუმცა თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ინვესტირებაზე უფრო ადრეც იფიქროთ.
წყარო: finbold