• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ჰაიკ ასრიანცის წარმატებული საინვესტიციო ამბავი

თებერვალი 8, 2023
in სიახლეები
ჰაიკ ასრიანცის წარმატებული საინვესტიციო ამბავი
გაზიარება

დღეს მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის საშუალებით საფონდო ბირჟაზე ინვესტირება დაიწყო და, რაც მთავარია, მისი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება იზრდება. ჩვენ ჰაიკ ასრიანცს — მეწარმე, სტარტაპ ეკოსისტემის შემქმნელი და ინვესტორი — დავუკავშირდით, რამდენიმე კითხვა დავუსვით და ვთხოვეთ, თავისი საინვესტიციო ამბავი მოეყოლა.

მოგვიყევით, როგორ დაიწყო ინვესტირების სამყაროსთან თქვენი ურთიერთობა? რატომ გადაწყვიტეთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

როგორც წესი, ინვესტორები საფონდო ბირჟაზე ინვესტირებით იწყებენ, შემდეგ კი „ანგელოზი ინვესტორები” (Angel Investor — ინვესტორი, რომელიც ფულს ახალდაფუძნებულ განვითარებად კომპანიაში აბანდებს. როგორც წესი მსგავსი აქციებს თან ახლავს დიდი რისკი) ხდებიან. ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო, საქმიანობა 2021 წელს Angel ინვესტორობით დავიწყე და რამდენიმე ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპში ფული უკვე დავაბანდე. მოგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში საფონდო ბირჟის სამყაროშიც შევაბიჯე.

მახსოვს, სკოლაში სწავლის დროს ვიყავი ბანაკში, სადაც ერთ-ერთი საგანმანათლებლო თამაში საფონდო ბირჟის შესახებ იყო. ყველას დაგვირიგეს სათამაშო ფული და გამოგონილი კომპანიების აქციები. შემდეგ, დღეში რამდენჯერმე, ორგანიზატორები კომპანიებისა და ინდუსტრიების შესახებ შეთხზულ სიახლეებს აქვეყნებდნენ, ჩვენ კი, ამ ინფორმაციის საფუძველზე, აქციების ყიდვის ან გაყიდვის გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო.

საბოლოოდ ეკონომისტი გავხდი და საფონდო ბირჟის შესახებაც უფრო სიღრმისეული ცოდნა მივიღე. შემდეგ, ჯერ კიდევ 2012 ან 2013 წელს, წავიკითხე სტატია აქციების ფასების გრძელვადიანი ზრდის შესახებ, რაც ძალიან მარტივი მაგალითის საშუალებით იყო ილუსტრირებული. კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რამდენ ფულს გამოიმუშავებდი თუ 2001 წელს iPod-ის $399-ად ყიდვის ნაცვლად Apple-ის აქციებს შეიძენდი? 2012 წლის მდგომარეობით, ამ ინვესტიციის ღირებულება $26,000-ზე მეტი იქნებოდა. სხვათა შორის, დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით $187,000-ს მიაღწევდა.

ასე რომ, ამ საკითხით დაინტერესებული ვიყავი, ყოველთვის მინდოდა აქციებში ინვესტირება, მაგრამ რადგან საქართველოში ვცხოვრობ, ვიცოდი, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო. თუმცა როდესაც საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის საშუალებით აქციებში მარტივად ინვესტირების შესახებ შევიტყვე, დავესწარი რამდენიმე ვორქშოფს, მაშინვე გავხსენი ჩემი საინვესტიციო ანგარიში და ინვესტირება დავიწყე. პირველი აქცია, რომელიც შევიძინე, იყო Apple და 2022 წლის დეკემბრიდან მისი ფასი 14%-ით გაიზარდა.

გვითხარით, რის საფუძველზე იღებთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს და გაგვიზიარეთ, როგორი გრძნობაა, როდესაც თქვენი ინვესტიციების ღირებულება იზრდება?

ჯერჯერობით, ინვესტიციებს მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებში ვდებ, მაგრამ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციაზეც ვფიქრობ. ინფორმაციას სხვა ინდუსტრიების შესახებაც ვიძიებ, ვაკვირდები მათ ტენდენციებს, ვკითხულობ სიახლეებს იმ კომპანიებზე, რომლებშიც ინვესტიცია მაქვს ჩადებული, ვეცნობი მათ კონკურენტებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს მომავალში მეტი მიკროჩიპი დასჭირდება, ამიტომ მათი მწარმოებელი კომპანიებითაც ვარ დაინტერესებული.

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება იზრდება. თუმცა აქციების ფასების კლებაც ბუნებრივია მოვლენაა და ინვესტორი ამისთვის მზად უნდა იყოს.

Hayk Asriyants Portfolio (02.02.2023)

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ სფეროში?

ვგეგმავ ჩემი ტექნოლოგიური პორტფელის გაზრდას, ასევე მის დივერსიფიკაციას და სხვა ინდუსტრიის აქციებით გამდიდრებას. მაგალითად, ბევრს ვკითხულობ მწვანე ენერგიის შესახებ.

„აქციებში ინვესტირება სახალისოა, დაწყება მარტივია და ამისთვის სულაც არ არის საჭირო დიდი დანაზოგი. სინამდვილეში, შეგიძლიათ ინვესტირების სამყაროში რამდენიმე დოლარით შეაბიჯოთ და მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვება დაიწყოთ” — ამბობს ჰაიკი.

წინა

Meta Platforms-ს, მეტავერსის გადასარჩენად, თინეიჯერები სჭირდება

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved