რეცესიის დროს ინვესტირების მრავალი განსხვავებული მეთოდი არსებობს. მოდით განვიხილოთ სამი განსხვავებული გზა და სამი აქცია ინვესტორებისთვის რამდენიმე ალტერნატივასთან ერთად. Watsco-ს, Corteva-ს და Cognex-ს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ თითოეული მათგანი წარმოადგენს ინვესტიციებს, რომლებმაც, შესაძლოა, ვარდნის დროს ინვესტორებისთვის შესაფერისი იყოს.
რეცესიის პირობებში ინვესტირების სამი გზა
რეცესიის დროს ინვესტირების ერთი საიმედო გზა არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შემოგთავაზებთ:
- კომპანიები მყარი ბალანსით და რეცესიის დროს გრძელვადიანი პერსპექტივის გაუმჯობესების უნარით, როგორიც არის Wastco და Honeywell International.
- კომპანიები, რომელთა საბოლოო ბაზრები სულაც არ არის დამოკიდებული ეკონომიკის მიმართულებაზე. ამის მაგალითია სოფლის მეურნეობის სექტორი, ისეთი კომპანიებით, როგორიცაა Corteva, Deere და FMC.
- გრძელვადიანი მზარდი პოტენციალის აქციები, რომლებიც რეცესიის დიდ დარტყმას იღებს და ინვესტორებს შესანიშნავი ყიდვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. აქ ბევრი ვარიანტია, მათ შორის Cognex, PTC და Fortive.
- Wastco
ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და გაგრილების (HVACR) ნაწილების დისტრიბუტორის წარმოუდგენელი წარმატების ისტორია მისმა „იყიდე და ააშენე“ სტრატეგიამ განაპირობა. მისი ბიზნესი შედარებით მარტივი, მაგრამ ძალიან წარმატებულია.
შესყიდვების მიმდინარე სერიის მეშვეობით Watsco გეოგრაფიულად გაიზარდა და პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა.
რეცესიის დროს ამ კომპანიაში ინვესტირების არგუმენტი არის ის, რომ ნებისმიერმა ეკონომიკურმა სისუსტემ შეიძლება მცირე დისტრიბუტორების მიერ გაყიდვები წაახალისოს. Watsco-ს ძლიერი ბალანსის და წამყვანი ბაზრის პოზიციის გათვალისწინებით, კომპანია ზრდისთვის იდეალურ მდგომარეობაშია.
- Corteva
სოფლის მეურნეობის სექტორში აქციების მოგება ეკონომიკის მიმართულებაზე არ არის დამოკიდებული, რაც რეცესიის დროს შესანიშნავი თვისებაა. როგორც ქვემოთ ხედავთ, წლების განმავლობაში ძირითადი კულტურების, როგორიცაა ხორბლის, სოიოს და სიმინდის ფასების ცვალებადობა გლობალურ ეკონომიკაში არსებულ არასტაბილურობას ნამდვილად არ ასახავს.
ამ თვალსაზრისით Corteva-ს აქციების შეძენა ღირს. კომპანია საინტერესოა, რადგან მენეჯმენტს, ხარჯების შემცირებით, მარჟის გაფართოების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გააჩნია და სხვა კომპანიებისთვის სალიცენზიო გადასახადების გადახდის ნაცვლად, პროდუქციის საკუთარი ტექნოლოგიით წარმოება შეუძლია.
ჯერჯერობით, კომპანია ამ ფრონტზე საკუთარი Enlist სისტემით კარგად მოქმედებს. ეს აძლევს უოლ სტრიტს თავდაჯერებულობას, რომ იწინასწარმეტყველოს დიდი ზრდა მოგების მარჟის თვალსაზრისით მომდევნო წლებში. Corteva-ს გრძელვადიანი მოგების დიდი პოტენციალი გააჩნია.
- Cognex Corporation
2022 წელს მანქანური ხედვის კომპანიას – Cognex-ს ბევრი რამ არ გაუკეთებია. თუმცა, მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი პრობლემებისა და კომპონენტების დეფიციტის წინაშე, რომელიც წლის განმავლობაში გაგრძელდა, მენეჯმენტმა მიიღო ინვესტირების შეგნებული გადაწყვეტილება (მოგების მარჟის ხარჯზე) რათა მომხმარებლებისთვის პროდუქცია მიეწოდებინა. ეს კარგია იმ კომპანიისთვის, რომელიც აყალიბებს თავის ტექნოლოგიას ისეთ მსხვილ მომხმარებლებთან, როგორიცაა Apple (და შესაძლოა Amazon).
თუმცა, კარგი ამბები აქ მთავრდება, რადგან ამ წელს კომპანიის სამი ძირითადი საბოლოო ბაზარი – ლოჯისტიკა (ელექტრონული კომერციის საწყობი), სამომხმარებლო ელექტრონიკა და ავტომობილები – დაზარალდა. რამდენიმე წლის მძაფრი ზრდის შემდეგ, ელექტრონული კომერციის კომპანიები ამცირებს ინვესტიციებს, ხოლო სამომხმარებლო ელექტრონიკისა და ავტომობილების წარმოება წლის დასაწყისში, სამომხმარებლო ხარჯების შენელებისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, მოსალოდნელზე სუსტი იქნება.
გასაკვირი არ არის, რომ Cognex-ის აქციების ფასი 2022 წელს 43%-ით, ხოლო გასულ წელს 50%-ით შემცირდა. თუ რეცესია დადგება, შესაძლოა, ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიკლოს. თუმცა, კომპანიის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივაში რეალურად არაფერი შეცვლილა, ასე რომ, თუ მზად ხართ შეიძინოთ აქციები და გარკვეული პოტენციური მოკლევადიანი არასტაბილურობა უგულებელყოთ, მაშინ Cognex მიმზიდველი ვარიანტია. გარდა ამისა, კომპანია ამყარებს ძლიერ ურთიერთობებს წამყვან კომპანიებთან, რაც სავარაუდოდ მისი ტექნოლოგიის უფრო ფართო მასშტაბით გამოყენებას გამოიწვევს.