• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა თებერვალში Shopify-ს აქციების ფასი?

მარტი 6, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა თებერვალში Shopify-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, ელექტრონული კომერციის პლატფორმის — Shopify-ის აქციების ფასი თებერვალში 16.5%-ით დაეცა. ამ ვარდნის თითქმის მთლიანი ნაწილი დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ კვარტალური ანგარიში წარადგინა. ეს კი უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ შედეგებმა აჯობა მოლოდინს და უოლ სტრიტის ანალიტიკოსებმა, ზოგადად, Shopify-ს აქციების პერსპექტივა გააუმჯობესეს.

და რა?

Shopify-მ კვარტალური ანგარიში 15 თებერვალს წარადგინა. შემოსავალი წლიდან წლამდე 26%-ით — $1.7 მილიარდამდე გაიზარდა, ანალიტიკოსების პროგნოზი კი $1.65 მილიარდი იყო.

Piper Sandler-ის ანალიტიკოსმა — ბრენტ ბრეისლინმა, დადებით ფაქტორად დაასახელა კომპანიის შემოსავლების ძლიერი მატება, როდესაც აქციის სამიზნე ფასი $36-დან $45-მდე გაზარდა. ხოლო Credit Suisse-ის ანალიტიკოსმა — ტიმოთი ჩიოდომ მოიხსენია Shopify-ის მომგებიანობის გაუმჯობესება, როგორც ოპტიმიზმის მიზეზი და სამიზნე ფასი $34-დან აქციაზე $40-მდე გაზარდა.

Shopify Stock

რაც შეეხება მომგებიანობას, ტიმოთი შედარებით გაუმჯობესებაზე საუბრობს. მეოთხე კვარტალში, Shopify-ის ზარალმა ოპერაციებიდან $189 მილიონი შეადგინა. მაგრამ ეს შესამჩნევი გაუმჯობესება იყო წინა კვარტალში $345 მილიონის ოდენობით საოპერაციო ზარალთან შედარებით.

ახლა რა?

Shopify-ს მენეჯმენტი მოელის, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 10%-19%-იანი დიაპაზონის ზედა ზღვართან ახლო ზრდას დააფიქსირებს. როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს, 2015 წელს საჯარო კომპანიად გარდაქმნის შემდეგ ეს Shopify-სთვის ყველაზე ნელი ზრდის კვარტალი იქნება.

Shopify Revenue (Quarterly YOY Growth)

თუმცა ყველაფერი დაკარგული არ არის. მაგალითად, Shopify ზრდის ფასებს და ეს ნაბიჯი კომპანიის არსებული მომხმარებლებისთვის 2023 წლის მეორე კვარტალში შევა ძალაში. ამიტომ, სავარაუდოა, რომ 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში უკეთესი ზრდა დაფიქსირდება, თუ Shopify, გაზრდილი ფასების პირობებში, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას შეძლებს.

წინა

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Text’nPayMe

შემდეგი

საინტერესო ფაქტები ჯულიან რობერტსონ უმცროსის შესახებ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინტერესო ფაქტები ჯულიან რობერტსონ უმცროსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯულიან რობერტსონ უმცროსის შესახებ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved