რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში Bank of America-ს აქციების ფასი 16%-ზე მეტით შემცირდა. კომპანიის აქციების ფასი ამჟამად დაახლოებით $28-ს შეადგენს და წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის შემცირებული.
შედარებისთვის, მარტში ძირითადი საბაზრო ინდექსები გაიზარდა S&P 500 — 3.5%-ით, Dow Jones Industrial Average — 1.9%-ით, ხოლო Nasdaq Composite — 3.5%-ით.
და რა?
მარტი აშშ-ის ბანკების აქციებისთვის რთული თვე იყო, რადგან ადგილი ჰქონდა დიდი რეცესიის შემდეგ ბანკების ყველაზე დიდ გაკოტრებას, რამაც გამოიწვია პანიკა და სერიოზულად იმოქმედა ამ ინდუსტრიაში მოღვაწე დაწესებულებებზე. თუმცა, ფედერალური მარეგულირებლების მიერ პრობლემების მქონე სხვა ბანკების მხარდასაჭერად განხორციელებულმა ქმედებებმა ბაზრის სტაბილიზაცია მოახერხა.
ამ მოვლენას აშკარად ჰქონდა გავლენა ბანკებზე მთელს ინდუსტრიის მასშტაბით, მათ შორის Bank of America-ზეც.
თუმცა, მსხვილმა ბანკებმა, როგორიცაა Bank of America, ისარგებლეს დეპოზიტების შემოდინებით, რადგან მომხმარებლებმა თავიანთი ფული როგორც დაზარალებული, ასევე, პატარა, რეგიონალური ბანკებიდან დიდ ბანკებში გადაიტანეს.
გარდა ამისა, მსხვილი ბანკები იძულებულნი არიან დაიცვან მკაცრი ლიკვიდობის სტანდარტები და გაიარონ სტრეს-ტესტები, რათა ბაზრის ნებისმიერი შოკს გაუმკლავდნენ. $250 მილიარდ დოლარზე ნაკლები აქტივების მქონე ბანკებს არ მოეთხოვება იმავე ლიკვიდობის სტანდარტების დაცვა — და ლიკვიდობის ნაკლებობა ამ გაკოტრების მთავარი მიზეზი იყო.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ Bank of America-მ შეძლო მარტის ქარიშხლის გადალახვა, ჰორიზონტზე, პოტენციური რეცესიის სახით, მუქი ღრუბლები ჩანს. ამ თვეში Bank of America-ს აქციების სამიზნე ფასი რამდენიმე ანალიტიკოსმა შეამცირა, მათ შორის Morgan Stanley-მ — $31-მდე და RBC Capital-მა — $34-მდე.
ანალიტიკოსების აზრით, პოტენციურმა ეკონომიკურმა შენელებამ ან რეცესიამ შეიძლება გამოიწვიოს საკრედიტო აქტივობის დაქვეითება, საკრედიტო დანაკარგების უფრო მაღალი დონე, დეპოზიტების ბეტას (მეტრიკა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად აისახება Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ბანკის საპროცენტო განაკვეთზე) დაჩქარება. ეს ყველაფერი კი შეიძლება ბანკების ფინანსურ შედეგებზე უარყოფითად აისახოს.
მოსალოდნელია, რომ Bank of America კვარტალურ ანგარიშს 18 აპრილს, სავაჭრო დღის დაწყებამდე წარადგენს.