მომდევნო კვირაში სტრიმინგ ტელევიზიის სპეციალისტი – Netflix და ელექტრომობილების კომპანია – Tesla, მეოთხე კვარტლის შედეგებს გამოაქვეყნებენ. Netflix ანგარიშს სამშაბათს, 19 აპრილს, წარადგენს, ხოლო Tesla ოთხშაბათს, 20 აპრილს.
ეს არის ბრენდები, რომლებიც ბევრმა ინვესტორმა და მომხმარებელმა გაიცნო, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ მათი ანგარიშები ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. მთავარი კითხვა შემდეგია: შეუძლია თუ არა ამ კომპანიებს საკმარისად ძლიერი მაჩვენებლების დაფიქსირება და მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივის უზრუნველყოფა ინვესტორების აღსაფრთოვანებლად?
Netflix
მრავალი თვალსაზრისით, Netflix-ის მეოთხე კვარტალი შესანიშნავი იყო. ამ პერიოდისთვის მენეჯმენტის მითითებები შემოსავლისთვის $7.7 მილიარდს შეადგენდა, შედეგებმა კი ოდნავ გადააჭარბა და $7.9 შეადგინა. გარდა ამისა მოგება ერთ აქციაზე (EPS) – $1.33 ბევრად მაღალი იყო მენეჯმენტის საპროგნოზო მაჩვენებელზე ($0.80). მიუხედავად ამისა, Netflix-ის აქციების ფასი, ბოლო კვარტალური ანგარიშის შემდეგ 32%-ით დაეცა.
იმატა შეშფოთებამ კომპანიის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, გააგრძელოს გამომწერების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანი ტემპებით, რადგან კონკურენცია იზრდება. მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა ახალი აბონენტების დამატება 8.28 მილიონს შეადგენდა, რაც მენეჯმენტის მითითებებს (8.5 მილიონი) მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. გარდა ამისა, მენეჯმენტმა, კომპანიის ზრდის ტრაექტორიაზე კონკურენციის პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების აღიარებით, ინვესტორები დააფრთხო.
ინვესტორები უნდა დააკვირდნენ, კონკურენციის ზრდა კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას, თუ კომპანია კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს. საუკეთესო გზა ამის გასაგებად იქნება კვარტალური ანგარიშის განხილვა და კონკურენტული ლანდშაფტის შესახებ მენეჯმენტის ნებისმიერი შენიშვნის გააზრება.
Tesla
Tesla-ს ელექტრომობილების მიწოდებამ მეოთხე კვარტალში 310,000 შეადგინა. ამ მაჩვენებელმა წლიდან წლამდე 68% შეადგინა. მაგრამ მხოლოდ მოკრძალებული თანმიმდევრული ზრდა, შეიძლება, მომავალი პრობლემების ნიშანი იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომენტში შანხაის ქარხანაში კომპანიის წარმოება შეჩერებულია. შანხაიში, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა იძულებითმა ლოკდაუნმა, ბევრ ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა. ქარხნის გახსნის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
მიწოდებაზე ნეგატიური გავლენა, სავარაუდოდ, საგრძნობი იქნება. ყოველწლიურად 450,000-ზე მეტი ავტომობილის საწარმოო სიმძლავრით, შანხაის ქარხანა Tesla-ს მთლიანი წარმოების სიმძლავრის 42%-ზე მეტს წარმოადგენს.
საბედნიეროდ, ტესლამ ახლახან დაიწყო წარმოება ორ ქარხანაში – გერმანიასა და ტეხასში. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ამ ორ ქარხანაში წარმოება ხელს შეუწყობს შანხაის ჩაკეტვით გამოწვეული ზოგიერთი უარყოფითი გავლენის კომპენსირებას. მაგრამ შანხაის ლოკდაუნმა, შეიძლება, ტესლას ახალ ქარხნებზეც იმოქმედოს, თუ ისინი შანხაიში არსებული მომწოდებლების მიერ ნაწილების მოწოდებას დაეყრდნობა.
ინვესტორები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ Tesla-ს კვარტალურ ანგარიშს, რათა მიიღონ განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ეს მდგომარეობა კომპანიაზე.