არის თუ არა აშშ რეცესიაში? ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) უკვე ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შემცირდა, რაც, ზოგადი წესის მიხედვით, რეცესიის ნიშანია. მაგრამ ტექნიკურად რეცესიის განმარტება ამაზე მეტია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ეკონომიკა საუკეთესო ფორმაში არ არის და ამიტომ ინვესტორებს ეკონომიკური ვარდნისთვის მზადება ნამდვილად არ ავნებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოდით, გადავხედოთ ჯანდაცვის სექტორის ორ აქციას, რომელიც, შესაძლოა, ამ რთული პერიოდების გადალახვაში დაგეხმაროთ.
- Johnson & Johnson
როდესაც საქმე ეხება აუცილებელ პროდუქტებს, რომლებზე დამოკიდებულებასაც მომხმარებლები ეკონომიკური ვარდნის დროსაც კი აგრძელებენ, ძნელია სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებს ვინმე შეეჯიბროს. სწორედ ეს არის Johnson & Johnson-ის უპირატესობა და კომპანიის ფარმაცევტული განყოფილების შემოსავლები კვლავ მაღალი რჩება.
კომპანიის ზოგიერთ ყველაზე გაყიდვადი წამლები მოიცავს კიბოს მედიკამენტებს – Darzalex და Erleada, ასევე, იმუნოდეპრესიულ საშუალებებს – Stelara და Tremfya. ყველა ეს პროდუქტი გაყიდვების ძლიერ ტენდენციებს ინარჩუნებს. Stelara-მ, Darzalex-მა და Tremfya-მ დღემდე უკვე გამოიმუშავა $1 მილიარდზე მეტი და, სავარაუდოდ, Erleada ამას წლის ბოლომდე მიაღწევს.
პირველ კვარტალში Johnson & Johnson-ის მთლიანი გაყიდვები 3%-ით – წელიწადში $24 მილიარდამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შთამბეჭდავად არ გამოიყურება, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფარმაცევტული გიგანტის შემოსავლების ზრდას ზიანი დოლარის გამყარებამ მიაყენა. Johnson & Johnson-ის მთლიანი გაყიდვები ოპერაციულ საფუძველზე წლიდან წლამდე 8%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, კომპანიის ყველაზე ცუდი შედეგის მქონე სეგმენტი (საოპერაციო შემოსავლის ზრდის თვალსაზრისით) იყო მომხმარებელთა ჯანმრთელობის განყოფილება, რომელიც წლის ბოლომდე დამოუკიდებელ ორგანიზაციად გარდაიქმნება. Johnson & Johnson-ის ფარმაცევტულმა სეგმენტმა $13.3 მილიარდის მოცულობის გაყიდვები დააფიქსირა, რაც წინა წელთან შედარებით 12.3%-იან ზრდას წარმოადგენს.
მოსალოდნელია, რომ Johnson & Johnson-ის შემოსავლის ზრდა გაუმჯობესდება, რადგან კომპანია ფარმაცევტულ და სამედიცინო მოწყობილობების სეგმენტებზე არის ფოკუსირებული. პირველი მიმართულებით კომპანია ახალი მარეგულირებელი ნებართვების მიღებას აგრძელებს.
სამედიცინო მოწყობილობების ფარგლებში Johnson & Johnson-ს შეუძლია უახლოეს წელში წინსვლას რობოტექნიკის დახმარებით განხორციელებული ქირურგიის (RAS) ბაზარზე მიაღწიოს RAS მოწყობილობის – Ottava-ს წყალობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიას ზრდისთვის მრავალი გზა გააჩნია.
კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც J&J-ის აქციების შეძენას მოაქვს არის ის, რომ ეს კომპანია დივიდენდ მეფეა. მან დივიდენდური ანაზღაურების გაზრდა ზედიზედ 59 წლის განმავლობაში მოახერხა. დივიდენდური აქციები ბაზრის ვარდნის გადასატანად კარგად არის აღჭურვილი და ეს კიდევ ერთი მყარი არგუმენტია ამ ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ.
- Bristol-Myers Squibb
წამლის მწარმოებლებისთვის ყოველთვის სტრესია მედიკამენტებისთვის ავტორიზაციის აღების პროცესი. Bristol-Mayers Squibb-ის კიბოს პრეპარატი – Revlimid, რომელიც გასულ წელს მისი ყველაზე გაყიდვადი წამალი იყო, ამჟამად, საერთო კონკურენციის გამო, რომელიც აშშ-ში ამ წელს დაიწყო, გაყიდვებს კარგავს. ნაწილობრივ ამ მიზეზით, კომპანიის შემოსავალი წელიწადში მხოლოდ 2%-ით – $11.9 მილიარდამდე გაიზარდა. მეორე კვარტალში, მიუხედავად სავალუტო ზემოქმედების გათვალისწინებისა, შემოსავალმა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით მოიმატა.
თუმცა, Bristol-Mayers Squibb-ს შესწევს ძალა, რომ ამ ზარალს გაუმკლავდეს, აპრილში, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანიის გულთან დაკავშირებული ავადმყოფობის სამკურნალო სრულიად ახალი პრეპარატი – Camzyos დაამტკიცა. მარტში კომპანიამ აშშ-ში დაიმსახურა კიდევ ერთი ავტორიზაცია კიბოს ახალი მედიკამენტისთვის – Opdualag.
გასულ წელს Bristol-Mayers კიდევ ერთმა კიბოს პრეპარატმა – Breyanzi-მ აშშ-ში ავტორიზაცია პირველად მოიპოვა. კომპანია ამჟამად ელოდება FDA-ის მიერ ახალი პროდუქტის – ვირუსული ფსორიაზის სამკურნალო მედიკამენტის – deucravacitinib-ის დამტკიცებას.
და ეს ყველაფერი კომპანიის არსებული პროდუქტების ჩათვლის გარეშე, როგორიც არის კიბოს სამკურნალო მედიკამენტი – Opdivo, რომელსაც კომპანიისთვის დიდი წარმატება მოაქვს. მყარი ბიზნესის საშუალებით, რომელიც Bristol-Myers-ის შემოსავლების ბაზის გაფართოებას აგრძელებს, კომპანიის მომავალი, თუნდაც მისი ამჟამინდელი ვარდნისა და ეკონომიკური წინააღმდეგობების გათვალისწინებით, ნათელი ჩანს.
Bristol-Myers მყარ დივიდენდებს იხდის. ამჟამად მისი სარგებელი საშუალოზე მაღალია და $2.93-ს შეადგენს. როგორც პასიური შემოსავლის მისაღებად, ასევე მაღალი ანაზღაურების გამოსამუშავებლად, კომპანია ძლიერი კანდიდატია.