S&P 500 იანვრის მაქსიმუმთან შედარებით 20%-ით არის დაქვეითებული და ახალი 52-კვირიანი მინიმუმის მიღწევის ფარგლებში, შესაძლოა, აღსადგენად მზად იყოს – ან, შესაძლოა, არა. ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ S&P 500-ის ნაწილმა კიდევ უფრო დიდი წარუმატებლობა განიცადა და ფართო ბაზრის დახმარებით ან მის გარეშე აღსადგენად მზად არის.
მოდით გადავხედოთ სამ ყველაზე მეტად დაზარალებულ აქციას, რომელში ინვესტირებაც გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს შეუძლიათ.
- Dexcom
Dexcom დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის გლუკოზის მონიტორებს აწარმოებს. ფაქტობრივად, მისი “G” სერიის მოწყობილობები ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ აშშ-ის გლუკოზის მონიტორების ბაზრის ნახევარზე მეტი გააკონტროლოს. ის ფაქტი, რომ მისი მონიტორების მართვა სმარტფონის აპლიკაციით არის შესაძლებელი, ასევე, დიდი უპირატესობაა. ეს კარგად ჩანს Dexcom-ის ფინანსურ შედეგებში: შარშანდელი შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და მოგებაც შესაბამისი ტემპით იზრდება.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია პროგნოზირებს, რომ პლანეტის მზარდი მოსახლეობის 10.9%-ს 2045 წლისთვის დიაბეტის დიაგნოზს დაუსვამენ. ამ პერიოდის განმავლობაში გლობალური მოსახლეობის ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 700 მილიონიდან 1 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს. ყველა მათგანს გლუკოზის მონიტორები არ დასჭირდება და ამჟამად, მიუხედავად საჭიროებისა, ბევრი დიაბეტით დაავადებული მათ არ იყენებს. ეს არის ნაწილი იმ მიზეზისა, რომ წლევანდელი და მომავალი წლის შემოსავალი 20%-მდე გაიზრდება.
- General Electric
კოვიდ-19-ის დაწყების შემდეგ გართულდა იმის გარკვევა, თუ რომელი სუსტი წერტილები იყო თავად კომპანიისთვის დამახასიათებელი და რომელი მიეკუთვნებოდა გლობალური მიწოდების ჯაჭვის რღვევას.
პანდემიის მტვერი საბოლოოდ იფანტება და ჩვენ უფრო ნათელ სურათს ვიღებთ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია General Electric და პერსპექტივა კარგად გამოიყურება. უფრო მჭიდრო ფოკუსირებით ისეთ სფეროებზე, როგორებიც არის განახლებადი ენერგია, ჯანდაცვა და თვითმფრინავების ნაწილები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის, ასევე, თვითმფრინავების ლიზინგის ოპერაციების გაყიდვის ბიზნესებიდან გამოსვლის შემდეგ, კომპანია ახლა მოელის, რომ ამ წელს თავისუფალი ფულადი ნაკადები $5.5-$6.5 მილიარდს შეადგენს, ხოლო 2023 წელს – $7 მილიარდს. წინა წელს ეს მაჩვენებელი $5.1 მილიარდს უტოლდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ General Electric სწორ გზაზეა.
ბიზნესების დივესტირების გზით ფისკალური წარმატების შემდეგ, General Electric-ის წარმომადგენლები კომპანიის სამ ცალკეულ სუბიექტად დაყოფას გეგმავენ. განაწილების ვარდები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ ამ ნაბიჯმა ბიზნესს ღირებულება უნდა შესძინოს და ინვესტორებს საშუალება უნდა მისცეს, რომ ამჟამინდელი ორგანიზაციის ის ნაწილი აირჩიონ, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ.
გასული წლის ბოლოდან General Electric-ის აქციების ფასი 30%-ზე მეტით შემცირდა. კომპანიის დაყოფა ძალიან საჭირო ნაბიჯია, რომელმაც კომპანიის რთული ჩარჩოს ხაფანგში გამომწყვდეული ღირებულება უნდა გაათავისუფლოს.
- Walt Disney
და ბოლოს, 12-თვიანი 47%-იანი მარშრუტის შემდეგ, რომელმაც აქციები გასულ კვირას ახალ 52-კვირიან მინიმუმამდე მიიყვანა, შესაძლოა, მიმზიდველი გრძელვადიანი შესყიდვა იყოს.
გართობის სექტორის გიგანტი ახლა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ეს მოიცავს მის სტრიმინგ სერვისებზე დარეგისტრირების უეცარ შენელებას, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის კომპანიის დასახულ მიზანს – 2024 წლისთვის 230 მილიონი სტრიმინგის გამომწერის მიღწევას. გრძელვადიანი ეკონომიკური სისუსტე, რა თქმა უნდა, ასევე დისნეის წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან პოტენციური დამსვენებლებისთვის მისი თემატური პარკებისა და სასტუმროების სერვისების მიყიდვა უფრო რთული იქნება.
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო 2020 წლის მეორე ნახევრიდან ყველა კინო სტუდია და თეატრი დაიხურა, გაურკვეველი იყო შეძლებდა თუ არა კინოს ბიზნესი უწინდელი მდგომარეობის დაბრუნებას. თუმცა, ახლა სწორედ ეს ხდება. Box Office Mojo-ს მონაცემები მიუთითებს, რომ წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის შაბათ-კვირას ბილეთების გაყიდვამ 2019 წლის შაბათ-კვირის შემოსავალს გადააჭარბა. წლევანდელი 10 ყველაზე შემოსავლიანი ფილმიდან დღემდე მათგან სამი დისნეის ფილმია.
რაც შეეხება მის პარკებსა და სასტუმროებს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური წინაღობები, როგორც ჩანს, სავარაუდოდ, კომპანიას ზიანს მიაყენებს, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი – ბენჟამინ სუინბერნი ყველაფერს სხვა პერსპექტივიდან ხედავს. მისი აზრით თემატური პარკების მტკიცე მდგომარეობაზე დიდი ზეგავლენა სწორედ პანდემიის დროს შეკავებულმა მოთხოვნამ იქონია.