• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 საუკეთესო სექტორი, რომელში ინვესტირებაც ახლა ღირს

ივნისი 28, 2022
in სიახლეები
2 საუკეთესო სექტორი, რომელში ინვესტირებაც ახლა ღირს
გაზიარება

აქცია ერთგვარი მცენარეა: სხვადასხვა მცენარეებისთვის განსხვავებული სეზონებია ნაყოფიერი. ანალოგიურად, სხვადასხვა ტიპის აქციებს სხვადასხვა „სეზონზე“ განსხვავებული წარმადობა ახასიათებს.

ჩვენ ახლა ძირითადად უნაყოფო სეზონში ვიმყოფებით. ძირითადი საბაზრო ინდექსები bear market-ის ტერიტორიაზეა. თუმცა, გარკვეული ტიპის აქციები ყვავის. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ორ სექტორზე, რომელიც ახლა ინვესტირებისთვის საუკეთესოა.

Energy Sector
  1. ენერგეტიკული სექტორი

10 ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალის მქონე აქციებიდან, რომელთა ფასებიც დღემდე 20%-ით ან მეტით გაიზარდა, 7 არის ენერგეტიკული სექტორის აქცია.

ExxonMobil არის ყველაზე დიდი ენერგეტიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალი $350 მილიარდს აჭარბებს. მისი აქციების ფასი წლის განმავლობაში 40%-ით ხოლო ამ თვის დასაწყისში 71%-ით გაიზარდა.

მეორე უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ – Chevron-მა, ასევე, შთამბეჭდავი ზრდა განიცადა. ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტის აქციების ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა.

ენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან გლობალური ეკონომიკა კოვიდ-19-ის ჩრდილიდან გამოდის და რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეაფერხა. მაღალი მოთხოვნისა და დაბალი მიწოდების კომბინაცია აუცილებლად უფრო მაღალ ფასებს იწვევს.

მაგრამ გვიანია თუ არა ამ სექტორის აქციების შეძენა? უორენ ბაფეტი ასე არ ფიქრობს. მან ახლახან Occidental Petroleum-ის კიდევ უფრო მეტი აქცია შეიძინა.

შესაძლებელია, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასები გარკვეულწილად დაეცეს. თუმცა, ევროკავშირი გეგმავს, რომ წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილი აკრძალოს. შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს ნავთობის მაღალი ფასების შენარჩუნებას.

Healthcare Sector
  1. ჯანდაცვა

იმ 10 ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალის მქონე აქციებიდან, რომელთა ფასებიც დღემდე 20%-ით ან მეტით გაიზარდა, დანარჩენი სამი ჯანდაცვის სექტორს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, 2022 წელს ჯანდაცვის სექტორის ყველა აქციას პოზიტიური წარმადობა არ ახასიათებს, მაგრამ რამდენიმე მსხვილი მედიკამენტების მწარმოებლის აქციების ფასები გაიზარდა.

განსაკუთრებით გამოირჩევა Vertex Pharmaceuticals. მსხვილი ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი ამ წელს თითქმის 30%-ით გაიზარდა.

Bristol Myers Squibb არც თუ ისე ჩამორჩება Vertex-ს. ბიოფარმაცევტული კომპანიის აქციების ფასი დღემდე 25%-ზე მეტით გაიზარდა.

ამ და მედიკამენტების მწარმოებელი სხვა კომპანიების აქციები მთლიანობაში კარგ მდგომარეობაშია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთი ინვესტორი მათ უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევს. ექიმები არ შეწყვეტენ Vertex-ისა და Bristol Myers Squibb-ის მედიკამენტების გამოწერას მხოლოდ იმიტომ, რომ ინფლაცია მაღალია ან საპროცენტო განაკვეთები იზრდება. მედიკამენტების მსხვილი მწარმოებლები, როგორც წესი, სტაბილურ ფულად ნაკადებს აწარმოებს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი დივიდენდებსაც იხდის (თუმცა არა Vertex).

Vertex-მა და Bristol Myers Squibb-მა თავის კონკურენტებს აჯობა, თუმცა, საკუთარი უნიკალური კატალიზატორების გამო. ორივე კომპანიამ წელს დადებითი კლინიკური და მარეგულირებელი განვითარებით ისარგებლა.

მაგალითად, მარტში Vertex-ის VX-147, რომელიც APOL1-ით გამოწვეული თირკმლის დაავადების სამკურნალოდ არის განკუთვნილი, ტესტირების ბოლო სტადიაზე გადავიდა. ამ თვის დასაწყისში ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა მოიპოვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) აღნიშვნა და, ასევე, პრიორიტეტული მედიკამენტების (PRIME) აღნიშვნა ევროპის მედიკამენტების სააგენტოსგან.

Bristol Myers Squibb-ს, ასევე, ბევრი კარგი ამბავი ჰქონდა, მათ შორის, თებერვალში mavacamten-ის ტესტირების ბოლო ეტაპზე დადებითი შედეგების გამოცხადება. FDA-მ გულის უკმარისობის წამალი აპრილში დაამტკიცა. Bristol Myers Squibb-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ mavacamten-ს მინიმუმ $4 მილიარდის ტოლი პიკური წლიური გაყიდვები გამოიმუშაოს.

ჯანდაცვის აქციებში ინვესტირებამდე ინვესტორებმა კომპანიები საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიონ, რადგან ეკონომიკური წინააღმდეგობების მიმართ ზოგიერთი კომპანია უფრო მგრძნობიარე იქნება, ვიდრე სხვები. თუმცა, მედიკამენტების მსხვილმა მწარმოებლებმა, რომლებიც ბაზარზე კარგად არის პოზიციონირებული, შესაძლოა, მიმდინარე წელს ზრდა განიცადოს.

წინა

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

შემდეგი

როგორ განვაგრძოთ ინვესტირება მაღალი ინფლაციის პირობებში?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ განვაგრძოთ ინვესტირება მაღალი ინფლაციის პირობებში?

როგორ განვაგრძოთ ინვესტირება მაღალი ინფლაციის პირობებში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved