რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში Blucora Inc.-ის აქციების ფასი თითქმის 12%-ით გაიზარდა. ამ წელს თავის სექტორში ფინანსური კომპანიის აქცია ერთ-ერთი საუკეთესო წარმადობით ხასიათდებოდა, წლის დასაწყისიდან მისი ფასი 40%-ზე მეტით გაიზარდა.
შედარებისთვის, წინა კვირის განმავლობაში Dow Jones Industrial Average მხოლოდ 0.86%-ით გაიზარდა, S&P 500 და Nasdaq Composite კი, შესაბამისად, 0.2%-ით და 1.94%-ით შემცირდა.
და რა?
გასულ კვირაში Blucora-ს აქციებისთვის მთავარი კატალიზატორი ორშაბათს, 19 დეკემბერს, თავისი მისი TaxAct ბიზნესის გაყიდვის გარიგების დახურვა იყო. კომპანიის აქციების ფასი სწორედ ამ დღეს, ახალი ამბის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. ოთხშაბათს საფასო ნიშნულმა $26-ს გადააჭარბა, შემდეგ კი ოდნავ დაეცა, მაგრამ ამჟამად ეს მაჩვენებელი მაინც $25-ზე მეტია.
სიახლემ ბაზარზე დადებითად რამდენიმე მიზეზის გამო იმოქმედა. ერთ-ერთი ის არის, რომ საგადასახადო აღრიცხვის ბიზნესის Cinven-სთვის $720 მილიონად მიყიდვა Blucora-ს გადასახადების გადახდის შემდეგ ნაღდი ფულით დაახლოებით $620 მილიონის ტოლ წმინდა ფულად შემოსავალს მოუტანს. გარდა ამისა, Blucora, 2023 წლის პირველ კვარტალში, $400-$450 მილიონის ღირებულების აქციებს გამოისყიდის.
ამასთან, TaxAct-ის გაყიდვა, Blucora-ს, თავისი Avantax ბიზნესების მეშვეობით, კონკრეტულად სიმდიდრის მართვასა და ფინანსურ დაგეგმვაზე ორიენტირებულ კომპანიად გარდაქმნის. ამის ხაზგასასმელად კი კომპანია რებრენდინგს აპირებს. Blucora ახალი Avantax-ის ბრენდის ოფიციალურად გამოშვებას იანვარში გეგმავს.
ახლა რა?
წელს Blucora ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური აქცია იყო და ზემოთ აღწერილი ცვლილებები კომპანიას ზრდაში კიდევ უფრო უნდა დაეხმაროს. რთულ საბაზრო პირობებში, წელს Blucora-მ შემოსავლისა და მოგების ზრდა დააფიქსირა და მენეჯმენტმა 2022 წლის სრული პროგნოზი გაზარდა — ამჟამად $909-$915 მილიონის ოდენობით შემოსავალია მოსალოდნელი.