• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

ივნისი 28, 2022
in სიახლეები
3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ
გაზიარება

შესაძლოა, მიმდინარე კვირაში Micron Technology, Bed Bath & Beyond და National Beverage იყოს აქციები, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

Micron Technology

Micron Technology

Micron Technology არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებიც ამ კვირაში ფინანსურ შედეგებს წარადგენს. ნახევარგამტარების წამყვანი მწარმოებელი თავის კვარტალურ შედეგებს ხუთშაბათს [30 ივნისი] ბაზრის დახურვის შემდეგ გამოავლენს. Micron-ის მეხსიერებისა და მონაცემთა შენახვის გადაწყვეტები გვხვდება ყველაფერში, კომპიუტერებით დაწყებული, სამომხმარებლო ელექტრონიკით და ავტომობილებით დამთავრებული, ასე რომ, ადვილი გასაგებია, თუ რატომ იქნება კომპანია დაუცველი გლობალური ეკონომიკის შენელების მიმართ.

როგორც ჩანს, გასული თვის განმავლობაში ანალიტიკოსებმა თავიანთი მოლოდინები არა მხოლოდ ამ წლისთვის, არამედ ფისკალური 2023 წლისთვისაც შეამცირეს. Micron Technology-ის აქვს უოლ სტრიტის მოლოდინების დამარცხების შთამბეჭდავი ისტორია. ამჟამად კომპანიის აქციები ბაზარზე საკმაოდ იაფად მიმოიქცევა – P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 7-ს უტოლდება, ხოლო ფორვარდული P/E – 6-ს. თუმცა, Micron-ის პროდუქციის პორტფელის ნახევარზე მეტი სამომხმარებლო ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ამ რთულ ეკონომიკურ კლიმატში კომპანია უფრო დაუცველია, ვიდრე, შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს.

Bed Bath & Beyond

Bed Bath & Beyond

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საცალო ვაჭრობის კომპანიების მიერ წარდგენილი ანგარიშებიდან ერთი ტენდენცია გამოვლინდა: მომხმარებლებს თავიანთი ხარჯვის ჩვევები საყოფაცხოვრებო საქონლიდან გამოცდილებაზე გადააქვთ. ეს ფულადი მიგრაცია არ არის კარგი Bed Bath & Beyond-ისთვის, რომელიც კვარტალურ ანგარიშს ხვალ დილით წარადგენს.

შეიძლება ვიკამათოთ, რომ Bed Bath & Beyond-ის უხეში წარმადობა უკვე არის ფასში ასახული. კომპანიის აქციების ფასი ამჟამად ერთნიშნაა ($6.75). აქციამ ახალი სავაჭრო კვირა გასული წლის ივნისთან შედარებით 84%-ით შემცირებული ფასით დაიწყო.

Bed Bath & Beyond ბოლო ოთხი მოხსენებიდან თითოეულში ძალიან ჩამოუვარდა ანალიტიკოსების პროგნოზებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წელს გაყიდვები შემცირდება, თუ ეს მოლოდინი გამართლდა, ეს იქნება ზედიზედ მეხუთე წელი, როდესაც კომპანიის გაყიდვები არასწორი მიმართულებით მოძრაობს. მომგებიანობის დაბრუნებამდე სულ მცირე ორი წელია დარჩენილი და საცალო ვაჭრობა ამდენად მომთმენი სფერო არ არის.

National Beverage

National Beverage

რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც National Beverage-მა თავისი LaCroix არომატიზებული ცქრიალა სასმელების ხაზის მიმართულებით დიდ წარმატებებს მიაღწია. სასმელების გიგანტმა მომხმარებელთა ტრადიციული გაზიანი სასმელებისგან გადართვის საშუალება იპოვა, მაგრამ ახლა ბაზარზე ხალხმრავლობაა.

უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც National Beverage-მა წლიური გაყიდვები ორნიშნა პროცენტებით გაზარდა. ბოლო კვარტლების განმავლობაში კომპანია ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამორჩება. ძნელია გაამართლო 28-ის ტოლი P/E კოეფიციენტი რთულ ბაზარზე მოღვაწე კომპანიისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, გაყიდვების ერთნიშნა პროცენტულ ზრდაშია ჩაკეტილი.

LaCroix არ გამქრალა, თუმცა ის ვეღარ გამოირჩევა ისე, როგორც ადრე და სხვა ზრდის კატალიზატორები არ ჩანს.

თუ ამ კვირაში უსაფრთხო ინვესტიციებს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი Micron Technology-ში, Bed Bath & Beyond-ში და National Beverage-ში აღმოაჩინოთ.

წინა

3 რამ, რასაც საზრიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

შემდეგი

2 საუკეთესო სექტორი, რომელში ინვესტირებაც ახლა ღირს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
2 საუკეთესო სექტორი, რომელში ინვესტირებაც ახლა ღირს

2 საუკეთესო სექტორი, რომელში ინვესტირებაც ახლა ღირს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved