• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 ტოპ ამერიკული აქცია, რომელსაც ივნისში უნდა დააკვირდეთ

ივნისი 15, 2022
in სიახლეები
2 ტოპ ამერიკული აქცია, რომელსაც ივნისში უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

აშშ-ში ინფლაციამ ახლახან მიაღწია ახალ 40-წლიან მაქსიმუმს – 8.6%-ს და ეკონომისტები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ძალიან მალე ეს მაჩვენებელი 9%-მდე ავიდეს. ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) მზად არის, კვლავ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები და ფინანსური ოფიცრების ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, რეცესია გარდაუვალია და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია.

წლის დასაწყისიდან S&P 500-ის ფასი 20%-ზე მეტით არის შემცირებული და ინდექსი bear market-ის ტერიტორიაზეა.

Dry Powder

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა უარყოფითი იყოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მკვეთრ კორექციებს bull market მოჰყვება. საზრიანი ინვესტორები „მშრალ დენთს“ (ეს არის ნაღდი ფული ან ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაბალი რისკის შემცველია და ხასიათდება მაღალი ლიკვიდურობით – შეიძლება ნაღდ ფულად მარტივად გადაიქცეს) სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის ინახავენ, რათა ძლიერი კომპანიების აქციების ყიდვა ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ.

ამ სტატიაში კი განვიხილავთ აშშ-ის ორ აქციას, რომელსაც ამ თვეში უნდა დააკვირდეთ.

Franklin Resources

აქტივების მენეჯერს – Franklin Resourses-ს ფისკალური მეორე კვარტლის ბოლოს მმართველობის ქვეშ $1.5 ტრილიონის ღირებულების აქტივები ჰქონდა. ამან რეალურად ასახა $11.7 მილიარდის წმინდა გადინება, მაგრამ, მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ აქციამ, თავისი ბოლო უმაღლესი მაჩვენებლებიდან 40% დაკარგა, კომპანია ფინანსურად მყარი რჩება. კვარტალური მოგება შემცირდა, რადგან კომპანია ფულს გამოიმუშავებს იმ აქტივებიდან მიღებული საკომისიოთი, რომელსაც ის მართავს და ბაზრის ვარდნასთან ერთად კი ინვესტორები ფრთხილობენ.

თუმცა, Franklin თავის ბაზისა და რესურსების გამყარებას აგრძელებს. მან ცოტა ხნის წინ Lexington Partners იყიდა, ეს არის ალტერნატიული აქტივების ფირმა, რომელიც Franklin-ის არსებულ შესაძლებლობებს უძრავი ქონების, კერძო კრედიტისა და ჰეჯ-ფონდების სტრატეგიების მიმართულებით აძლიერებს. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა ორი კვირის წინ განაცხადეს, რომ New York Mellon-ისგან BNY Alcentra Group-ს ყიდულობს. ეს ნაბიჯი კი Franklin-ს წვდომას აძლევს ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს საკრედიტო და კერძო ვალის მენეჯერზე.

Franklin Resources უკვე ზედიზედ 41 წელია, რაც დივიდენდებს ყოველწლიურად ზრდის. გასულ კვირას კომპანიამ დივიდენდური ანაზღაურება 4%-ით – ერთ აქციაზე $0.29-მდე გაზარდა. შესაბამისად, Franklin დივიდენდ არისტოკრატების რიგებში შედის და მისი ყოველწლიური დივიდენდური სარგებელი ამჟამად 4.7%-ს უტოლდება. კომპანია ინვესტორებს შანსს აძლევს, რომ bull market-ის დროს დიდი მოგება მიიღონ, ხოლო ბაზრის ვარდნისას საკუთარი შემოსავალი დაიცვან.

Sysco

კვების სერვისების გიგანტის – Sysco-ს ხარჯები, საწვავის ფასის მატებასთან ერთად გაიზრდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძლიერი კომპანიაა.

სურსათის სერვისების ლიდერის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა არ შემცირებულა და რადგან კომპანია რესტორნებს ყველა ფასის დონეზე ემსახურება, ამ დივერსიფიკაციის წყალობით, Sysco გარკვეულწილად დაცულია. უფრო მეტიც, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საკვების ფასების მატების შედეგად, გარეთ ჭამა უკვე აღარ ჩანს ისეთი ძვირი ალტერნატივა, როგორც ადრე.

იმის გამო, რომ Sysco არის საკვების პროდუქტების უმსხვილესი დისტრიბუტორი, კომპანიის ფართო ქსელმა მას საშუალება მისცა, რომ თავიდან აიცილოს მრავალი პრობლემა, რომლებსაც სხვები მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების გამო აწყდებიან. ამან Sysco-ს საშუალება მისცა, რომ თავისი საბაზრო წილი 17%-ით, ხოლო მთელი წლის მოგების პროგნოზი ერთ აქციაზე – $3-$3.1-დან $3.16-$3.26-მდე გაეზარდა.

გარდა ამისა, Sysco 1970 წელს საჯარო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ დივიდენდებს იხდის და ზედიზედ 52 წელია, რაც დივიდენდურ ანაზღაურებას ზრდის. ეს ფაქტი კი კომპანიას დივიდენდ მეფედ აქცევს.

წინა

რამდენად შორს შეიძლება წავიდეს საფონდო ბირჟის ვარდნა?

შემდეგი

Airbnb-ის აქციები: Bull Vs. Bear

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Airbnb-ის აქციები: Bull Vs. Bear

Airbnb-ის აქციები: Bull Vs. Bear

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved