• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ტოპ ტექნოლოგიური აქცია, რომლის შეძენაც ივნისში შეგიძლიათ

ივნისი 9, 2022
in სიახლეები
3 ტოპ ტექნოლოგიური აქცია, რომლის შეძენაც ივნისში შეგიძლიათ
გაზიარება

წელს ბევრი ტექნოლოგიური აქცია დაზარალდა, რადგან, საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად, ინვესტორები უფრო კონსერვატიულ ინვესტიციებზე ორიენტირდნენ. თუმცა, პანიკა და თქვენს საინვესტიციო პორტფელში არსებული ყველა ტექნოლოგიური აქციის გაყიდვა ძალიან ცუდი იდეაა, რადგან ბევრი ასეთი აქციის ფასი, რომელიც ახლა ცუდ მდგომარეობაშია, შესაძლოა, მომავალ წლებში ძალიან გაიზარდოს.

მოდით განვიხილოთ სამი ტექნოლოგიური აქცია, რომლის ყიდვაც, შესაძლოა, ივნისში ღირდეს: Qualcomm, HP და Autodesk. პირველი ორი აქცია სტაბილურობას, ღირებულებასა და შემოსავალს გვთავაზობს, ხოლო ბოლოს, გრძელვადიანი ზრდისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია.

Investor
  1. Qualcomm

Qualcomm მსოფლიოში უმსხვილესი პრემიუმ სმარტფონების სისტემების ჩიპების მწარმოებელია. ის ასევე აწარმოებს რადიოსიხშირულ (RF), front-end, საავტომობილო და ნივთების ინტერნეტის (IoT – აღწერს ფიზიკური ობიექტების ქსელს – “ნივთებს”, რომლებიც დაკავშირებულია სენსორებთან, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა ტექნოლოგიებთან იმისთვის, რომ ინტერნეტის საშუალებით სხვა მოწყობილობებთან დამყარდეს კავშირი და გაიცვალოს მონაცემები) ჩიპებს.

Qualcomm თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს კვლავ ტელეფონების ბაზრიდან გამოიმუშავებს, მაგრამ ის აფართოებს RF, საავტომობილო და IoT სეგმენტებს იმისთვის, რომ ჩიპების უფრო დივერსიფიცირებული მწარმოებელი გახდეს.

ფისკალურ 2021 წელს Qualcomm-ის შემოსავალი 55%-ით – $33.5 მილიარდამდე გაიზარდა, რადგან მისი ჩიპების დამზადებისა და ლიცენზირების შემოსავალი, შესაბამისად, 64%-ით და 26%-ით გაიზარდა. მისი კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) კი 104%-ით მოიმატა.

კომპანია, სმარტფონების შენელებული გაყიდვებისა და ჩინეთში ბოლოდროინდელი კოვიდ-19-ით გამოწვეული შეფერხებების გამო, მომდევნო რამდენიმე კვარტალში წინაღობებს მოელის. თუმცა, ანალიტიკოსები კვლავ იმედოვნებენ, რომ Qualcomm-ის შემოსავალი და მოგება წელს, შესაბამისად, 33%-ით და 37%-ით გაიზრდება, რადგან კომპანია თავის IoT და საავტომობილო მიმართულებებს აფართოებს.

Qualcomm-ის ზრდა, სავარაუდოდ, 2023 წელს შენელდება, მაგრამ მისი აქციები ახლა ძალიან იაფად გამოიყურება, ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი დაახლოებით 11-ს შეადგენს, ხოლო ფორვარდული დივიდენდური ანაზღაურება 2.1%-ს. ამ დაბალმა შეფასებამ და მიმზიდველმა სარგებელმა, შესაძლოა, ის ამ მღელვარე ბაზარზე შესანიშნავ თავშესაფარ აქციად აქციოს.

  1. HP

HP – კომპიუტერების და პრინტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, არის კიდევ ერთი დაუფასებელი ტექნოლოგიური აქცია. HP-ის აქციები ბაზარზე დაახლოებით 8-ის ტოლი ფორვარდული P/E კოეფიციენტით მიმოიქცევა, ფორვარდული დივიდენდური სარგებელი 2.5%-ს უტოლდება და კომპანია ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში თავისუფალი ფულადი ნაკადების 100%-ზე მეტს მუდმივად დივიდენდებზე და აქციების გამოსყიდვაზე ხარჯავს.

2021 წელს HP-ის შემოსავალი და კორექტირებული EPS, შესაბამისად, 12%-ით და 66%-ით გაიზარდა, რადგან პანდემიით გამოწვეულმა ლოკდაუნმა დისტანციური მუშაობისთვის კომპიუტერებისა და პრინტერების გაყიდვები გაზარდა.

2022 წლისთვის ანალიტიკოსები მოელიან, რომ HP-ის შემოსავალი და კორექტირებული EPS, შესაბამისად, მხოლოდ 4%-ით და 14%-ით გაიზრდება.

მომდევნო რამდენიმე კვარტალში HP-ის შემოსავლის ზრდა, შესაძლოა, არაერთგვაროვანი იყოს, მაგრამ კომპანიის მიერ აქციების მუდმივად გამოსყიდვის წყალობით, რამაც მას აქციების რაოდენობის 38%-ით შემცირების საშუალება მისცა, EPS თანმიმდევრულად უნდა გაიზარდოს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ ამ წლის დასაწყისში უკვე HP-ის აქციების 11%-ზე მეტი იყიდა.

  1. Autodesk

და ბოლოს, ინვესტორებმა, რომლებიც ეძებენ დაბალანსებულ, ქლაუდზე საფუძნებულ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, რომელიც თანმიმდევრულ შემოსავალს და მოგებას გამოიმუშავებს, ყურადღება უნდა გაამახვილონ Autodesk-ზე – AutoCAD-ის და სხვა დიზაინზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელზე.

გასული ათწლეულის განმავლობაში, Autodesk-მა თავისი დესკტოპის პროგრამული უზრუნველყოფა გულმოდგინედ გადააქცია გამოწერაზე დაფუძნებულ ქლაუდ სერვისებად. ამ კონვერტაციამ, კომპანიის მომხმარებლები AutoCAD-ის, არქიტექტურის, ინჟინერიის, სამშენებლო, წარმოების, მედია და გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის წებოვან ეკოსისტემაში ჩაკეტა.

გამომწერებზე დაფუძნებულმა სისტემამ, ეკონომიკური ვარდნის დროს კომპანიას სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალება მისცა. Autodesk-ის შემოსავალი ფისკალურ 2022 წელს 16%-ით – $4.39 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა 25%-ით მოიმატა.

Autodesk-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2023 წლისთვის კომპანიის შემოსავალი 13%-15%-ით, ხოლო კორექტირებული EPS 27%-31%-ით გაიზრდება, მაშინაც კი, როდესაც რუსეთში სერვისების შეჩერება კომპანიაზე $40 მილიონის სიდიდის გავლენას იქონიებს.

Autodesk-ის ფორვარდული P/E კოეფიციენტი დაახლოებით 28-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კომპანიის პოტენციალის გათვალისწინებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შეფასება სავსებით გონივრულია.

წინა

რამდენად შესაფერისი დროა ახლა საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის?

შემდეგი

განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირების 3 მიზეზი

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირების 3 მიზეზი

განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირების 3 მიზეზი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved