• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რამდენად შორს შეიძლება წავიდეს საფონდო ბირჟის ვარდნა?

ივნისი 14, 2022
in ინვესტიციის ანბანი
გაზიარება

2022 წელი ინვესტორებისთვის რთულად დაიწყო. იანვრის პირველი კვირიდან, როდესაც Dow Jones Industrial Average-მა და S&P 500-მა თავიანთ ყველა დროის მაქსიმუმებს მიაღწია, ორივე ინდექსი 10%-ით შემცირდა და კორექციის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

იმავდროულად, ტექნოლოგიური აქციებით დატვირთულმა ინდექსმა – Nasdaq Composite-მა კიდევ უფრო დიდი ზარალი განიცადა. ნოემბერში რეკორდული მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ, ის 31%-ით შემცირდა და bear market-ზე აღმოჩნდა.

გაზრდილი ცვალებადობისა და არაპროგნოზირებადობის ფონზე ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ინვესტორების გონებაში ტრიალებს არის შემდეგი: რამდენად დაეცემა საფონდო ბირჟა?

Market Crash

ეს ინდიკატორი კიდევ ბევრი ვარდნის შესაძლებლობაზე მიუთითებს

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. წინასწარ არასოდეს ვიცით, თუ როდის დაიწყება კორექცია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი ან რამდენად მკვეთრი იქნება ვარდნა. თუმცა, წვდომა გაგვაჩნია ეკონომიკურ მონაცემებზე, რომლებმაც, შესაძლოა, მოგვცეს მინიშნებები იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი ვარდნა მოელის Dow Jones-ს, S&P 500-ს და Nasdaq Composite-ს.

ერთი ინდიკატორი, შეიძლება, განსაკუთრებით გამოსადეგი იყოს იმის დასადგენად, თუ რამდენად დაბლა ჩაძირვის პოტენციალი გააჩნია საფონდო ბირჟას, ეს არის ზღვრული დავალიანება.

ზღვრული დავალიანება აღწერს იმ თანხებს, რომლებსაც ინვესტორები სესხად იღებენ, პროცენტით, ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის ან მათზე ფსონის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ სესხის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მოგება, თუ ფასიანი ქაღალდის გადაადგილების სწორი მიმართულებით გააკეთებთ ფსონს, მას, ასევე, შეცდომის შემთხვევაში, თქვენი ზარალის სწრაფად გაზრდა შეუძლია. ზღვრული დავალიანებით არასწორი ფსონის გაკეთების შედეგად, შესაძლოა, თქვენმა ბროკერმა დამატებითი გირაოს ჩადება ან თქვენი პოზიციის ზარალის ლიკვიდაცია მოგთხოვოთ, ამას margin call ეწოდება.

მაგალითად, ზღვრული დავალიანება 1999 წლიდან 2000 წლამდე 80%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ კი dot-com-ის ბუმმა S&P 500-ს ღირებულების ნახევარი დააკარგვინა, ხოლო Nasdaq-ს – 75%.

ეს 7 წლის შემდეგ ისევ განმეორდა, როდესაც 2006 წლის ივნისიდან 2007 წლის ივნისამდე ზღვრული დავალიანება 62%-ით გაიზარდა. ეს იყო ფინანსური კრიზისია და დიდი რეცესიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. შედეგად, S&P 500-ის ღირებულება 57%-ით შემცირდა.
FINRA Margin Debt

და ბოლოს, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე, ზღვრული დავალიანება 72%-ით გაიზარდა. თუ ისტორიას დავუჯერებთ, S&P 500-მა, შესაძლოა, თავისი ღირებულების ნახევარი დაკარგოს.

რამდენიმე გაფრთხილება უნდა გახსოვდეთ

თუმცა არსებობს რამდენიმე გაფრთხილება, რომელიც უნდა გვახსოვდეს, როდესაც საფონდო ბირჟის მომავალი სვლების ინდიკატორად ზღვრულ დავალიანებას ვიყენებთ.

ფაქტორები, რომლებიც საფონდო ბირჟის კორექციასა და bear market-ს იწვევს, თითოეული მოვლენისთვის უნიკალურია. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში, dot-com-ის ბუმი გამოწვეული იყო dot-com-ის კომპანიებში ინვესტორების ირაციონალური სიმრავლით.

უოლ სტრიტს მოსწონს, როდესაც ისტორია „ირითმება“. რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს და ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმზეა, პრეცედენტი არ არსებობს. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო ამძაფრებს გაურკვევლობას.

კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელიც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ რაც არ უნდა პირქუში იყოს პროგნოზები, აშშ-ის სამივე ძირითადმა ინდექსმა ყველა წინა კორექცია, თუ bear ბაზარი გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ვარდნას, შესაძლოა, აღსადგენად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, ისტორია ცალსახად გვიჩვენებს, რომ აქციების ყიდვა და მათი ხანგრძლივად შენახვა, როგორც წესი, ის სტრატეგიაა, რომელიც ფულის გამომუშავებაში გვეხმარება.

Investor

Bear Market-ის დროს ინვესტირების რამდენიმე ჭკვიანური გზა არსებობს

დოლარის ღირებულების გაშუალედება არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი.

ასევე, შეიძლება, კარგი არჩევანი იყოს დივიდენდური აქციების შეძენა. კომპანიები, რომლებიც დივიდენდებს იხდის, ხშირად, დროში გამოცდილია. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ დივიდენდური აქციები გრძელვადიან პერსპექტივაში არადივიდენდურ აქციებს სჯობნის.

ძირითადი საჭიროების კომპანიების აქციები, ასევე, შეიძლება, bear ბაზრის დროს კარგი არჩევანი იყოს. მაგალითად, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ბაზარი, ფაქტი, რომ ადამიანები ავადდებიან და სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ – არ იცვლება. ეს ქმნის მოთხოვნის საბაზისო დონეს წამლების მწარმოებლებზე, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლებზე და ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებზე.

კიდევ ერთი მაგალითია ელექტროენერგიის კომპანიების აქციები. სახლის მესაკუთრეები არ შეცვლიან ელექტროენერგიის მოხმარების ჩვევებს მხოლოდ იმიტომ, რომ საფონდო ბირჟას არასახარბიელო 2 თვე ჰქონდა.

მზარდი პოტენციალის აქციებიც კი, შესაძლოა, ჭკვიანური არჩევანი იყოს. კვლევებმა აჩვენა, რომ, რეალურად, ეკონომიკური სისუსტის პერიოდებში მზარდი პოტენციალის აქციების წარმადობა ღირებულებითი აქციებისას აღემატება.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად დაეცემა საფონდო ბირჟა, ისტორია გვეუბნება, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ინვესტორები, საბოლოოდ, დაჯილდოვდებიან.

წინა

4 მიზეზი, რომ ბაზრის ვარდნისას ინვესტირება განაგრძოთ

შემდეგი

2 ტოპ ამერიკული აქცია, რომელსაც ივნისში უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
2 ტოპ ამერიკული აქცია, რომელსაც ივნისში უნდა დააკვირდეთ

2 ტოპ ამერიკული აქცია, რომელსაც ივნისში უნდა დააკვირდეთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved