კომპანიის აქციების ყიდვა ძირითადი ბიზნესის ნაწილის ფლობას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ შეძენილი აქციების უკან მდგომი ბიზნესის ხარისხი გესმოდეთ.
საუკეთესო კომპანიები, როგორც წესი, თქვენს მოლოდინებს აჭარბებს. ისინი აღმოაჩენენ ისეთ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებზეც, შესაძლოა, თქვენ არასოდეს გიფიქრიათ ან რომელთა განხორციელებასაც ინდივიდუალურად ვერ შეძლებდით. დროთა განმავლობაში, როგორც წესი, ასეთი კომპანიები ღირებულების მნიშვნელოვნად ზრდას ახერხებენ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო სავარაუდოა, რომ მაღალი ხარისხის კომპანიებში ინვესტირება უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ბაზრის მოძრაობებისა და დაბალი ხარისხის ბიზნესების ხანმოკლე ბუმის დევნა. შესაბამისად, ამ სტატიაში მოცემულია ძლიერი კომპანიები, რომლებიც ბაზარზე მტკიცედ არიან პოზიციონირებულნი იმისთვის, რომ დროის გამოცდას გაუძლონ.
რა აქცევს კომპანიას „საუკეთესოდ“ ?
საუკეთესო გრძელვადიანი ინვესტიციების პოვნის ერთ-ერთი გასაღები არის ისეთი კომპანიების შერჩევა, რომლებსაც კონკურენციაზე ერთი ნაბიჯით წინ არიან. ლეგენდარულმა ინვესტორმა – უორენ ბაფეტმა გამოიგონა ტერმინი – „ეკონომიკური თხრილი“, რომელიც კომპანიის მიერ კონკურენტების შეკავების უნარზე მიუთითებს.
სავარაუდოა, რომ ამ სტატიაში მოცემული კომპანიები ინვესტორებისთვის საიმედო ანაზღაურების მოტანას შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარალელურად ინვესტიციებს საკუთარ ზრდაში დებენ. მათი კონკურენტული უპირატესობაც ასევე სტაბილური და მზარდია.
კომპანიის ხანგრძლივი მოღვაწეობა და კონკურენტული უპირატესობა არსებითად დაკავშირებულია მდგრადობასთან, შესაბამისად, ამ სტატიაში მოცემული ანალიზი ითვალისწინებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) მოსაზრებებს. საუკეთესო კომპანიებს აქვთ ბიზნეს მოდელები, რომლებიც ESG საკითხებში ეფექტურად ნავიგაციის საშუალებას იძლევა. ძალიან დიდი რისკის აღებამ, შეიძლება, მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშაოს, მაგრამ ეს ტაქტიკა კომპანიას გრძელვადიან წარმატებას არ მოუტანს.
კომპანიებს, რომლებიც სიაში მოხვდნენ, გააჩნიათ პროგნოზირებადი ფულადი ნაკადები. მათი მმართველი გუნდები, ფულის განკარგვისა და ინვესტირების კუთხით, საზრიან გადაწყვეტილებებს იღებენ.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დღეს ამ სტატიაში მოცემული თითოეული კომპანიის აქციები უნდა შეიძინოთ. ყველაზე დიდი კომპანიაც კი, შეიძლება, ცუდი ინვესტიცია იყოს, თუ მისთვის ზედმეტს გადაიხდით. სიაში მოცემული ბევრი კომპანიის აქციების ფასები მათ რეალურ ღირებულება აჭარბებს, ამიტომ, შესაძლოა, ახლა ყიდვისთვის შესაფერისი დრო არ იყოს. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიების სამეთვალყურეო სიაში დამატება ნამდვილად ღირს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილებში კომპანიები ეკონომიკური სექტორების მიხედვით არის დაჯგუფებული.
სამომხმარებლო კომპანიები (თავდაცვითი)
სამომხმარებლო კომპანიები არიან ბრენდები, რომლებიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო და პერსონალურ პროდუქტებს, საკვებს და სასმელს. ეს სექტორი ასევე მოიცავს ფასდაკლების მაღაზიებს.
ეს კომპანიები უზრუნველყოფს მომსახურებას, რომელიც მომხმარებლებს ყოველთვის სჭირდებათ, ამიტომ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები, როგორიც არის ვარდნა, ამ სექტორზე დიდ გავლენას არ ახდენს. სწორედ ამაში მდგომარეობს ტერმინ „თავდაცვითის“ განმარტება.
შენიშვნა: ESG რისკის რეიტინგის განსაზღვრა:
***** – უმნიშვნელო
**** – დაბალი
*** – საშუალო
** – მაღალი
* – ძალიან მაღალი
კომპანიის დასახელება | ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker) | სექტორი | ბიზნესის ქვეყანა | საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი) | ESG რისკის რეიტინგი |
Walmart Inc | WMT | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 409,795.02 | *** |
Procter & Gamble Co | PG | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 366,271.64 | *** |
Nestle SA | NSRGY | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | შვეიცარია | 359,276.77 | *** |
Coca-Cola Co | KO | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 268,769.69 | *** |
Costco Wholesale Corp | COST | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 255,230.71 | *** |
PepsiCo Inc | PEP | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 231,528.15 | ***** |
Diageo PLC | DEO | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | გაერთიანებული სამეფო | 117,109.02 | ***** |
Unilever PLC | UL | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | გაერთიანებული სამეფო | 116,203.74 | *** |
Anheuser-Busch InBev SA/NV | BUD | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | ბელგია | 105,205.08 | *** |
The Estee Lauder Companies Inc | EL | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 97,672.07 | *** |
Mondelez International Inc | MDLZ | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 86,831.73 | *** |
Colgate-Palmolive Co | CL | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 63,742.20 | *** |
Reckitt Benckiser Group PLC | RBGLY | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | გაერთიანებული სამეფო | 54,764.87 | *** |
Ambev SA | ABEV | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | ბრაზილია | 50,784.42 | *** |
The Hershey Co | HSY | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 44,526.71 | *** |
Constellation Brands Inc | STZ | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 43,250.30 | *** |
Brown-Forman Corp | BFB | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 31,376.55 | *** |
McCormick & Co Inc | MKC | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 26,757.60 | *** |
Clorox Co | CLX | სამომხმარებლო (თავდაცვითი) | აშშ | 17,108.73 | *** |
ფინანსური მომსახურების კომპანიები
ფინანსური მომსახურების სექტორი მოიცავს ბანკებს, აქტივების მენეჯერებს, ფინანსური კვლევებისა და მონაცემთა კომპანიებს, საკრედიტო მომსახურებას, საინვესტიციო საბროკერო ფირმებს, საფონდო ბირჟებს და სადაზღვევო კომპანიებს. ამ სექტორის ბევრი კომპანია ეკონომიკურად მგრძნობიარეა.
კომპანიის დასახელება | ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker) | სექტორი | ბიზნესის ქვეყანა | საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი) | ESG რისკის რეიტინგი |
Berkshire Hathaway Inc | BRK.B | ფინანსური მომსახურება | აშშ | 779.542.32 | **** |
Visa Inc | V | ფინანსური მომსახურება | აშშ | 480,252.86 | **** |
JPMorgan Chase & Co | JPM | ფინანსური მომსახურება | აშშ | 400,749.48 | *** |
Mastercard Inc | MA | ფინანსური მომსახურება | აშშ | 349,330.53 | **** |
Bank of America Corp | BAC | ფინანსური მომსახურება | აშშ | 332,433.32 | *** |
Wells Fargo & Co | WFC | ფინანსური მომსახურება | აშშ | 184,224.98 | ** |
Royal Bank of Canada | RY | ფინანსური მომსახურება | კანადა | 156,179.92 | **** |
The Toronto-Dominion Bank | TD | ფინანსური მომსახურება | კანადა | 144,096.00 | *** |
S&P Global Inc | SPGI | ფინანსური მომსახურება | აშშ | 142,343.48 | **** |
American Express Co | AXP | ფინანსური მომსახურება | აშშ | 141,613.03 | **** |
BlackRock Inc | BLK | ფინანსური მომსახურება | აშშ | 116,186.24 | *** |
CME Group Inc | CME | ფინანსური მომსახურება | აშშ | 85,492.26 | **** |
U.S Bancorp | USB | ფინანსური მომსახურება | აშშ | 78,929.80 | ** |
Intercontinental Exchange Inc | ICE | ფინანსური მომსახურება | აშშ | 74,044.79 | **** |
Moody’s Corporation | MCO | ფინანსური მომსახურება | აშშ | 62,548.12 | **** |
MSCI Inc | MSCI | ფინანსური მომსახურება | აშშ | 40,868.01 | **** |
T. Rowe Price Group Inc | TROW | ფინანსური მომსახურება | აშშ | 34,442.59 | **** |
Nothern Trust Corp | NTRS | ფინანსური მომსახურება | აშშ | 24,215.07 | *** |
Tradeweb Markets Inc | TW | ფინანსური მომსახურება | აშშ | 20,575.67 | **** |
ჯანდაცვის კომპანიები
ჯანდაცვა კიდევ ერთი სექტორია, რომელიც, ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ძირითადად, სტაბილურია. ეს სექტორი მოიცავს კომპანიებს ბიოტექნოლოგიის, დიაგნოსტიკისა და კვლევის, მედიკამენტების წარმოებისა და ჯანმრთელობის საინფორმაციო სერვისების სფეროში.
ბევრი მაღალი ხარისხის ჯანდაცვის კომპანია, რომელიც ქვემოთ მოცემულ სიაში მოხვდა, მედიკამენტებს აწარმოებს და პატენტები მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
კომპანიის დასახელება | ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker) | სექტორი | ბიზნესის ქვეყანა | საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი) | ESG რისკის რეიტინგი |
Johnson & Johnson | JNJ | ჯანდაცვა | აშშ | 466,046.75 | *** |
Roche Holding AG | RHHBY | ჯანდაცვა | შვეიცარია | 345,747.32 | *** |
Pfizer Inc | PFE | ჯანდაცვა | აშშ | 292,385.28 | *** |
Eli Lilly and Co | LLY | ჯანდაცვა | აშშ | 272,723.65 | ** |
Novo Nordisk A/S | NVO | ჯანდაცვა | დანია | 255,579.73 | *** |
Thermo Fisher Scientific Inc | TMO | ჯანდაცვა | აშშ | 231,203.73 | **** |
Merck & Co Inc | MRK | ჯანდაცვა | აშშ | 207,451.37 | *** |
AstraZeneca PLC | AZN | ჯანდაცვა | გაერთიანებული სამეფო | 206,222.87 | *** |
Novartis AG | NVS | ჯანდაცვა | შვეიცარია | 196,683.97 | **** |
Bristol-Myers Squibb Co | BMY | ჯანდაცვა | აშშ | 155,203.54 | *** |
Medtronic PLC | MDT | ჯანდაცვა | აშშ | 148,843.77 | *** |
Amgen Inc | AMGN | ჯანდაცვა | აშშ | 129,079.84 | *** |
Sanofi SA | SNY | ჯანდაცვა | საფრანგეთი | 128,926.67 | *** |
GlaxoSmithKline PLC | GSK | ჯანდაცვა | გაერთიანებული სამეფო | 110,003.42 | **** |
Stryker Corp | SYK | ჯანდაცვა | აშშ | 100,978.11 | ** |
Zoetis Inc | ZTS | ჯანდაცვა | აშშ | 88,873.13 | **** |
Gilead Sciences Inc | GILD | ჯანდაცვა | აშშ | 74,656.53 | *** |
Agilent Technologies Inc | A | ჯანდაცვა | აშშ | 39,714.00 | **** |
Veeva Systems Inc | VEEV | ჯანდაცვა | აშშ | 32,795.11 | **** |
Zimmer Biomet Holdings Inc | ZBH | ჯანდაცვა | აშშ | 26,775.28 | *** |
Waters Corp | WAT | ჯანდაცვა | აშშ | 18,783.44 | **** |
სამრეწველო კომპანიები
სექტორი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს, ხელსაწყოებს და სამრეწველო პროდუქტებს. იგი ასევე მოიცავს საჰაერო კოსმოსურ და თავდაცვით კომპანიებს და სატრანსპორტო მომსახურებას.
კომპანიის დასახელება | ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker) | სექტორი | ბიზნესის ქვეყანა | საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი) | ESG რისკის რეიტინგი |
Union Pacific Corp | UNP | მრეწველობა | აშშ | 171,681.62 | *** |
Honeywell International Inc | HON | მრეწველობა | აშშ | 133,381.03 | *** |
Lockheed Martin Corp | LMT | მრეწველობა | აშშ | 117,648.15 | *** |
Canadian National Railway Co | CNI | მრეწველობა | კანადა | 94,001.35 | **** |
3M Co | MMM | მრეწველობა | აშშ | 84,738.31 | ** |
CSX Corp | CSX | მრეწველობა | აშშ | 81,587.83 | *** |
Canadian Pacific Railway LTD | CP | მრეწველობა | კანადა | 76,838.01 | **** |
Norfolk Southern Corp | NSC | მრეწველობა | აშშ | 73,971.48 | *** |
Northrop Grumman Corp | NOC | მრეწველობა | აშშ | 69,633.88 | *** |
General Dymanics Corp | GD | მრეწველობა | აშშ | 67,080.95 | ** |
Waste Management Inc | WM | მრეწველობა | აშშ | 65,802.83 | **** |
ABB Ltd | ABB | მრეწველობა | შვეიცარია | 63,040.65 | **** |
Emerson Electric Co | EMR | მრეწველობა | აშშ | 58,241.70 | *** |
Roper Technologies Inc | ROP | მრეწველობა | აშშ | 49,868.83 | *** |
Cintas Corp | CTAS | მრეწველობა | აშშ | 43,527.99 | *** |
Republic Services Inc | RSG | მრეწველობა | აშშ | 41,841.66 | *** |
Waste Connections Inc | WCN | მრეწველობა | კანადა | 35,924.32 | **** |
Experian PLC | EXPGY | მრეწველობა | აშშ | 35,747.58 | **** |
Fastenal Co | FAST | მრეწველობა | აშშ | 34,187.89 | *** |
Rockwell Automation Inc | ROK | მრეწველობა | აშშ | 32,538.40 | **** |
Otis Worldwide Corp | OTIS | მრეწველობა | აშშ | 32,530.08 | *** |
BAE Systems PLC | BEASY | მრეწველობა | გაერთიანებული სამეფო | 29,700.25 | ** |
Equifax Inc | EFX | მრეწველობა | აშშ | 29,141.77 | *** |
TransUnion | TRU | მრეწველობა | აშშ | 19,882.57 | *** |
Expeditors International of Washington Inc | EXPD | მრეწველობა | აშშ | 17,268.78 | **** |
Masco Corp | MAS | მრეწველობა | აშშ | 12,062.73 | *** |
Graco Inc | GGG | მრეწველობა | აშშ | 11,806.51 | ** |
Allegion PLC | ALLE | მრეწველობა | აშშ | 9,685.94 | *** |
Landstar System Inc | LSTR | მრეწველობა | აშშ | 5,599.96 | **** |
ტექნოლოგიური კომპანიები
ტექნოლოგიური სექტორის კომპანიები დაკავებულნი არიან კომპიუტერული ოპერაციული სისტემების და აპლიკაციების დიზაინით, განვითარებითა და მხარდაჭერით. ეს სექტორი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებს კომპიუტერულ აღჭურვილობას, მონაცემთა შენახვის პროდუქტებს, ქსელის პროდუქტებს, ნახევარგამტარებს და კომპონენტებს.
კომპანიის დასახელება | ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker) | სექტორი | ბიზნესის ქვეყანა | საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი) | ESG რისკის რეიტინგი |
Microsoft Corp | MSFT | ტექნოლოგია | აშშ | 2,311,358.89 | **** |
Taiwan Semiconductor Manufacturing Co Ltd | TSM | ტექნოლოგია | ტაივანი | 542,086.63 | **** |
ASML Holding NV | ASML | ტექნოლოგია | ნიდერლანდები | 274,104.55 | **** |
Adobe Inc | ADBE | ტექნოლოგია | აშშ | 215,280.45 | **** |
Accenture PLC | ACN | ტექნოლოგია | აშშ | 213,601.73 | ***** |
Salesforce.com Inc | CRM | ტექნოლოგია | აშშ | 210,196.80 | **** |
Texas Instruments Inc | TXN | ტექნოლოგია | აშშ | 169,329.57 | *** |
Intuit Inc | INTU | ტექნოლოგია | აშშ | 135,987.55 | **** |
ServiceNow Inc | NOW | ტექნოლოგია | აშშ | 111,378.00 | **** |
Analog Devices Inc | ADI | ტექნოლოგია | აშშ | 86,441.19 | *** |
Dassault Systemes SE | DASTY | ტექნოლოგია | საფრანგეთი | 65,055.77 | **** |
Autodesk Inc | ADSK | ტექნოლოგია | აშშ | 46,579.96 | **** |
Microchip Technology Inc | MCHP | ტექნოლოგია | აშშ | 41,777.14 | ** |
Ansys Inc | ANSS | ტექნოლოგია | აშშ | 27,643.83 | *** |
VeriSign Inc | VRSN | ტექნოლოგია | აშშ | 24,507.85 | *** |
Tyler Technologies Inc | TYL | ტექნოლოგია | აშშ | 18,432.35 | *** |
Check Point Software Technologies Ltd | CHKP | ტექნოლოგია | ისრაელი | 18,360.68 | *** |
Jack Henry & Associates Inc | JKHY | ტექნოლოგია | აშშ | 14,350.17 | **** |
Aspen Technology Inc | AZPN | ტექნოლოგია | აშშ | 11,023.89 | *** |
Guidewire Software Inc | GWRE | ტექნოლოგია | აშშ | 7,905.29 | **** |
სხვა სექტორები
ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიები წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორებს: ძირითადი მასალები, საკომუნიკაციო მომსახურება, სამომხმარებლო (ციკლური), ენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება. ამ სექტორების უმეტესობა, გარდა კომუნალური მომსახურებისა, ეკონომიკის მოძრაობას მიჰყვება, ამიტომ, ფულადი ნაკადების პროგნოზირება უფრო რთულია.
ამ კომპანიებიდან ბევრი, ასევე ოპერირებს მაღალ კონკურენტუნარიან ან განვითარებად ინდუსტრიებში, სადაც მდგრადი კონკურენტული უპირატესობის შექმნა რთულია.
კომპანიის დასახელება | ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker) | სექტორი | ბიზნესის ქვეყანა | საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი) | ESG რისკის რეიტინგი |
The Home Depot Inc | HD | სამომხმარებლო (ციკლური) | აშშ | 309,317.35 | **** |
Comcast Corp | CMCSA | საკომუნიკაციო მომსახურება | აშშ | 212,245.84 | *** |
Nike Inc | NKE | სამომხმარებლო (ციკლური) | აშშ | 211,766.15 | **** |
McDonald’s Corp | MCD | სამომხმარებლო (ციკლური) | აშშ | 182,889.61 | *** |
Lowe’s Companies Inc | LOW | სამომხმარებლო (ციკლური) | აშშ | 133,761.08 | **** |
Starbucks Corp | SBUX | სამომხმარებლო (ციკლური) | აშშ | 104,642.79 | *** |
Dominion Energy Inc | D | კომუნალური მომსახურება | აშშ | 68,882.96 | *** |
Sherwin-Williams Co | SHW | ძირითადი მასალები | აშშ | 65,037.90 | *** |
Enterprice Products Partners LP | EPD | ენერგეტიკა | აშშ | 56,172.36 | *** |
Ecolab Inc | ECL | ძირითადი მასალები | აშშ | 50,548.43 | *** |
Ferrari NV | RACE | სამომხმარებლო (ციკლური) | იტალია | 40,651.05 | *** |
Cheniere Energy | LNG | ენერგეტიკა | აშშ | 35,270.54 | *** |
International Flavors & Fragrances Inc | IFF | ძირითადი მასალები | აშშ | 33,455.62 | *** |
Cheniere Energy Partners LP | CQP | ენერგეტიკა | აშშ | 27,279.77 | ** |
Yum China Holdings Inc | YUMC | სამომხმარებლო (ციკლური) | ჩინეთი | 17,679.00 | *** |
Rollins Inc | ROL | სამომხმარებლო (ციკლური) | აშშ | 17,260.73 | **** |
Domino’s Pizza Inc | DPZ | სამომხმარებლო (ციკლური) | აშშ | 14,665.92 | ** |