რა მოხდა?
გუშინ აღმოსავლეთის დროით 12:17 საათისთვის PayPal-ის აქციების ფასი დაახლოებით 3.5%-ით იყო გაზრდილი მას შემდეგ, რაც ანალიტიკოსებმა საჯაროდ გამოთქვეს ვარაუდი იმის შესახებ, რომ აქტივისტმა ინვესტორებმა ეს კომპანია მიზანში ამოიღეს.
და რა?
ცოტა ხნის წინ, Bernstein-ის ანალიტიკოსმა – ჰარშიტა რავატმა გამოაქვეყნა კვლევითი ჩანაწერი სათაურით „Can an activist get involved and what can they do?”, რომელშიც აღნიშნავს, რომ 2018 წლის შემდეგ PayPal-ის აქციები ბაზარზე ასეთი დაბალი ფასით არ მიმოიქცეოდა და ხაზს უსვამს, რომ კომპანია თავის კონკურენტებზე უკეთესი წარმადობით გამოირჩეოდა.
რავატმა რეკომენდაცია გაუწია ფეიფალის გაუმჯობესებულ წარმადობას და უფრო სწრაფ ინოვაციას ორგანიზაციული ცვლილებების გზით, ასევე, ვიწრო, მაგრამ, უფრო ფოკუსირებული პრიორიტეტების ნაკრებს.
დონ ბილსონმა – Gordon Haskett-ის ღონისძიებებზე ორიენტირებულმა კვლევის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი – დენ შულმანი მალე 65 წლის გახდება. ეს შეიძლება სწორი მომენტი იყოს აქტივისტი ინვესტორების ჩართვისთვის, რადგან PayPal-ის დირექტორთა საბჭომ ახალი მმართველი უნდა აირჩიოს. ბილსონმა დაასახელა Elliott Management, DE Shaw, Politan Capital და Bill Ackman’s Pershing Square, როგორც პოტენციური აქტივისტ ფონდები, რომლებიც, შეიძლება, ჩაერთონ. თუმცა, Elliot Management-მა ახლახან დაიკავა დიდი პოზიცია Pinterest-ში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის უახლოეს მომავალში PayPal-ით იქნება დაინტერესებული, თუმცა გამორიცხული არაფერია.
ახლა რა?
აქტივისტი ინვესტორების ინტერვენციებმა, შესაძლოა, აქციონერებისთვის კომპანიის ღირებულება გაზარდოს, მაგრამ როდესაც საქმეში ისინი ერთვებიან, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საცალო ინვესტორები ისურვებდნენ.
მიუხედავად ამისა, ფეიფალი მომგებიანია და მან დიდი სარგებელი უნდა მიიღოს, რადგან მეტი გადახდისა და ტრანზაქციის აქტივობა ციფრულ სფეროში გადადის. ფეიფალის აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 27-ს ოდნავ აჭარბებს, ეს თითქმის ყველაზე დაბალი შეფასებაა მას შემდეგ, რაც კომპანია საჯარო გახდა.