• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ადამიანები

საინტერესო ფაქტები ჯულიან რობერტსონ უმცროსის შესახებ

მარტი 6, 2023
in ადამიანები
საინტერესო ფაქტები ჯულიან რობერტსონ უმცროსის შესახებ
გაზიარება

ჯულიან რობერტსონ უმცროსი, საინვესტიციო ფირმის — Tiger Management Corp.-ის დამფუძნებელია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ჰეჯ-ფონდი, რომელმაც ამ ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი. თავისი ცხოვრების განმავლობაში ჯულიანმა ქონების დიდი ნაწილი დაუთმო საქველმოქმედო მიზნებს, მათ შორის სამედიცინო კვლევებს, სკოლებს და გარემოს დაცვას. დღეს კი ცნობილი ამერიკელი ინვესტორისა და ჰეჯ-ფონდის მენეჯერის შესახებ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

  • უორენ ბაფეტთან და ბილ გეითსთან ერთად მან პირობა დადო, რომ თავისი სიმდიდრის ნახევარს მაინც ფილანთროპიულ მიზნებს შესწირავდა.
  • ხშირად მას „უოლ სტრიტის ჯადოქარს“ უწოდებდნენ. 1980-1990-იან წლებში მან ჰეჯ-ფონდებს შორის საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.
  • მისი Tiger Management Corp, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰეჯ-ფონდი გახდა და ამ ტიტულს რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
  • ჯულიანი გახდა მსოფლიო ლიდერი ჰეჯ-ფონდებში თავისი Tiger-ით, რომელიც 1996 წლისთვის $7 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავდა.
  • მისი საინვესტიციო სტილი ხშირად აღწერილია, როგორც ძალიან რთული საშუალო ინვესტორებისთვის, რადგან ის სხვა ინდივიდების მიზნებთან ადვილად ადაპტირებადი არ არის.
  • ჯულიანი სწავლობდა საეპისკოპოსო უმაღლეს სკოლაში, სანამ, 1955 წელს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტს დაამთავრებდა. ამის შემდეგ ის, ორი წლის განმავლობაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ოფიცრად მსახურობდა.
  • იგი საცხოვრებლად სოლსბერიდან ნიუ-იორკში გადავიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში Kidder, Peabody & Co-ში ბროკერად მუშაობდა, სანამ Webster Securities-ის ფირმის აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გახდებოდა.
  • 1979 წელს მან ერთწლიანი პაუზა აიღო და ოჯახთან ერთად ახალ ზელანდიაში გადავიდა, რათა რომანი დაეწერა. დაბრუნების შემდეგ, 1980 წელს, მან მეგობრებისა და ოჯახის წევრების საწყისი ინვესტიციების საშუალებით Tiger Management Corp. დააარსა.
  • 1998 წელს, Tiger Funds-მა აქტივების ღირებულების პიკს — $22 მილიარდს მიაღწია. მენეჯმენტმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ტექნოლოგიური კომპანიების კრახი და ერთი წლის შემდეგ ამ სეგმენტში პრაქტიკულად ყველა ინვესტიცია აღმოფხვრა.
  • 2000 წელს Tiger Management Corp-ის დახურვის შემდეგ, ის მხარს უჭერდა და აფინანსებდა ჰეჯ-ფონდის მომავალ მენეჯერებს, მათ კომპანიებში წილის სანაცვლოდ.
წინა

რატომ შემცირდა თებერვალში Shopify-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Vistra-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
მარტი 23, 2023
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
მარტი 21, 2023
საინტერესო ფაქტები სტენლი დრაქენმილერის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები სტენლი დრაქენმილერის შესახებ

by Giorgi
მარტი 20, 2023
ვინ იყო ჯესი ლივერმორი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ იყო ჯესი ლივერმორი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
მარტი 17, 2023
სტიუარტ ჰორიში მხოლოდ ერთმა საინვესტიციო იდეამ მილიარდერად აქცია
ადამიანები

სტიუარტ ჰორიში მხოლოდ ერთმა საინვესტიციო იდეამ მილიარდერად აქცია

by Giorgi
მარტი 14, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Vistra-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Vistra-ს აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved