• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

დეკემბერი 1, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Snowflake, AbbVie, ImmunoGen და Victoria’s Secret.

Snowflake

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Snowflake-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 39%-ით არის გაუმჯობესებული.

Snowflake ქმნის ქლაუდზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ბიზნესებს სხვადასხვა ბაზაში შენახული მონაცემების ორგანიზებაში და მათ ადვილად მოძიებაში ეხმარება.

გასულ კვარტალში Snowflake-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 32%-ით — $734.2 მილიონამდე გაიზარდა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $713.36 მილიონი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.25 შეადგინა (პროგნოზი  — $0.16).

კვარტლის ბოლოს Snowflake-ს ჰყავდა 436 მომხმარებელი, რომელიც გასული წლის განმავლობაში კომპანიასთან სულ მცირე $1 მილიონის ღირებულების ბიზნესს აწარმოებდა. Snowflake-მა ასევე $111 მილიონის ოდენობით კორექტირებული თავისუფალი ფულადი ნაკადები გამოიმუშავა, რაც გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.

Snowflake

მონაცემებში არ არის მითითება, რომ იმპულსი ნელდება. Snowflake-მა კვარტალი $3.7 მილიარდის მომსახურების გაწევის ვალდებულებებით დაასრულა, რაც წლიდან წლამდე 23%-იან ზრდას გულისხმობს. ხოლო წმინდა შემოსავლის შენარჩუნების მაჩვენებელმა 135% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული მომხმარებლები Snowflake-თან ურთიერთობას აფართოებენ.

რაც შეეხება მომავალს, Snowflake-ის მენეჯმენტმა ფისკალური 2024 წლის წლისთვის შემოსავლის გაუმჯობესების პროგნოზი 34%-დან 37%-მდე გაზარდა, მოგების მთლიანი მარჟის — 76%-დან 77%-მდე, ხოლო საოპერაციო მარჟის — 5%-დან 7%-მდე.

Snowflake-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $188.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $215.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $185.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snowflake-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AbbVie & ImmunoGen

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ცნობილი გახდა ჯანდაცვის სექტორის ორი კომპანიის შეთანხმების შესახებ — AbbVie ImmunoGen-ს შეიძენს. სავაჭრო დღის განმავლობაში Abbvie-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო ImmunoGen-ის — თითქმის 83%-ით. AbbVie-მ სრულად ნაღდი ფულით უნდა გადაიხადოს $31.26 ImmunoGen-ის თითო აქციისთვის და ამ ტრანზაქციის მთლიანი ღირებულება $10.1 მილიარდს აღწევს. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება ოთხშაბათს, ბაზრის დახურვისას, დაფიქსირებულ ImmunoGen-ის აქციების ფასს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ AbbVie-ის წარმომადგენლებს ძალიან სურთ ამ გარიგების წარმატებით დახურვა.

ImmunoGen არის ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია სიმსივნის თერაპიაზე. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის მიერ შემუშავებულმა ერთ-ერთმა მედიკამენტმა, Elahere-მა, კარგად იმოქმედა გვიანი სტადიის კლინიკურ კვლევაში საკვერცხის კიბოს გარკვეული ტიპის წინააღმდეგ. პრეპარატმა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან პირველი დასტური სულ რაღაც ერთი წლის წინ მიიღო.

გასაკვირი არ არის, რომ კომპანია, რომელიც ღრმად არის ჩართული ონკოლოგიურ სეგმენტში, პრემიით გაიყიდება.

AbbVie-ს სურს გააფართოოს თავისი წარმომადგენლობა ამ სფეროში. პრესრელიზში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — რიჩარდ გონსალესმა განაცხადა, რომ ეს გარიგება შესანიშნავად წარმოაჩენს AbbVie-ის გრძელვადიანი ზრდისკენ სწრაფვის სტრატეგიას და კომპანიას საშუალებას აძლევს, ონკოლოგიური მიმართულებით დივერსიფიკაციას მიმართოს სიმსივნის სხვადასხვა სახის მიხედვით.

AbbVie

პრესრელიზში AbbVie-სა და ImmunoGen-ის წარმომადგენლებმა გამოავლინეს, რომ შესყიდვის გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. ახლა, გარდა შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების დასტურისა, საჭიროა დამტკიცება ImmunoGen-ის აქციონერების მხრიდან. ჯანდაცვის კომპანიების წარმომადგენლები მოელიან, რომ გარიგება 2024 წლის შუა პერიოდში დაიხურება.

AbbVie-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $142.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $168.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $196.00-ს, ხოლო მინიმალური — $147.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AbbVie-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ImmunoGen-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $29.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.39-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $31.26-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ImmunoGen-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.5%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Victoria’s Secret

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Victoria’s Secret-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი მოდის კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის შემცირებული.

Victoria’s Secret-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით — $1.27 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამებოდა. კომპანიის კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე კი $0.86-ს მიაღწია (პროგნოზი — -$0.79). თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი ზარალი თითო აქციაზე $0.92 იყო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.13-ით ჩამორჩა.

თუმცა Victoria’s Secret-ის აქციებზე დადებითად მენეჯმენტის კომენტარებმა და მომავლის პროგნოზებმა იმოქმედა. აღმასრულებელმა დირექტორმა — მარტინ უოტერსმა განაცხადა, რომ სადღესასწაულო სეზონზე გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძობდა გაუმჯობესებას. მეოთხე კვარტალში გადასვლისას, უოტერსმა აღნიშნა: „ნოემბრის გაყიდვები და მარჟის შედეგი ჩვენთვის საუკეთესო თვიური მაჩვენებლები იყო თითქმის ბოლო ორი წლის განმავლობაში“. გარდა ამისა, მარტინის თქმით, კომპანია სარგებლობს შესანიშნავი იმპულსით საერთაშორისო დონეზე და განსაკუთრებით ჩინეთში.

Victoria’s Secret

ამრიგად, Victoria’s Secret-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 2%-4%-ით — დაახლოებით $2.08 მილიარდამდე გაიზრდება. ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზებს ემთხვევა. მეორე მხრივ, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $2.20-$2.60-ს მიაღწევს და ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $2.40 ოდნავ ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.43-ს.

მთელი წლისთვის კი Victoria’s Secret-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კორექტირებული EPS $1.85-$2.25-ს შეადგენს (შუა წერტილი — $2.05). ანალიტიკოსების პროგნოზი კი $2.16-ია.

Victoria’s Secret-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $27.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $29.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Victoria’s Secret-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო ერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

General Motors $10 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის

შემდეგი

Tesla-მ Cybertruck-ის პირველ მომხმარებლებს ავტომობილები უკვე მიაწოდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Tesla-მ Cybertruck-ის პირველ მომხმარებლებს ავტომობილები უკვე მიაწოდა

Tesla-მ Cybertruck-ის პირველ მომხმარებლებს ავტომობილები უკვე მიაწოდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved