General Motors-მა და Nikola-მ პარასკევს განაცხადეს, რომ ისინი იწყებენ ახალი ელექტრო მანქანების მიწოდებას ბაზრისათვის, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ-ში ბაზარზე ელექტრომანქანების აქტიური ზრდა უკვე დაწყებულია. სამომავლოდ კიდევ ბევრი ახალი ელექტრომანქანის მოდელი გამოვა აშშ-ს ბაზარზე, ზუსტად ამიტომ ავტოსექტორს ძალიან საინტერესო 2022 წელი ელოდება.
GM ორი ახალი ელექტრო მანქანის მოდელზე მუშაობს, ესენია: ელექტრო ფურგონი და GMC Hummer. აღნიშნული მოდელები სრულად GM-ის მიერ შექმნილ ელექტრო ძრავ “Ultium-ზე” იმუშავებს. Ultium შინაარსობრივად GM-ის სტანდარტიზებული ელემენტი და ელექტრო ძრავია.
“ეს არის პირველი გამოცდილება Ultium-ისა და GM-ისთვის შექმნან და გადავიდნენ ნულოვან გამონაბოლქვიან ტექნოლოგიაზე, რაც მომავალსაც შეცვლის”, – თქვა GM-მა საინფორმაციო გამოშვებაში. ” სავარაუდო და ამასთან მეტად საიმედოა ისიც რომ აღნიშნული პროდუქტებით, როგორც კომერციული, ასევე საცალო მომხმარებლებიც ისარგებლებენ.”
პარასკევს გვიან ვაჭრობისას GM-ის აქციები 4.7%-ით დაეცა. S&P 500 და Dow Jones Industrial Average შესაბამისად 0.3%-ით და 0.9%-ით შემცირდა. ინვესტორები გააოცა კომპანიაში ავტომატიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებამ დაეტოვებინა კომპანია.
მეორეს მრივ მოიმატა Nikola-ს (NKLA) აქციის ფასმა, ზრდამ 6.7% შეადგინა, რაც პარასკევის ვაჭრობის ნეგატიური სურათით დაწყების შემდეგ ნამდვილად კარგი შედეგია. პარასკევს, ნიკოლამ პირველი ელექტრო ელემენტის მქონე სატვირთო მანქანის (BEV) ასევე პირველი მიწოდება განახორციელა.„ნიკოლა ვალდებული იყო განეხორციელებინა ავტომანქანათა პირველი მიწოდება 2021 წლის მეოთხე კვარტლისათვის და დიდი პატივია ამ ეტაპის აღნიშვნა “, – თქვა ნიკოლას აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რასელმა მის განცხადებაში. მან ასევე დასძინა რომ „TTSI-ს აქვს მნიშვნელოვანი მიზნები და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დავეხმაროთ მათ თავიანთი ხედვის მიღწევაში ჩვენი ნულოვანი ემისიის სატვირთო მანქანებით.“ მნიშვნელოვანია რომ TTSI-მ ნიკოლასთან ხელი მოაწერა სამომავლი შესყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 100 მანქანას ეხება.
Tre არის ელექტო ძრავაზე მომუშავე სატვირთო მანქანა, რომელიც ამერიკული ბაზრისათვის კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა, ყოველდღიურად შეუძლია 350 მილის დაფარვა. Nikola-ს ასევე აქვს გეგმები ბაზარს შესთავაზოს სატვირთო მანქანები, რომლებიც იმუშავებს წყალბადზე. ამ სატვირთო მანქანებს ექნებათ მეტი მანძილის გავლის შესაძლებლობა და უკეთესი გადაზიდვის სიმძლავრე, რაც შესაფერისი იქნება გრძელმანძილებზე ტრანსპორტირებისათვის.
ორივე კომპანიამ GM-მა და Nikola-მ მოახერხეს მომხმარებლებისთვის ახალი ელექტრომობილების მიწოდება 2021 წელს, თუმცა უმეტესწილად, ეს იყო ელექტრომობილების მიმართულებით სიახლეების დაანონსების წელი. მაგალითად, GM-მა გაასაჯაროვა გეგმები ელემენტის სიმძლავრის, ახალი ელექტრომობილების, წარმოების სიმძლავრის და მიწოდების ჯაჭვის დახვეწა/ განვითარების შესახებ. მომავლის თვალსაზრისით, 2022 წელი ელექტრული მანქანების ბიზნესში სიახლეების რეალურად განხორციელების წელია.
GM-სა და Nikola-ს, Ford Motor -სთან(F), Tesla-სთან (TSLA), Rivian Automotive-თან (RIVN), BMW-სთან (BMW.Germany), Audi-სთან და სხვა ავტომწარმოებლებთან ერთად შემდეგ რამოდენიმე თვეში უნდა ჰქონდეთ ახალი ელექტრო მოდელები მათ შოურუმებში.
ეს ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ, თუ როგორ გაიყიდება ელექტრომობილები სატრანსპორტო ბაზრის მრავალ სხვადასხვა სეგმენტში, სედანებიდან პიკაპებამდე, ასევე დააკვირდნენ რა შედეგი იქნება სატვირთო ავტომანქანების გაყიდვების მიმართულებითაც.