რა მოხდა?
ლაბორატორიიდან პოზიტიური ამბების შემდეგ, გუშინ აშშ-ის ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი მთავარი კომპანიის — Abbott Laboratories-ის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. ამ შედეგმა დამაჯერებლად გადააჭარბა დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-ის წარმადობას. ამ უკანასკნელმა გუშინ 0.3%-იანი ვარდნა განიცადა.
და რა?
Abbott-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კლინიკური კვლევის ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიის ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაციის (TAVI) სისტემა — Navitor უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობაა სიმპტომატური აორტის სტენოზის (გულის მთავარ არტერიაში სარქვლის შევიწროება) მქონე პაციენტებისთვის.
მენეჯმენტის თქმით, კვლევამ სისტემის პროცედურული წარმატების 97%-იანი მაჩვენებელი გამოავლინა.
ასევე უახლესი კვლევებიდან მაღალი შეფასება მიიღო ჯანდაცვის კომპანიის კიდევ ერთმა გულთან დაკავშირებულმა პროდუქტმა — Amplatzer Amulet Left Atrial Appendage (LAA) Occluder. Abbott-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მოწყობილობამ უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე კონკურენტმა პროდუქტმა — Boston Scientific-ის Watchman-მა.
ახლა რა?
განცხადებაში, Abbott-ის Structural Heart განყოფილების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა —მაიკლ დეილმა აღნიშნა: „Navitor-ისა და Amulet-ის ეს შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენი მინიმალურად ინვაზიური მოწყობილობების ინოვაციური დიზაინი ცვლის, თუ როგორ უდგებიან ექიმები (პაციენტები კი გამოცდიან) გულის სტრუქტურულ გარემოებებზე მკურნალობას“.
ეს განსაკუთრებით დამაიმედებელია, რადგან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, გულის დაავადება არის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი აშშ-ში. 2020 წელს ამ მიზეზით დაახლოებით 700 000 ამერიკელი გარდაიცვალა.