• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ნუ მისცემთ ამ 3 მაჩვენებელს შეცდომაში შეყვანის უფლებას

ივლისი 29, 2022
in ინვესტიციის ანბანი
ნუ მისცემთ ამ 3 მაჩვენებელს შეცდომაში შეყვანის უფლებას
გაზიარება

კომპანიისა და მისი ფინანსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ სხვადასხვა მეტრიკა გამოიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსურ ისტორიაში ყველა მაჩვენებელი თავის ადგილს იკავებს, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, გარკვეულწილად შეცდომაში შემყვანი იყოს და საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად სრული სურათით არ უზრუნველგვყოფდეს. ამ სტატიაში სწორედ 3 ასეთ მაჩვენებელს გაეცნობით.

  1. დივიდენდური სარგებელი

დივიდენდური აქციებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რეკლამირებული მეტრიკა არის დივიდენდური სარგებელი. თუმცა, ამ მეტრიკის პრობლემა მისი აქციების ფასებთან ერთად მერყეობაა. თუ კომპანიის წლიური დივიდენდი $2-ს შეადგენს და თითო აქციის ფასი $100-ია, დივიდენდური სარგებელი 2% გამოდის. თუ აქციების ფასი $50-მდე დაეცემა, მაშინ დივიდენდური სარგებელი 4% იქნება.

ერთი შეხედვით 4%-იანი დივიდენდური ანაზღაურება საკმაოდ მომგებიანი ჩანს, განსაკუთრებით თუ არ იცით, რომ ამის მიზეზი აქციების ფასის განახევრებაა. შესაძლოა, კომპანიის ბიზნესის გარკვეული ასპექტი ფუნდამენტურად უარესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ დივიდენდურ სარგებელზე ორიენტირდებით, შესაძლოა ფული დაკარგოთ.

Investor
  1. P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი

ღირებულებაში ინვესტირებაზე ორიენტირებული ინვესტორების მთავარი მიზანია ისეთი კომპანიების პოვნა, რომელთა აქციების ფასი უფრო დაბალია, ვიდრე მათი შინაგანი ღირებულება. ერთ-ერთი მეტრიკა, რომელსაც ბევრი ინვესტორი ეყრდნობა არის P/E კოეფიციენტი, რომელიც კომპანიის აქციის ფასის EPS-ზე (მოგება თითო აქციაზე) გაყოფით გამოითვლება. რაც უფრო მაღალია P/E კოეფიციენტი, მით უფრო მეტს იხდის ინვესტორი კომპანიის მოგების თითო დოლარისთვის. ამის გამო, ეს მაჩვენებელი ხშირად გამოიყენება იმის დასადგენად, არის თუ არა აქცია დაუფასებელი ან გადაჭარბებულად შეფასებული.

P/E კოეფიციენტი კარგი მაჩვენებელია დაუფასებელი აქციების აღმოსაჩენად, მაგრამ მხოლოდ აქედან გამომდინარე მსჯელობა თავისთავად შეცდომაში შემყვანია. იმისათვის, რომ გაიგოთ, არის თუ არა აქცია დაუფასებელი, მისი P/E ამავე ინდუსტრიაში მოღვაწე სხვა კომპანიების ანალოგიურ მაჩვენებელს უნდა შეადაროთ.

მაგალითად, სამშენებლო კომპანიების P/E კოეფიციენტი, როგორც წესი, დაახლოებით 30-ს შეადგენს, მაგრამ ბანკისთვის ასეთი მაღალი P/E უცნაური იქნებოდა. Vulcan Materials-ის JPMorgan Chase-თან შედარება არაფრისმომცემი იქნებოდა.

  1. წმინდა მოგება

კომპანიის წმინდა მოგება არის თანხა, რომელიც მოცემულ პერიოდში საოპერაციო ხარჯების, გაყიდული საქონლის თვითღირებულების, გადასახადებისა და პროცენტების გადახდის შემდეგ დარჩა. ზოგადად, რაც უფრო მაღალია კომპანიის წმინდა მოგება, მით უკეთესია, მაგრამ ზოგჯერ, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს ერთჯერადი მოვლენების გამო, რომლებიც კომპანიის ჩვეული ოპერაციების შესახებ ნამდვილ სურათს არ გვიჩვენებს.

მაგალითად, 2016 წელს ავსტრალიური კომპანიის – Mirvac-ის წმინდა მოგება $447 მილიონიდან $1 მილიარდამდე გაიზარდა, მაგრამ ეს ეს ზრდა თითქმის მხოლოდ საკუთრების საინვესტიციო პორტფელის ღირებულების ზრდით იყო განპირობებული. საოპერაციო მოგება მხოლოდ 6%-ით გაიზარდა.

კომპანიის მოგების შემოწმებისას უმჯობესია წმინდა და საოპერაციო მოგება შეისწავლოთ, რადგან ეს უფრო სრული სურათის დანახვაში დაგეხმარებათ. თითოეული მათგანი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ორი მაჩვენებლის ერთად გამოყენება საუკეთესო შედეგს მოგცემთ.

წინა

Mastercard-ზე ჯერჯერობით რეცესია და ინფლაცია არ მოქმედებს

შემდეგი

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved