• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ უნდა გვაინტერესებდეს კვარტალური ანგარიშები? – ნიკა მაზანაშვილი

ოქტომბერი 30, 2023
in სიახლეები
რატომ უნდა გვაინტერესებდეს კვარტალური ანგარიშები? – ნიკა მაზანაშვილი
გაზიარება

ამერიკული და სხვა ბირჟების ლისტინგში (საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების პროცედურა) არსებულ კომპანიებს საკუთარი რეგულატორისგან დაწესებული აქვს ვალდებულება, რომ სამ თვეში ერთხელ ინვესტორებს და არა მარტო მათ, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ინფორმაცია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამ შედეგებში მოცემულია ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია, როგორიც არის, მაგალითად, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები, მოგება თითო აქციაზე (EPS) და ა. შ. ყველა ეს ინფორმაცია ყოველ სამ თვეში ერთხელ ქვეყნდება, რათა ინვესტორებს შეექმნათ რეალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს კომპანია.

ამასთან, ყველა კომპანიას საკუთარი სპეციფიკა გააჩნია, მაგალითად, Netflix ყურადღებას ამახვილებს გამომწერების რაოდენობაზე, Facebook-ის მენეჯმენტი საუბრობს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობის (DAU) შესახებ.

დღეს კი კვარტალური მონაცემების მნიშვნელობაზე და მის სპეციფიკაზე ნიკა მაზანაშვილთან, Galt & Taggart-ის ასოცირებულ ბროკერთან, ერთად ვისაუბრებთ.

  1. სად შეიძლება კვარტალური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოძიება?

ინფორმაციის ნახვა ბევრგან შეიძლება. პირველ რიგში, თუ ამერიკული კომპანიების შესახებ ვსაუბრობთ, ყველა ეს ფინანსური ანგარიშგება SEC-ის (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) ვებგვერდზე იტვირთება. მეორე წყარო, რაც შეიძლება ინვესტორმა გამოიყენოს, ეს არის თავად კომპანიის ვებგვერდი. თითქმის ყველა კომპანიის ვებგვერდს გააჩნია განყოფილება — Investor Relations, სადაც იტვირთება კომპანიის პრეზენტაციები, კვარტალური შედეგები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ანგარიშგებების გამოცხადებას ძალიან მალევე, 1-2 საათის ინტერვალში აუცილებლად მოსდევს მენეჯმენტის ლაივ ჩართვა. ის შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, Youtube-ის, Zoom-ის ან კომპანიის ვებგვერდის საშუალებით და მასზე დასწრება ყველა ინვესტორს შეუძლია. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ მენეჯმენტს და წარდგენილი ფინანსური შედეგების შესახებ თუნდაც პირდაპირ გენერალური დირექტორისგან გაიგოთ. მენეჯმენტი ისაუბრებს ყველაფერზე — მოგებაზე, რისკებსა და მომავლის პერსპექტივებზე.

მნიშვნელოვანია, თუ რა რისკები არის კომპანიასთან დაკავშირებული და რა სახის ახალი რისკები გამოჩნდა. მენეჯმენტს ამ საკითხების შესახებ საუბრის ვალდებულება გააჩნია. ამასთან ერთად, ძალიან ხშირად კომპანიის მენეჯმენტი აკეთებს პროგნოზებს მომავალ კვარტალთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აქციების ფასებიც საკმაოდ დიდად არის დამოკიდებული ამ შედეგებზე, რადგან როდესაც ანალიტიკოსები აქციების ფასების განსაზღვრის მიზნით გარკვეულ მოდელებს ადგენენ, აქ გათვალისწინებულია ისეთი მაჩვენებლები, როგორიც არის, მაგალითად, კომპანიის ზრდის ტემპი და ფულადი ნაკადები.

  1. როგორ მოქმედებს კვარტალური ანგარიშის შედეგები თავად კომპანიაზე?

პირველ რიგში, ეს შედეგები, რა თქმა უნდა, კომპანიის აქციების ფასზე ზემოქმედებს, მაგრამ მათ შეიძლება სხვაგვარი ზემოქმედებაც ჰქონდეს. მაგალითად, თუ რომელიმე პატარა კომპანია განსაკუთრებით შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს, შესაძლოა, ის დიდი კომპანიის მხრიდან შესყიდვის პრეტენდენტი გახდეს. ამავდროულად, ფინანსურ ანგარიშგებებში ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ბუღალტრული „ხრიკები“, რომელთა საშუალებითაც კომპანიას შეუძლია, ფინანსური მდგომარეობის გარკვეული ასპექტი უკეთესად წარმოაჩინოს და ეცადოს, რომ კონკრეტული ინფორმაცია ბუღალტრულად დაფაროს. მაგალითად, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ის, თუ როგორ ჩამოწერს კომპანია ამორტიზაციას ან როგორ ატარებს ინვენტარიზაციას. შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანია ფინანსურ შედეგებს არსებული სტანდარტების მიხედვით არ აქვეყნებს და ცდილობს, რომ ინვესტორებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალოს, ეს, შესაძლოა, კომპანიაზე ცუდად აისახოს და SEC-ის მიერ მისი დაჯარიმება გამოიწვიოს. უმეტესწილად ეს აქციების ფასზე უარყოფითად ზემოქმედებს.

  1. რატომ არის ეს ინფორმაცია ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი?

ეს ინფორმაცია ინვესტორებს საშუალებას აძლევს, რომ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაში უფრო საფუძვლიანად გაერკვნენ. ამ მიმართულებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების აქციების ფასები. ამ უკანასკნელის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიმართებაშია შედეგები უკვე არსებულ მოლოდინებთან. კვარტალურ ანგარიშებამდე ბევრი ანალიტიკოსი აქვეყნებს პროგნოზებს სხვადასხვა მაჩვენებლებთან დაკავშირებით, როგორიც არის მოსალოდნელი მოგება თითო აქციაზე (estimated EPS), ან მოსალოდნელი ზარალი და ა. შ. შესაბამისად, თუ კომპანია მოსალოდნელზე უფრო მაღალ შედეგებს დააფიქსირებს, ამ დროს, როგორც წესი, აქციის ფასი იზრდება. თუმცა, თუ კომპანიამ წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით შემოსავლების კუთხით ძალიან კარგი — 40%-იანი ზრდა დააფიქსირა, მაგრამ მოლოდინი 50%-იანი მატება იყო, შეიძლება, აქციების ფასი, პირიქით, შემცირდეს, რადგან ინვესტორებს უკვე გათვალისწინებული ჰქონდათ კომპანიის შემოსავლის 50%-იანი ზრდა და, შესაბამისად, ეს 40%-იანი ძალიან კარგი, მაგრამ მოლოდინზე უარესი მატება, შესაძლოა, კომპანიისთვის საკმარისად დადებითი ფაქტორი არ აღმოჩნდეს.

  1. როგორ ხდება შედეგების გაზომვა და შედარება?

როდესაც ანალიტიკოსები ფინანსურ კოეფიციენტებს ანგარიშობენ, გაზომვა, შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს. პირველ რიგში შეგვიძლია არსებული შედეგები კომპანიის წინა კვარტლებს, წინა წლებს შევადაროთ. თუ, მაგალითად, კომპანია ყოველკვარტალურად, ყოველწლიურად იზრდება, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან კარგია და უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს. ასევე, ის, რაც კომპანიის აქციების ფასზე ყველაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს არის ანალიტიკოსების მოლოდინებთან შედარებით დაფიქსირებული შედეგები. მესამე შეიძლება იყოს იმავე ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებთან შედარება. მაგალითად, როგორია სხვა კომპანიების მოგების მარჟა, რა ტემპით იზრდება ეს კომპანიები და ა. შ.

ამ ყველაფრის პარალელურად, ნიკას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებმა კვარტალურ შედეგებს თვალი ადევნონ, რადგან ამ მონაცემებს მოკლევადიან პერსპექტივაში დიდი გავლენა აქვს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის სიმტკიცე მხოლოდ ერთი კვარტალური შედეგით არ განისაზღვროს, რადგან რთული პერიოდების გადატანა ძალიან ძლიერ კომპანიებსაც კი უწევთ.

  ავტორი: გიორგი ბელქანია
წინა

Fed-ის შეხვედრის მოლოდინში აქციების შედეგები განსხვავებულია

შემდეგი

Disney კვლავ ძლიერი დივიდენდური აქციაა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Disney კვლავ ძლიერი დივიდენდური აქციაა?

Disney კვლავ ძლიერი დივიდენდური აქციაა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved