თითქმის არ არსებობს ინვესტორი, რომელმაც Netflix-ის შესახებ არ იცის. სტრიმინგის პიონერმა წლების განმავლობაში ყურადღება თავისი შესანიშნავი შესრულებით მიიპყრო. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ Netflix-ში ინვესტირებით, გონივრული იქნება მასზე მეტი რამ გაიგოთ და ზოგადი წარმოდგენის შექმნით არ დაკმაყოფილდეთ.
საზრიანმა ინვესტორებმა, ალბათ, Netflix-ის შესახებ მინიმუმ ეს სამი რამ იციან : გამომწერების თვალსაზრისით კომპანიამ მასობრივ მასშტაბებს მიაღწია; გამომწერების რაოდენობის ზრდა ნელდება; ბიზნეს მოდელი უზრუნველყოფს შესანიშნავ მასშტაბის ეკონომიას (მასშტაბის ეკონომია არის ფენომენი, როდესაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მასშტაბის ან სიდიდის მატებასთან ერთად, ხარჯები პროდუქციის ერთეულზე მცირდება). მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული ფაქტორი.
- Netflix ამაყობს გამომწერების უზარმაზარი რაოდენობით
სრიმინგ კონტენტის პიონერი ინდუსტრიის უდავო ლიდერია. Netflix-მა 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 222 მილიონი სტრიმინგის გამომწერი დააგროვა. ეს წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ით მეტი იყო. ვერცერთი სხვა პროვაიდერი ვერ დაიკვეხნის 200 მილიონზე მეტი სტრიმინგის გამომწერით.
მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც მილიარდობით ადამიანი, კოვიდ-19-სგან თავის დაცვის მიზნით, სახლში დარჩენას ცდილობდა. მხოლოდ 2020 წელს ნეტფლიქსმა 36 მილიონზე მეტი ახალი გამომწერი მიიზიდა.
- გამომწერთა რაოდენობის ზრდა ნელდება
გასაკვირი არ არის, რომ პანდემიის დაწყებისას მიღებული იმპულსი სუსტდება. მილიარდობით ადამიანი აიცრა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით და მსოფლიო მთავრობები ამსუბუქებენ ბიზნეს შეზღუდვებს, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს პანდემიამდელ ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ. შედეგად, სახლის გართობაზე მოთხოვნა მცირდება.
იმავდროულად, რამდენიმე მედია კომპანიამ პანდემიის პერიოდში გააცნობიერა მომხმარებლებისთვის სტრიმინგ სერვისის შეთავაზების მნიშვნელობა და ეს მიმართულებაც თავისი საქმიანობის ნაწილი გახადა. მცირედ კონკურენტული თითქმის ათწლეულის შემდეგ, ნეტფლიქსს ახლა მრავალ ფინანსურად ძლიერ კონკურენტთან მოუწევს შეჭიდება. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ბაზრის ახალი მონაწილეების უმეტესობა მომხმარებლებს ნეტფლიქსზე უფრო დაბალ ფასებს სთავაზობს.
მაყურებელთა ინტერესის შენელებისა და მზარდი კონკურენციის კომბინაცია Netflix-ის გამომწერების ზრდის პერსპექტივებს ზიანს აყენებს.
- Netflix-ის ბიზნეს მოდელი საფუძვლიანად არის აგებული ისე, რომ მასშტაბის ეკონომია უზრუნველყოს
Netflix-ის ბიზნესი შექმნილია ისე, რომ მასშტაბის ეკონომიით ისარგებლოს. შესაძლოა, ფილმის გადაღებაზე $100 მილიონი დაიხარჯოს, მაგრამ Netflix მეტ ხარჯს არ გაწევს მიუხედავად იმისა, ამ ფილმს 25 მილიონი თუ 50 მილიონი ადამიანი უყურებს. ამგვარად, ყოველი დამატებითი გამომწერის მიერ შემოსავალში შეტანილი წვლილი უფრო მნიშვნელოვნად მიედინება წმინდა მოგებისკენ. ეს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ის მიაღწევს საკმარისად დიდ მასშტაბს, რათა აანაზღაუროს კონტენტის შექმნისა და ყიდვის ხარჯები, ასევე სხვა ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის ფუნქციონირებისთვის.
ნეტფლიქსის მასშტაბის ეფექტს ყველაზე კარგად დავინახავთ, როდესაც შევხედავთ კომპანიის საოპერაციო მარჟას, რომელიც 4.3%-დან (2016 წელი) 20.9%-მდე (2021 წელი) გაიზარდა. ამავე პერიოდში, შემოსავალი $8.8 მილიარდიდან $29.7 მილიარდამდე გაიზარდა.
ბაზარი ორიენტირებული იყოს ნეტფლიქსის გამომწერების რაოდენობის ზრდის შენელებაზე, შედეგად, 2022 წლის იანვარში, გასულ წელთან შედარებით, კომპანიის აქციების ფასი 46%-ით შემცირდა. პოტენციური ინვესტორებისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ამ შესანიშნავი ბიზნესის აქციები დაბალ ფასად მოიპოვონ.