რა მოხდა?
გუშინ Upstart Holdings-ის აქციების ფასი მერყეობით გამოირჩეოდა. სავაჭრო დღის დაწყებიდან მალევე ეს მაჩვენებელი 8.5%-ით გაიზარდა, მაგრამ შემდეგ შემდეგ თითქმის 13%-ით შემცირდა და აქციის ფასმა 22.17$ შეადგინა.
ძირითადი ინდექსები ოდნავ შემცირდა: Dow Jones Industrial Average — -0.2%-ით, S&P 500 — -0,4%-ით, ხოლო Nasdaq — -0,9%-ით.
და რა?
გუშინ, ბაზრის გახსნისას, Upstart Holdings-ზე — ფინტექ კომპანიაზე, რომელიც სესხზე მოთხოვნის დასამუშავებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, სავარაუდოდ, საბანკო ფინტექ კომპანიის — SoFi Technologies-ის კვარტალურმა ანგარიშმა იმოქმედა. SoFi-მ რეკორდული კვარტალური შედეგები წარადგინა — მესამე კვარტლის შემოსავალმაც და მოგებამაც ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა.
გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა მოლოდინი მთელი წლისთვის გაზარდა. კორექტირებული შემოსავლის პროგნოზები $1,517-$1,522 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EBITDA (მოგება პროცენტამდე, გადასახადებზე, ცვეთამდე და ამორტიზაციამდე) — $115-$120 მილიონს (ძველი პროგნოზი —$104-$109 მილიონი).
SoFi-ს კარგი სიახლეებიდან გამომდინარე Upstart-მა დადებითი იმპულსი მიიღო, მაგრამ ინვესტორების განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როდესაც Upstart-მა მოგვიანებით ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეტანილი განაცხადი გამოაქვეყნა.
ახლა რა?
განაცხადში ნათქვამია, რომ Upstart-ის მენეჯმენტი პერსონალის 140 საათობრივი თანამშრომლით შემცირებას აპირებს. ეს აშკარად არ არის კარგი ნიშანი, მით უმეტეს, რომ კადრების გათავისუფლება სასესხო აქტივობის შემცირების შედეგია. Upstart კვარტალურ ანგარიშს მომავალ კვირაში — 8 ნოემბერს წარადგენს, ამიტომ ინვესტორებმა კარგად უნდა გაანალიზონ შედეგები, რათა უკეთ გაიგონ, რატომ არის შემცირებული სესხის მოცულობა და როგორ იმოქმედა ამან როგორც შემოსავალზე, ასევე, მოგებაზე.