• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

ივნისი 22, 2023
in ინვესტიციის ანბანი
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისას წარმატების გარანტირებული ფორმულა არ არსებობს, ზოგიერთი ინვესტორი საინვესტიციო სამყაროში უმრავლესობაზე უკეთესი შედეგებით გამოირჩევა. ამ გამორჩეულ ინვესტორებს გამომუშავებული აქვთ საჭირო უნარები, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება. დღეს კი სწორედ ამ უნარების შესახებ ვისაუბრებთ.

  1. კვლევის ჩატარება

საუკეთესო ინვესტორებს კარგად ესმით, თუ რამდენად ძვირფასია ინფორმაცია. აქედან გამომდინარე ისინი ატარებენ საფუძვლიან კვლევებს კომპანიების, ინდუსტრიებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ, რათა ინფორმირებული, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

  1. მოთმინება და დისციპლინა

წარმატებული ინვესტორები მომთმენები და დისციპლინირებულნი არიან. ისინი არჩეულ სტრატეგიას ერთგულად მიჰყვებიან და ბაზრის მოკლევადიანი რყევების ან ემოციების საფუძველზე სიტუაციაზე კონტროლს არ კარგავენ.

  1. რისკის მართვა

საზრიან ინვესტორებს კარგად აქვთ გააზრებული საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. მათი ინვესტიციები დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების, აქტივთა კლასების, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, რათა საინვესტიციო პორტფელი კონკრეტულ ინვესტიციაზე ზედმეტად დამოკიდებული არ იყოს და რისკები დაბალანსდეს.

  1. ემოციების მართვა

ემოციების დაუფლება ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი წარმატებისთვის აუცილებელია, რომ მშვიდი და რაციონალური მიდგომა ბაზრის არასტაბილურობის ან მოულოდნელი მოვლენების დროსაც კი შეინარჩუნოთ. წარმატებული ინვესტორები თავს არიდებენ შიშით ან სიხარბით გამოწვეული იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას და რჩებიან კონცენტრირებულნი თავიანთ გრძელვადიან მიზნებზე.

  1. უწყვეტი სწავლა

წარმატებული ინვესტორები ცოდნისადმი დაუოკებელი წყურვილით გამოირჩევიან და აქტიურად ეძებენ შესაძლებლობებს საინვესტიციო უნარების გასაუმჯობესებლად. ისინი ეცნობიან საინვესტიციო ლიტერატურას, ისმენენ სხვა წარმატებული ადამიანების მოსაზრებებს, თვალს ადევნებენ ფინანსურ სიახლეებს, აანალიზებენ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და ა. შ. შედეგად, ასეთი ადამიანები ყოველდღიურად პროგრესირებენ და ამასთან ერთად, საინვესტიციო სამყაროში მათი წარმატების შანსებიც იზრდება.

  1. გრძელვადიანი ხედვა

საუკეთესო ინვესტორებს ესმით, რომ წარმატებული ინვესტიცია არის მარათონი და არა მოკლე გარბენი. ისინი მუდამ ინარჩუნებენ გრძელვადიან ხედვას და მოკლევადიან რყევებს არჩეული კურსის ცვლილების უფლებას არ აძლევენ.

  1. ადაპტაცია

საფონდო ბირჟა დინამიკურია და საუკეთესო ინვესტორები ცვალებად პირობებთან სწრაფად ადაპტაციის უნარს ავლენენ. ეს კი მათ საშუალებას აძლევს, ახალი შესაძლებლობები გამოიყენონ და ბაზარზე ნავიგაცია შეძლონ.

  1. სიტუაციის ანალიზი

ძლიერი ანალიტიკური უნარები ინვესტორებისთვის გადამწყვეტი აქტივია. შესაძლოა, ყველა ინვესტორი აქტიურად არ იყოს ფინანსური ანგარიშგებების კითხვით დაკავებული, თუმცა ბაზარზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ანალიზის უნარი აუცილებელია, რათა ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღება შევძლოთ.

წინა

ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

სასარგებლო ჩვევები ფინანსური წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

სასარგებლო ჩვევები ფინანსური წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
რას ნიშნავს ლეგალური მონოპოლია?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ლეგალური მონოპოლია?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
რა არის დირექტორთა საბჭო?
ინვესტიციის ანბანი

რა არის დირექტორთა საბჭო?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ინვესტიციის ანბანი

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • სასარგებლო ჩვევები ფინანსური წარმატების მისაღწევად
  • რას ნიშნავს ლეგალური მონოპოლია?
  • რა არის დირექტორთა საბჭო?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved