რა მოხდა?
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ავტონაწილების საცალო ქსელმა — Advance Auto Parts-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 35%-ით შემცირდა. ვარდნა გამოწვეულია იმით, რომ Advance Auto Parts-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინები ვერ გაამართლა და კომპანიამ კვარტალური დივიდენდიც შეამცირა.
და რა?
ფისკალური 2023 წლის პირველ კვარტალში, რომელიც 22 აპრილს დასრულდა, ავტონაწილების კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 1.3%-ით — $3.4 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.43 მილიარდს. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.72 შეადგინა (პროგნოზი — $2.56).
Advance-ისთვის უფრო დიდი პრობლემა მომგებიანობაა. 2023 წლისთვის მენეჯმენტი საოპერაციო მარჟის გაუმჯობესებას პროგნოზირებდა, თუმცა პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 2.6%-მდე შემცირდა მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში საოპერაციო მარჟა 6%-ს შეადგენდა.
მენეჯმენტმა ამაში კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით შემცირებული ფასები დაადანაშაულა. საბოლოო შედეგი იყო მწირი ზრდა და ნაკლები მოგება. ბაზარს კი კომპანიის წარმომადგენლების კომენტარი ნამდვილად არ მოეწონა.
ახლა რა?
Advance-ის პრობლემები გრძელდება, რასაც მენეჯმენტის მიერ პროგნოზების შემცირება ადასტურებს. მან ოდნავ შეამცირა მოლოდინი შემოსავლისთვის, მაგრამ უფრო დიდი კლება მის EPS-ს ეხება. ადრე მენეჯმენტი პროგნოზირებდა, რომ მთელი წლის განმავლობაში EPS-ს $10.20-$11.20-ს შეადგენდა. მაგრად გაყიდვების შემცირებისა და დაბალი საოპერაციო მარჟის ფონზე ახლა მოლოდინი $6.00-$6.50-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, Advance Auto Parts-ის მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდი მკვეთრად — $1.50-დან $0.25-მდე შეამცირა.