• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 რამ, რაც ინვესტორებმა Spotify-ის აქციების შეძენამდე უნდა იცოდნენ

მაისი 10, 2022
in სიახლეები
2 რამ, რაც ინვესტორებმა Spotify-ის აქციების შეძენამდე უნდა იცოდნენ
გაზიარება

გასული წელი მზარდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის რთული იყო, რადგან ინვესტორები მოერგნენ ცვალებად მაკროეკონომიკურ გარემოს, მათ შორის უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. Spotify Technology-მ, ისევე, როგორც ბევრი მზარდი პოტენციალის აქციამ ბაზარზე, განიცადა აქციების ფასის უზარმაზარი – დაახლოებით 66%-იანი ვარდნა 2021 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული 52-კვირიან მაქსიმუმთან შედარებით.

აქციების დაბალმა ფასმა პოტენციური მყიდველების ყურადღება მიიპყრო. ამ სტატიაში მოცემულია ორი რამ, რაც ინვესტორებმა Spotify-ის შესახებ უნდა იცოდნენ, რათა კომპანიის აქციების მდგომარეობა და მომავალი ზრდის პერსპექტივები უკეთ გაიგონ.

  1. Spotify-ის ბიზნეს მოდელი ორმხრივ ბაზარს მოიცავს

2006 წელს დაარსებულმა შვედურმა Spotify-მ შექმნა პლატფორმა მომხმარებლებისთვის, რომ იპოვონ და მოუსმინონ მუსიკას (ასევე პოდკასტებსა და აუდიოწიგნებს) რეკლამის მხარდაჭერით ან (რეკლამის გარეშე) გამოწერის საფუძველზე. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკის სტრიმინგ პროვაიდერი, ყოველთვიურად 406 მილიონი აქტიური მომხმარებლით (MAU) და 180 მილიონი ფასიანი გამომწერით 184 ბაზარზე.

Spotify არის ორმხრივი ბაზარი, რომელიც მომხმარებლებს არტისტებთან და კონტენტის შემქმნელებთან აკავშირებს. კომპანია მომხმარებლებს მუსიკის პერსონალიზებულ და შეუფერხებლად აღმოჩენაში ეხმარება. მომხმარებლებს შეუძლიათ ადვილად იპოვონ საყვარელი მუსიკა ან პოდკასტი (პლატფორმაზე 82 მილიონი ტრეკია) ან Spotify-ისგან პერსონალიზებული რეკომენდაცია მიიღონ. მათ პლატფორმის გამოყენება სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების (ტელეფონები, კომპიუტერები, ტაბლეტები და ა. შ.) საშუალებით შეუძლიათ.

იმავდროულად, კონტენტის შემქმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ Spotify-ის 406 მილიონი MAU, რათა თავიანთი შემოქმედება გაავრცელონ და მონეტიზაცია განახორციელონ. მათ ასევე შეუძლიათ, რომ ფანებთან პირდაპირი ურთიერთობა დაამყარონ, მათი ქცევები პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემების გამოყენებით გაანალიზონ და თავიანთი ბიზნესი ამის შესაბამისად მართონ.

Spotify თავისი სერვისის მონეტიზაციას ორი ძირითადი გზით აღწევს. მისი შემოსავლის ძირითად ნაწილს პრემიუმ სააბონენტო სერვისები შეადგენს, სადაც მომხმარებლები ურეკლამო მუსიკაზე წვდომისთვის იხდიან საფასურს. 2021 წელს ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის 86% შეადგინა.

დანარჩენი არის რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი, სადაც მომხმარებლებს უწევთ რეკლამების მოსმენა შეზღუდული რაოდენობის ტრეკებზე უფასო წვდომის სანაცვლოდ. სიმცირის მიუხედავად, ბიზნესის ეს ნაწილი 2021 წელს სწრაფად გაფართოვდა – წლის განმავლობაში 62%-ით. გამოწერაზე დაფუძნებული ბიზნესი კი ამ პერიოდში მხოლოდ 19%-ით გაიზარდა.

  1. Spotify-ის მომავალი სავსეა შესაძლებლობებით … და გამოწვევებით

თავისი ბიზნესის მასშტაბურობით Spotify-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ წარმატებას მიაღწია. ბოლო 5 წლის განმავლობაში შემოსავალი სამჯერ გაიზარდა €3 მილიარდიდან ($3.23 მილიარდი) €9.7 მილიარდამდე, რადგან MAU 123 მილიონიდან 406 მილიონამდე გაიზარდა.

Spotify-ის აღმავლობა მისი მუდმივად მზარდი მომხმარებელთა ბაზისა და კონტენტით არის განპირობებული. ერთის მხრივ, კომპანია, მომხმარებლების ჩართვის გასაუმჯობესებლად, მუდმივად ამატებს ახალ კონტენტს. ამ პლატფორმაზე თავიდან მხოლოდ მუსიკა იყო, შემდეგ დაემატა პოდკასტი და ახლა აუდიოწიგნები (Findway-ის შეძენის შედეგად).

მომხმარებელთა მზარდი ბაზა, თავის მხრივ, კონტენტის შემქმნელებს შესაძლებლობას აძლევს, რომ უფრო დიდ აუდიტორიას მიმართონ და მეტი შემოსავალი გამოიმუშაონ. შედეგად, არტისტებს შეუძლიათ თავიანთ საქმიანობაში მეტი ინვესტიცია ჩადონ და მომხმარებლების გამოცდილება უფრო უკეთესი კონტენტის შექმნით გააუმჯობესონ.

მოკლედ რომ ვთქვათ, Spotify-ის აქვს პოტენციალი, გაზარდოს შემოსავალი მრავალი წლის განმავლობაში, რადგან კომპანიას ძლიერი იმპულსი გააჩნია. მას შეუძლია თავისი ასობით მილიონი უფასო მომხმარებელი პრემიუმ მომხმარებლად აქციოს და როგორც პოდკასტების, ასევე აუდიოწიგნების მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოვდეს. გარდა ამისა, Spotify-ის შეუძლია გლობალური მასშტაბით ახალი სტრიმერები მოიზიდოს.

მიუხედავად ზრდის ამ პოტენციალისა, Spotify პრობლემებისგან თავისუფალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ახალ არტისტებს მიესალმება, დროის დიდი ნაწილი მაინც ცნობილ შემსრულებლებს ეთმობა. ვინაიდან არტისტების კომპენსაცია მათი სიმღერების გაშვების რაოდენობასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა, პატარა და დამოუკიდებელ შემსრულებლებს (ნაკლებად ცნობილებს) პლატფორმაზე გადარჩენა გაუჭირდეთ. ეს საკითხი კონკურენტულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი არ არის, მაგრამ კომპანიამ უნდა მოძებნოს დამწყები შემსრულებლების კომპენსირების გზები, რათა მათი დაკარგვის რისკი თავიდან აიცილოს.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც Spotify უნდა გაუმკლავდეს არის ის ძალაუფლება, რომელიც მასზე საუკეთესო კონტენტის შემქმნელებს გააჩნია. ჯო როგანის ინციდენტი ხაზს უსვამს რისკებს, რომ საუკეთესო შემსრულებლებს შეუძლიათ პლატფორმა დატოვონ და ამით მომხმარებლის გამოცდილება დააზარალონ. Spotify-მ უნდა მოძებნოს გზები საუკეთესო კონტენტის შემქმნელების შესანარჩუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლების დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდება.

გარდა ამისა, Spotify უნდა გაუმკლავდეს შემდეგ სერვისებთან კონკურენციას: Apple-ის Apple Music, Alphabet-ის Youtube Music და ა. შ. საბედნიეროდ კომპანიას დიდი ინვესტიციების განხორციელება შეუძლია, რადგან ის უკვე აწარმოებს პოზიტიურ საოპერაციო ფულად ნაკადებს და ბალანსზე €3.5 მილიარდის მოცულობის ფულადი სახსრები, ფულადი სახსრების ეკვივალენტები და მოკლევადიანი ინვესტიციები გააჩნია.

მოკლედ Spotify-ის გრძელვადიანი მიზნის შესახებ

პირველი კვარტლის შედეგების წარდგენისას Spotify-ის მენეჯმენტმა კომპანიის გრძელვადიან მიზანს კვლავ გაუსვა ხაზი: 1 მილიარდი მომხმარებლის მიღწევა, შემოსავლის 20%-ით ზრდა წლიურად (რთული პროცენტით) და მთლიანი მოგების 30%-დან 40%-მდე გაზრდა.

თუ კომპანია მაღალი ხარისხის კონტენტის დამატებას განაგრძობს, მომხმარებლების რაოდენობა, ბუნებრივია, გაიზრდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ ზემოაღნიშნულ რისკებს, რადგან მათ კომპანიის გრძელვადიანი ამბიციისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია.

წინა

3 ტოპ აქცია მაისში შესაძენად

შემდეგი

3 დიდი საინვესტიციო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად ინანებთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 დიდი საინვესტიციო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად ინანებთ

3 დიდი საინვესტიციო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად ინანებთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved