• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Mastecard-ის, PayPal-ისა და StoneCo-ს აქციების ფასები?

ივნისი 17, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ Mastecard-ის, PayPal-ისა და StoneCo-ს აქციების ფასები?
გაზიარება

რა მოხდა?

რამდენიმე მსხვილი გადახდის კომპანიის აქციამ გუშინ დარტყმა განიცადა, რადგან საფონდო ბირჟაზე მასიური გაყიდვები დაფიქსირდა ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შემდეგ და ინვესტორები უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან მაკროეკონომიკური პერსპექტივით.

Mastercard-ის აქციების ფასი აღმოსავლეთის დროით 13:10 საათზე თითქმის 5%-ით შემცირდა, Paypal-ის – დაახლოებით 5.5%-ით, ხოლო ბრაზილიური ფინტექ კომპანიის – StoneCo-ს აქციების ფასი 8%-ზე მეტად დაეცა.

და რა?

ოთხშაბათს [15 ივნისი] Fed-მა საორიენტაციო განაკვეთი 75 ბაზისური პუნქტით გაზარდა. 1994 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი ნაბიჯია, რომელიც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ერთ შეხვედრაზე გადადგა. ფედერალური რეზერვების განაკვეთი ახლა 1.5%-1.75%-ის ფარგლებშია.

Stock Prices Falling

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მთავრობამ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შესახებ მოხსენება წარადგინა. ეს ინდექსი ზომავს ინფლაციას ჩვეულებრივ შეძენილი საქონლისა და მომსახურების კალათის ფასებზე დაყრდნობით. მაისში CPI წლიდან წლამდე 8.6%-ით გაიზარდა. ეს არა მხოლოდ იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ეკონომისტები ელოდნენ, არამედ, იმის მანიშნებელია, რომ, შესაძლოა, ინფლაცია პიკამდე ჯერ არ მისულა. ამის საპასუხოდ, Fed-მა გადაწყვიტა საპროცენტო განაკვეთების 75 საბაზისო პუნქტით გაზრდა, განსხვავებით 50 საბაზისო პუნქტიანი ზრდისა, რომელსაც ბაზარი რამდენიმე დღის წინ ელოდა. Fed-ის თავმჯდომარემ – ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა, სავარაუდოდ, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს კიდევ 50 ან 75 საბაზისო პუნქტით ივლისის მომდევნო შეხვედრაზე.

Mastercard-ის, Paypal-ისა და StoneCo-ს ბიზნესები საკმაოდ არის დამოკიდებული სამომხმარებლო ხარჯებსა და ბიზნეს აქტივობაზე. ახლა ინვესტორები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სანამ მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება, Fed-ს მოუწევს აგრესიული მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნოს, რაც რეცესიის ან სტაგფლაციის ალბათობას ზრდის.

„როგორც ატლასი, რომელსაც მსოფლიო თავის მხრებზე აქვს, მომხმარებელი მთელი წლის განმავლობაში მხარს უჭერს აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას. მაგრამ ეს, შესაძლოა, შეიცვალოს“ – წერდა ახლახან Barclay-ის სტრატეგისტების გუნდი კვლევით ჩანაწერში.

ცოტა ხნის წინ, მსხვილმა საცალო მოვაჭრეებმა, როგორიც არის Target, აღნიშნეს, რომ ამ მომენტისათვის მათი მარაგების დონე საკმაოდ მაღალია, რადგან მომხმარებლები უფრო პირველადი მოხმარების საქონლის ყიდვაზე გადავიდნენ.

ახლა რა?

ცხადია, რომ ეკონომიკური გარემო მკაცრდება და ეს ფაქტი, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილი სამი საგადახდო კომპანიისთვის პრობლემური იყოს.

თუმცა, Mastercard-მა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გადახდის კომპანია შექმნა და მას შეუძლია, რომ მაღალი ინფლაციის პირობებშიც შეინარჩუნოს სიმტკიცე, რადგან, შესყიდვების გაძვირებასთან ერთად, ამ შესყიდვებზე კომპანიის ტრანზაქციების საკომისიოც იზრდება. სამომხმარებლო ხარჯების შემცირება მისი ბიზნესისთვის საზიანო იქნება, მაგრამ კომპანია საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ რეცესიას გაუძლოს და ციფრული გადახდებზე გადასვლის სახით, წინ ნათელი მომავალი ელის. იმავეს თქმა შეიძლება Paypal-ის შესახებ.

StoneCo ბევრად უფრო სარისკო მდგომარეობაშია, ვიდრე ეს ორი, რადგან ეს კომპანია უფრო ადრეულ ეტაპებზე იმყოფება და მოღვაწეობს ლათინური ამერიკის ეკონომიკაში, რომელიც, შეიძლება, მომდევნო წლებში უფრო არასტაბილური და მკაცრი იყოს.

წინა

მარტივი გზა საფონდო ბირჟის ვარდნისას ფულის შესანარჩუნებლად

შემდეგი

3 რამ, რაც Twitter-ის შესახებ საზრიანმა ინვესტორებმა იციან

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 რამ, რაც Twitter-ის შესახებ საზრიანმა ინვესტორებმა იციან

3 რამ, რაც Twitter-ის შესახებ საზრიანმა ინვესტორებმა იციან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved