2021 წლისთვის მისი აქციების ფასი $3000-ს აჭარბებს, რაც მას საერთო ჭრილში, ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს.
გთავაზობთ რამდენიმე გზას იმის ამოსაცნობად, არის თუ არა აქციები ძვირი. შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ ისინი გასაყიდ ფასს არ მოიცავს. ეს იმიტომ, რომ Amazon-ის აქციები კი იყიდება $3000-ზე მეტად, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, თუ სად იყიდება ისინი, ასევე, თუ როგორია კომპანიის მიერ დადებული შედეგები და რა არის მისი შემოსავალი.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ბროკერთა უმეტესობა საშუალებას მოგცემთ, შეიძინოთ კომპანიის დანაწევრებული, ფრაქციული აქციები. მაგალითად, თუ მხოლოდ $300 გქონდათ გათვლილი Amazon-ის აქციებისთვის, თქვენ შეგიძლიათ 0.10 აქციის შეძენა. მოდი, გადავხედოთ Amazon-ის ბიზნესს და შემდეგ დავადგინოთ, არის თუ არა ეს აქციები ძვირადღირებული, ფინანსური კოეფიციენტის გათვალისწინებით.
პანდემიამ ხელი შეუწყო მანამდე ისედაც წარმატებულ ბიზნესს
გასული ათწლეულის განმავლობაში, Amazon მასობრივად გაიზარდა. 2020 წელს მისმა გაყიდვებმა $386 მილიარდს მიაღწია. ეს 37.6%-ით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ამის წინა წელს. კორონავირუსის პანდემიამ ასობით მილიონ ადამიანი აიძულა, თავი აერიდებინა ფიზიკური შოპინგისთვის, მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირების შიშის გამო.
Amazon ამ მიმართულებით ერთ–ერთ მთავარ ბენეფიციარად იქცა. კომპანიამ შესანიშნავად იმუშავა და მიაწოდა მომხმარებელს ყველა ის საჭირო ნივთი, რომელსაც ის პანდემიის პერიოდში იწერდა და ამ სამუშაოს შესრულებისას ჩავარდნები თითქმის არ ჰქონია. ეს, რა თქმა უნდა, დაეხმარება Amazon-ს, შეინარჩუნოს პანდემიის პერიდოში შეძენილი ახალი კლიენტები.
მომხმარებლების დანახარჯების ზრდაც თავისებურ გავლენას ახდენს. 12 თვის განმავლობაში, რომელიც 30 სექტემბერს შესრულდა, Amazon-მა ორჯერ გამოიმუშავა $55 მილიარდი. კაპიტალის ასეთმა მასობრივმა შემოდინებამ Amazon-ს საშუალება მისცა, ბიზნესის ინფრასტრუქტურაში განახორციელოს ინვესტიცია. მართლაც, იმავე პერიოდში კომპანიამ 87 მილიარდ დოლარზე მეტი ქონება დახარჯა ისეთ აღჭურვილობაში, როგორებიცაა: მონაცემთა ცენტრები, საწყობები და მიწოდების ფურგონები. ამ ინვესტიციებმა, შესაძლოა, Amazon გახადოს კიდევ უფრო მომხმარებელზე მორგებული და მისცეს საშუალება, შეამციროს მომსახურების დრო, “Prime Delivery”-ში დაამატოს მეტი ნივთი და დაწიოს ფასები.
ახალი მომხმარებლების მოზიდვამ და არსებული მყიდველების აქტიურობის გაზრდამ Amazon შეიძლება სხვა ბიზნეს სეგმენტზეც გაიყვანოს და ესაა – რეკლამა. სეგმენტი, რომელიც Amazon-ის სარეკლამო შემოსავალს მოიცავს, ბოლო კვარტალში 49%-ით გაიზარდა და 8,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კი, Amazon-მა 31 მილიარდი სარეკლამო შემოსავალი ნახა.
Amazon-ის ფასების მრავალგვარობა ცხადჰყოფს, რომ ის ძვირი არ არისAmazon-ის ბიზნესი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ისმის კითხვა – ნამდვილად სწორადაა თუ არა შეფასებული მისი შესანიშნავი პერპექტივები აქციებში, რაც მას ძვირად აქცევს ინვესტორებისთვის?
Amazon-ის მოგებისა გაყიდვის ფასების კოეფიციენტებით თუ ვიმსჯელებთ, ის ძვირი კი არა, შედარებით იაფიცაა. თუმცაღა, როცა კომპანიის ე.წ. cash-flow-ს ვუყურებთ, რომელიც დიაგრამაზეა მოცემული, ისინი ძვირად მოგვეჩვენება. იმის გათვალისწინებით, რომ Amazon-მა თავისი ინვესტიციები თითქმის გააორმაგა აღჭურვილობასა და ქონებაში $30,6 მილიარდიდან – $56,9 მილიარდამდე, ფულადი ნაკადის მაჩვენებელი შეიძლება არც ისე ინფორმაციის მომცემი იყოს.
ასე რომ, შევაჯამოთ – არა, Amazon-ის აქციები არ არის ძვირი!
წყარო: fool.com