რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მიერ მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში Accolade-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის აქციებმა ღირებულების 56%-ზე მეტი დაკარგა.
და რა?
გასულ ორშაბათს ჯანდაცვის კომპანიამ მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. წლიდან წლამდე Accolade-ის შემოსავალი 9%-ით — $90.9 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მოგებამ $39.9 მილიონს მიაღწია. ეს უკანასკნელი, გასული წლის იმავე კვარტალში $22.5 მილიონს შეადგენდა.
სავარაუდოდ, ის, რამაც Accolade-ის აქციების ფასის ზრდა გამოიწვია იყო ფისკალური 2023 და 2024 წლებისთვის მენეჯმენტის პროგნოზები, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის წარმომადგენლები მოელიან, რომ ფისკალურ 2023 წელს (რომელი 28 თებერვალს სრულდება) შემოსავალი $361-$365 მილიონს მიაღწევს. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი $310 მილიონს გაუტოლდა. 2024 წლისთვის კი, მენეჯმენტი $410 მილიონის ოდენობით შემოსავალს პროგნოზირებს.
ახლა რა?
ინვესტორებს სურთ, პროგრესი მოგების თვალსაზრისითაც იხილონ. ფისკალურ 2022 წელს Accolade-ის წმინდა ზარალმა $123.12 მილიონი შეადგინა, ხოლო ფისკალური 2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში კომპანიამ უკვე $429.2 მილიონი დაკარგა.
Accolade-ის პლატფორმა რეგისტრირებულებს უზრუნველყოფს ჯანდაცვის პერსონალური ასისტენტებით, რომელთა ამოცანაა, დაეხმარონ პაციენტებს პროვაიდერის მოძიებაში, სერვისებში გათვითცნობიერებაში და გადახდასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში. კომპანიისთვის მთავარია განაგრძოს დარეგისტრირებულთა რაოდენობის ზრდა იმ წერტილამდე, სადაც შემოსავალი ხარჯებს გადააჭარბებს. ორი წლის წინ კომპანიას 50 კორპორატიული მომხმარებელი ჰყავდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 700-ზე მეტია.