2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ისტორია დასასრულს უახლოვდება – ილონ მასკი წყვეტს თავის გარიგებას Twitter-ის შეძენის შესახებ. ამ სიახლემ რამდენიმე საათის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით – $34-მდე შეამცირა, რაც საკმაოდ ჩამოუვარდება ილონ მასკის მიერ შეთავაზებულ ფასს – $54.20 თითო აქციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მასკმა, შესაძლოა არ შეიძინოს ტვიტერი, არის თუ არა ეს შესაძლებლობა ინვესტორებისთვის, რომ ამ კომპანიაში პოზიციები დაიკავონ? ტვიტერი ჯერ კიდევ სოციალური მედიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ კომპანიად რჩება.
მომხმარებელთა მონაცემები
პირველ რიგში საჭიროა იმ გაგება, თუ რატომ შეწყვიტა მასკმა გარიგება. ყველაზე დიდი პრობლემა იყო Twitter-ის უარი ყალბი ანგარიშების შესახებ სრული მონაცემების მიწოდებაზე. ეს მონაცემები კრიტიკულია, რადგან ის განსაზღვრავს, თუ რამდენი მომხმარებლების მონეტიზაციაა შესაძლებელი. კომპანია შემოსავლის უმეტეს ნაწილს (93% პირველ კვარტალში) რეკლამიდან იღებს. თუ Twitter ვერ იძლევა გარანტიას, რომ რეკლამის მაყურებელთა უმეტესობას უნიკალური ადამიანები შეადგენენ, მაშინ ფასი, რომელსაც კომპანიები რეკლამებისთვის იხდიან, არსებითად შემცირდება.
დიდი ხანია, რაც ტვიტერი ირწმუნება, რომ ყალბი ანგარიშების რაოდენობა მთლიან მომხმარებელთა 5%-ზე ნაკლებია, მაგრამ მასკს სურდა, რომ ეს ციფრები თავად ენახა.
პირველ კვარტალში Twitter-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მონეტიზაციადი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (mDAU) რაოდენობა 229 მილიონს შეადგენდა. თუმცა, მათ, გამოთვლის შეცდომების გამო, ბოლო ხუთი კვარტლისთვის ადრე გამოცხადებული mDAU-ების გადახედვა მოუწიათ. ეს შეცდომა მენეჯმენტის მიერ მოწოდებულ მონაცემებთან დაკავშირებით ნაკლებ ნდობას იწვევს.
Twitter-ის საპასუხო ნაბიჯი
Twitter-ის მენეჯმენტი ამ ხელშეკრულების დათმობას არ აპირებს. მათ გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიას შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია. ასევე ნათქვამია, რომ მასკმა და მისმა გუნდმა თავდაპირველი კონტაქტის პირობები „შეგნებულად“ და „ნებაყოფლობით“ დაარღვიეს.
წერილში არ იყო გამჟღავნებული, მიაწოდა თუ არა კომპანიამ მასკს მომხმარებელთა მონაცემები, რომელსაც ის ითხოვდა. საბოლოოდ, ალბათ, ყველაფერი სასამართლოში გადაწყდება.
რა არის შემდეგი?
შესაძლოა, მოვლენები შემდეგი სცენარით განვითარდეს:
- მასკი (ან ტვიტერი), შეთანხმების ჩაშლის გამო, გადაიხდის $1 მილიარდს, თითოეული სუბიექტი თავის გზას გაუყვება და გაწელილ სასამართლო პროცესებს თავიდან აიცილებს.
- სასამართლო აიძულებს Twitter-ს, რომ მასკს მონაცემები გაუმჟღავნოს, რაც ჯერ კიდევ ღიად ტოვებს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო მენეჯმენტი.
- სასამართლო მხარს დაუჭერს ტვიტერს და მასკს მოუწევს გადაწყვიტოს, სურს თუ არა კომპანიის შეძენის პროცედურის გაგრძელება.
არცერთი ვარიანტი იდეალური არ არის და ამ მოცემულობით თითოეულს შეუძლია თავისი სიმართლის დამტკიცება.
თუმცა, იმის გამო, რომ აქციები ახლა გამოსყიდვის ფასზე საკმაოდ დაბალია, არის თუ არა ეს კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დიდი საარბიტრაჟო მოგება მივიღოთ?
უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა Twitter-ის შესაძენად?
პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 16%-ით – $1.2 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა, ხარჯებმა უფრო სწრაფად 35%-ით მოიმატა.
Twitter პირველ კვარტალში მომგებიანი იყო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ MoPub (მობილური რეკლამის გამოქვეყნების პლატფორმა) $1.05 მილიარდად. ამის გარეშე ის კვარტალში დაახლოებით $128 მილიონს დაკარგავდა.
თუმცა, ბევრი კომპანია, სავარაუდოდ, კითხულობს მასკის მიერ გაგზავნის შეწყვეტილ წერილს და აღნიშნავს Twitter-ის უარს მომხმარებლების შესაბამისი მონაცემების მიწოდებაზე. ეს უარი, ალბათ, გრძელვადიან მავნე ზეგავლენას იქონიებს Twitter-ის სარეკლამო ბრენდზე.
როგორც ინვესტორი, რთულია ენდო კომპანიის მენეჯმენტს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ სენტიმენტს როგორც მასკი, ასევე, Twitter-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი – ჯეკ დორსი იზიარებს.