• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Mastercard-ზე ჯერჯერობით რეცესია და ინფლაცია არ მოქმედებს

ივლისი 29, 2022
in სიახლეები
Mastercard-ზე ჯერჯერობით რეცესია და ინფლაცია არ მოქმედებს
გაზიარება

აშშ-ში ინფლაცია 40 წლის მაქსიმუმზეა და გუშინ აშშ-ს ეკონომიკური ანალიზის ბიურომ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წლის მეორე კვარტალში 0.9%-ით შემცირდა. წლის პირველ კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა 1.6%-ით დაიკლო. უარყოფითი ეკონომიკური ზრდის ორი კვარტალი ტექნიკურად რეცესიაა, მაგრამ ეკონომიკური ზეწოლის ერთ-ერთი საპირისპირო წერტილი არის Mastercard-ის ბოლო მეორე კვარტლის ანგარიში, რომელიც ძლიერი აღმოჩნდა და აჩვენა, რომ მომხმარებელმა არა მხოლოდ გაუძლო რთულ პერიოდს, არამედ სიმტკიცეც შეინარჩუნა. მოდით, დეტალურად განვიხილოთ.

სამომხმარებლო ხარჯები და მოგზაურობა კვლავ ძლიერია

მთლიანი დოლარის მოცულობა Mastercard-ის უზარმაზარი გადახდების ქსელში წლიდან წლამდე 14%-ით – $2.1 ტრილიონამდე გაიზარდა.

ზრდა განპირობებული იყო ტრანსსასაზღვრო მოცულობის მატებით, რომელიც წელიწადში 58%-ით გაიზარდა და ახლა 2019 წლის დონიდან 139%-ზეა. შეერთებულ შტატებში გადახდის მოცულობა ახლა 2019 წლის დონიდან 146%-ით არის გაზრდილი და აშშ-ის ფარგლებს გარეთ 162%-ს აჭარბებს.

Investor

შედეგად, Mastercard-მა მეორე კვარტალში გამოიმუშავა $2.34-ის ოდენობით განზავებული მოგება თითო აქციაზე (EPS) ხოლო მთლიანი შემოსავალი – $5.5 მილიარდი, რომლებიც შესაბამისად, წლიდან წლამდე 21%-ით და 13%-ით გაიზარდა. ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

ეს არ არის დიდი სიურპრიზი მას შემდეგ, რაც Visa-მ, Mastercard-ის მთავარმა კონკურენტმა, ამ კვირის დასაწყისში მსგავსი შედეგები დააფიქსირა და მსხვილი ბანკების უმეტესობამ ხაზი გაუსვა წლის მეორე კვარტალში ძლიერ სამომხმარებლო ხარჯებს.

Mastercard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მაიკლ მიბაქმა გუშინ განაცხადა, რომ მენეჯმენტმა რა თქმა უნდა მაკრო გამოწვევების (ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთების ზრდა, გეოპოლიტიკური და მიწოდების ჯაჭვის პრობლემები) შესახებ იცის, მაგრამ მათ ჯერ ბიზნესში არ შემოუღწევია.

„მიუხედავად ამისა, უმუშევრობის დონე დაბალია, ხელფასები იზრდება და მომხმარებელთა დაზოგვის დონე მაღალი რჩება. ამ ფონზე, სამომხმარებლო და განსაკუთრებით მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯები კვლავ ძლიერია“ – თქვა მიბაქმა.

Mastercard-მა შემოსავლის პროგნოზები გაზარდა და ახლა ელის, რომ მთელი წლის შემოსავლის ზრდა, წინა წელთან შედარებით, 20%-ს ოდნავ გადააჭარბებს. ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ Mastercard რუსეთში ოპერაციებს წყვეტს, რაც შემოსავალს ამცირებს.

შენარჩუნებული სიძლიერე მესამე კვარტალში

ივლისის პირველი სამი კვირის განმავლობაში Mastercard-ის ბიზნესი გაიზარდა. მთლიანი ტრანსსასაზღვრო მოცულობა ახლა 2019 წლის დონიდან 140%-ით არის გაზრდილი. ტრანსსასაზღვრო მოგზაურობის მოცულობა, რომელიც მეორე კვარტალში 2019 წლის დონესთან შედარებით 118%-ით იყო მომატებული, ახლა, ივლისის პირველი კვირების შემდეგ, 126%-ით არის გაზრდილი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აშშ-ში არ ხდება. Mastercard-ის ფინანსური დირექტორის – საჩინ მეჰრას თქმით, აზიის წყნარი ოკეანის რეგიონი ბოლო დრომდე რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ახალ ეს ბაზრები გაიხსნა და მეჰრას აზრით, ეს ფაქტი ზრდისთვის სივრცეს წარმოშობს.

როგორი იქნება Mastercard რეცესიის პირობებში?

ცხადია, რომ აშშ-ის ეკონომიკა წარსულისგან განსხვავებულ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში ტექნიკური რეცესიაა, მაგრამ სამომხმარებლო ხარჯების ჯანსაღი დონე და ძალიან ჯანსაღი შრომის ბაზარი შენარჩუნებულია. ყველას აინტერესებს გაუარესდება თუ არა მდგომარეობა, მაგრამ შეიძლება ეს არც მოხდეს.

ბიზნეს პერსპექტივიდან გამომდინარე, Mastercard საკმაოდ მტკიცედ გამოიყურება. ინფლაციის თვალსაზრისით, გადახდების ქსელმა, შესაძლოა, ჰეჯირების ფუნქცია შეასრულოს, რადგან, ფასების მატებასთან ერთად, Mastercard უფრო მეტ საკომისიო შემოსავლებს აგროვებს.

გარდა ამისა, Mastercard-ს უამრავი გეოგრაფიული და სექტორული მრავალფეროვნება გააჩნია. ასე რომ, მსოფლიოს სხვადასხვა მხარე და სხვადასხვა ინდუსტრია, შეიძლება, სხვადასხვა დროს განსხვავებულ ეტაპზე იმყოფებოდეს. ამიტომ, როდესაც მსოფლიოს ერთი ნაწილი ნელდება, სხვა რეგიონი, შეიძლება, ჯანსაღად გამოიყურებოდეს.

ყველა ფაქტორი გათვალისწინებით, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ კომპანია კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული იმისთვის, რომ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეს.

წინა

რამდენად ღირს Walmart-ში ინვესტირება მენეჯმენტის ბოლო განცხადების შემდეგ?

შემდეგი

ნუ მისცემთ ამ 3 მაჩვენებელს შეცდომაში შეყვანის უფლებას

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ნუ მისცემთ ამ 3 მაჩვენებელს შეცდომაში შეყვანის უფლებას

ნუ მისცემთ ამ 3 მაჩვენებელს შეცდომაში შეყვანის უფლებას

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved