• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 4, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გუშინ აშშ-ის საფონდო ბირჟა ადრე დაიხურა, თუმცა, ხანმოკლე სავაჭრო დღის განმავლობაში, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შესახებაც დღეს მოგიყვებით. გაგაცნობთ სიახლეებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Lucid Group, Rivian და UPS.

Tesla

2023 წლის პირველ ნახევარში ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასი 142%-ზე მეტით გაიზარდა. ეს იმპულსი გაგრძელდა გუშინ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ გადააჭარბა მოლოდინებს ავტომობილების წარმოებისა და მიწოდების შესახებ. შედეგად Tesla-ს აქციების ფასი კიდევ დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.

Tesla-ს მიწოდებამ მეორე კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 466,000-ს გადააჭარბა, წარმოება კი თითქმის 480,000 იყო. გამოდის, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში Tesla-ს წარმოების დონე 920,500-ზე მეტ ელექტრომობილს აღწევს და კომპანიას პროგნოზირებულ, 50%-იანი წლიური ზრდის გზაზე აყენებს, რაც წელიწადში დაახლოებით 1,8 მილიონი ერთეულის წარმოებას გულისხმობს. წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები წლიდან წლამდე, შესაბამისად, 44%-ით და 36%-ით გაიზარდა.

Tesla

დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, Tesla-მ მთლიანობაში 460,211 Model 3 და Model Y (კომპანიის უფრო ახალი და ხელმისაწვდომი მოდელები) და 19,489 Model S და Model X აწარმოა. რაც შეეხება მიწოდებას, პირველი წყვილისთვის ამ მაჩვენებელმა 446,915 შეადგინა, ხოლო Model S/X-ისთვის ­— 19,225.

მეორე კვარტლის შედეგებმა გადააჭარბა ანალიტიკოსთა უმეტესობის მოლოდინს, რამაც კომპანიის აქციებს ახალი დადებითი იმპულსი მოუტანა. ინვესტორებისთვის საინტერესოა, თუ რამხელა როლი ითამაშა ფასების შემცირებამ მოთხოვნის გაზრდაში და რა გავლენა ექნება ამას მოგების მარჟაზე. Tesla ამ ინფორმაციას კვარტალური ანგარიშის წარდგენისას გამოავლენს.

ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერი კვარტალურ ანგარიშს ოთხშაბათს, 19 ივლისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წარადგენს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ Tesla-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 42%-ით — $24.08 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 4%-ით მოიმატებს და $0.79-ს შეადგენს.

Lucid Group

რაც შეეხება ძვირადღირებული ელექტრო სედანების მწარმოებელ Lucid Group-ს, გუშინ მისი აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. რაზეც, ძირითადად, ორმა ფაქტორმა იმოქმედა. პირველი Tesla-ს ზემოხსენებული შესანიშნავი შედეგები იყო. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში Tesla-ს წარმოებისა და მიწოდების მაღალი მაჩვენებლები წარმოადგენს აშკარა ნიშანს იმისა, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა კვლავ ძლიერია. ეს გასათვალისწინებელია და პოტენციური ინვესტორები უნდა დააკვირდნენ, რამდენად შეძლებს Lucid ასეთი კარგი შედეგების დაფიქსირებას.

Lucid Group

გარდა ამისა, Citigroup-ის ანალიტიკოსმა — იტაი მიქაელიმ ელექტრომობილების მწარმოებლის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი და $8-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა. პარასკევის დახურვის ფასთან — $6.89-სთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 16%-იან ზრდას გულისხმობს. The Fly-ის თანახმად, Citigroup-ის პოზიცია Lucid-ის შესახებ ნაწილობრივ ეფუძნება კომპანიის მაღალ ტექნოლოგიასა და გაუმჯობესებულ ლიკვიდობას.

Lucid Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $7.4-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $8.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $10.00-ს, ხოლო მინიმალური — $6.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lucid Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Rivian

გუშინ ელექტრომობილების მწარმოებელ კიდევ ერთ კომპანიას ჰქონდა შესანიშნავი დღე. სავაჭრო დღის განმავლობაში Rivian-ის აქციების ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის მომატებული.

2022 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 80%-ზე მეტით შემცირდა, ეს იმიტომ ხდება, რომ კომპანიამ ინვესტორებს იმედები გაუცრუა, როდესაც გასული წლის დასაწყისში წარმოების სამიზნე მაჩვენებელი გაანახევრა. მაგრამ Rivian-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია კომპანიის წარმოების წინაღობების გადალახვა და ბაზარი აჯილდოებს Rivian-ს მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეორე კვარტლის მიწოდების შედეგები წარადგინა.

Rivian

მეორე კვარტალში Rivian-მა ბაზარს 12,640 ელექტრო პიკაპი, ჯიპი და ფურგონი მიაწოდა. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 60%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიამ თითქმის 14,000 ელექტრომობილი აწარმოა და მენეჯმენტმა გაიმეორა, რომ წლის განმავლობაში 50,000 EV-ს წარმოებას გეგმავს.

UPS

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, United Parcel Service-ის (UPS) აქციების ფასი დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა.

UPS-სა და მსხვილ, გავლენიან პროფკავშირს — Teamsters-ს შორის ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რისი მიზანიც კომპანიის თანამშრომლებისთვის ახალი კონტრაქტების შედგენაა. ვადა 31 ივლისს იწურება და ორივე მხარე მზადაა ამ თარიღამდე მისაღებ შედეგს მიაღწიოს.

UPS

UPS-ის უახლესი შეთავაზება პროფკავშირს პარასკევს შუადღისას გადაეცა. გამამხნევებელია ის ფაქტი, რომ Teamsters-ის წარმომადგენლების თქმით, ეს ლოჯისტიკური გიგანტის წინა შეთავაზებასთან შედარებით გაუმჯობესება იყო. თუმცა პროფკავშირის გენერალურმა მდივანმა — ფრედ ცუკერმანმა განაცხადა, რომ მართალია, UPS-მა რეალური მოქმედების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მან ასევე თქვა, რომ UPS დათანხმდება გარიგებაზე ან კომპანია სამუშაო ძალის გარეშე დარჩება. პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 1 აგვისტოდან მისი წევრები UPS-ში ახალი კონტრაქტის გარეშე არ იმუშავებენ.

Teamsters-ის ცნობით, UPS-ის მენეჯმენტმა პირობა დადო, რომ შეთანხმებას ამ ოთხშაბათს, 5 ივლისს მიაღწევს. კონტრაქტი, სხვადასხვა შეფასებით, UPS-ში დასაქმებულ 330,000-340,000 მუშაკს მოიცავს.

წინა

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

6 რჩევა, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
6 რჩევა, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

6 რჩევა, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved