რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში McCormick-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. ზრდის გამომწვევი მიზეზი კი სანელებლებისა და არომატიზატორების სპეციალისტის ძლიერი კვარტალური ანგარიში იყო.
და რა?
McCormick-მა ფისკალური პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები სამშაბათს, 28 მარტს, წარადგინა, ინვესტორებმა კი ამ ანგარიშში ბევრი პოზიტიური რამ აღმოაჩინეს. გაყიდვები წლიდან წლამდე 7%-ით გაიზარდა, რაც წინა კვარტლის შედეგთან, 4%-იან მატებასთან შედარებით, სოლიდური აჩქარებაა.
ასევე გაუმჯობესდა მომგებიანობის ტენდენციები, როდესაც მთლიანი მოგების მარჟა 1 პროცენტულ პუნქტზე ნაკლებით შემცირდა მას შემდეგ, რაც ის 2022 წლის ბოლოს თითქმის 4%-ით დაეცა.
მენეჯმენტმა აღნიშნა პროგრესი როგორც გაყიდვების, ისე შემოსავლის ფრონტზე. „პირველ კვარტალში დავაფიქსირეთ მყარი რეზულტატები, რომლებიც ასახავს ძლიერ მოთხოვნას და 2023 წელს მოგების რეალიზაციის გაზრდისკენ მიმართული ქმედებების შედეგებს“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა — ლოურენს კურციუსმა პრესრელიზში.
ახლა რა?
შესაძლოა ეს შედეგები მიგვანიშნებდეს, რომ McCormick-მა გადალახა ყველაზე რთული გამოწვევები, რომლებიც 2022 წელს კომპანიის მოგებას ზიანს აყენებდა. მაღალმა ხარჯებმა, პლუს მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა, გასულ წელს შემოსავლების ვარდნა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს გაყიდვები დაახლოებით 6%-ით გაიზრდება, ხოლო მოგება — 10%-ით.
თუ ვივარაუდებთ, რომ ახალი ეკონომიკური ზეწოლა არ განვითარდება, ამ ფისკალურ წელს McCormick შეიძლება შემოსავლების გამომუშავების წინა შთამბეჭდავ ტემპს დაუბრუნდეს.